მე რად მინდა შევსებული ფორმულები. ჩემი ფორმულებიც მეყოფა

კარგი. რახან "არ ისვენებ" ავღწერ ჩემს შეხედულებას პოპულარული ენით. დავანებოთ ფორმულებს თავი (თუმცა ვერ დაანებებ რადგან ამ ყველაფერს ფორმულები გვეუბნება).
ვთქვათ ავაწყეთ მე და შენ სუპერ ხომალდი, რომელიც 0.999C -თი მოძრაობს. მთლიანაც C -თი მხოლოდ ფოტონს შეუძლია მოძრაობა.
ჩაგსვით მაგ ხომალდში და გაგაფრინეთ. თან გაგატანეთ შვეიცარიული საათი, რომელიც წიკწიკებს, ტიკ-ტაკ-ტიკ-ტაკ ...
როცა აკრეფავ ამ 0.999C სიჩქარეს, იფრენ მუდმივი სიჩქარით. დავივიწყოთ ის პროცესი თუ როგორ აგაჩქარეთ აქამდე და რას განიცდიდი მაგ დროს.
გამოვრიცხოთ ასევე სხვა პლანეტების და ვარსკვლავების შენზე და შენს ხომალდზე მოქმედი გრავიტაცია (თუ არ გამოვრიცხეთ, იმდენად დიდი გრავიტაცია გექნება რომ თან წაათრევ მზეს).
ეხლა. შენ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ შეატყობ მაგ შენს საათს. შენ მოგეჩვენება რომ ის ისევ ისე წიკწიკებს, როგორც დედამიწაზე ყოფნისას.
გავიდა T0 = 2 დღე (შენს საათში), და შენ კვლავ ჩვენს ბაზაზე დაბრუნდი. სად და რა პირობებში მობრუნდი, ეგეც უნდა დავივიწყოთ, თუ რატომ ეგ ძალიან ღრმა ფილოსოფიაა.
მოკლედ დედამიწაზე ამ დროს გავიდა T = gama * T0 = 22 * 2 = 44 დღე.
ეხლა, იბადება კითხვა: ეს ყველაფერი დამკვირვებლის მოჩვენებაა თუ რა ხდება.
აი აქ ვიჭედებით ყველაზე მეტად. დასაწყისში, როცა ფარდობითობის სპეციალურ თეორიას გვასწავლიან, ეს მართლა ასე გვგონია ხოლმე სტუდენტებს.
მე, როგორც დამკვირვებელი, იმისდა მიხედვით მოძრავ თუ უძრავ კოორდინატთა სისტემაში ვზივარ, ვიღებ გაზომვის სხვადასხვა შედეგს.
ჯოხი მოკლდება, დრო ნელდება ... და ასე შემდეგ.
მაგრამ ... ფაქტი ხანდახან ფაქტია ხოლმე.
ეს ფაქტია მიუონი.
მიუონი როცა დაიბადება ატმოსფეროს ზედა ფენებში ... მორბის დედამიწისაკენ.
ვიცით რა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ვითვლით ზედაპირამდე მოღწევის დროს და ვითვლით რამდენმა მიუონმა უნდა მოაღწიოს საშუალოდ.
გამოვა რომ ბევრმა, თან ძალიან ბევრმა ვერ უნდა მოაღწიოს და შუა გზაზე უნდა დაიშალოს. რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობა ვერ ყოფნის.
ექსპერიმენტი ამბობს რომ პირიქითაა და ძალიან ბევრიც აღწევს, უპრობლემოდ.
ფარდობითობის თეორია ამბობს, რომ მიუონისთვის დრო ნელა გადის და ეძლევა საშუალება იცოცხლოს იმდენი და მეტიც, რომ მოაღწიოს დედამიწამდე.
ესეიგი ვასკვნით, რომ მოძრავ სისტემაში ფიზიკური პროცესები ნელდება. მაგრამ ისე ნელდება რომ ვერ ამჩნევ განსხვავებას.
შენელებული კადრივით კი არ წავა მოვლენები იმ დამკვირვებლისთვის, რომელიც მოძრაობს, არამედ "ჩვეული ტემპით".
სულ ესაა, მარტივი ფილოსოფია. მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის ყოვლად წარმოუდგენელი და ძნელად გასაგები.
რადგან ჩვენ, ადამიანები, არ ვართ რელატივისტური არსებები. არც ჩვენი მოძრაობის სიჩქარე და არც გრავიტაცია, რომელშიც ვცხოვრობთ არაა შესაბამისი გარემო იმ ყველაფრისთვის, რომ ასე ადვილად გავიაზროთ რა ხდება მაღალ სიჩქარეებზე და ძლიერ გრავიტაციაში.
This post has been edited by asphurcela on 21 Oct 2011, 18:41