ხუცომ რაც დაწერა, ზოგადად სწორეა, წარსულში ეხლაც ვიხედებით ტელესკოპებით, მაგრამ ტერმინ "დროში მოგზაურობაში" მოიაზრება ადამიანის დროში გადაადგილება, წარსულში ან მომავალში, თუნცად დამკვირვებლის სახით და ჩარევის უფლებების გარეშე.
მე ვფიქრობ ჩარევის შანსი გამორიცხულია, რადგან ეს პარადოქსალურ სიტუაციას ქმნის და მოგეხსენებათ ბუნებას პარადოქსები სასტიკად ეზიზღება.
ჩემი აზრით, ეს ფიზიკურად შეუძლებელია თვითონ დროის და სივრცის ურთიერთ კავშირის გამო.
მოვლენა მოხდა დროში და წავიდა ჩაიარა - გაქრა და მხოლოდ კვალი, ნაკვალევი დატოვა ისტორიის ან შედეგის სახით.
ხოლო აწ უკვე არარსებულ ვითარებაში ვერავინ დაბრუნდება, ისე, რომ იმ მოვლენის მოხდენის ადგილთან დაკავშირებული ათვლის სიტემაში დრო და დაბრუნებულის დრო ერთმანეთს ემთხვეოდეს.
როდესაც შორეულ ვარსკვლავს ვაკვირდებით და 4 სინათლის წლით უკანა მოვლენას ვხდეავთ, ეს არაა პარადოქსული და მითუმეტეს არც დროში მოგზაურობაა, რადგან სხივის მოსვლის მომენტში, იქ, იმ ვარკვლავზე უკვე 4 წელია გასული. ე.ი. დამკვირვებლის დრო და მოვლენის მოხდენის დრო აცდენილია დროში მანძილის შესაბამისი დროით.
ესაა ჩემი კომენტარი
This post has been edited by asphurcela on 10 May 2014, 21:17