დრო !!!!
უძვირფასესი - შეუფასებელი!
.."დრო, დროზე ჩქარა მირბის,
დრო აღარ გვაქვს ჩვენ ფიქრის"... მახსენდება.
ბედნიერია ის ადამიანი, ისედაც მოკლე წუთისოფლიდან რომ გამონახავს დ რ ო ს თავის თავს დაუსვას კითხვა: - ხომ არაფერში ვცდებიო!
და დ რ ო ს მოყვასის მოსაბოდიშებლად: -არაფერია, კაცნი ვართო.
უშეცდომო კაცი კი.... მგონი თვით უფალიც არ იყო - ადამიანი რომ გააჩინა(ამ მკრეხელური აზრისათვის მზად ვარ თვით უფალმა განმსაჯოს).
მომიტევეთ რიტორიკა.
gravitonეს თემა დროის ცნებასთან ჩემი დამოკიდებულების შესახებ გახსენი . გეთანხმები- დროის ცნება უმნიშვნელოვანესია, თუმც არ გაგიკვირდეს რომ
ეს პრობლემა ამ ფორუმზე არ გადაიჭრას(ჩემი ღრმა პატივისცემა ყველა ფორუმელს!
ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი არის ქვესათაური: პლიუსები და მინუსები.
მომიტევეთ, რომ დაგვიანებით გპასუხობთ- საკმაოდ დიდი სიჩქარით ვმოგზაურობდი მის უჭესმარიტებულობასთან ერთად

(ვიმედოვნებ, რომ
იუმორის გრძნობა გაქვთ)
მეკითხებით:
...ის აბსულუტური, რა არის... ცალკე მდგომი ობიექტური რეალობა... თუ მატერიის ურთიერთქმედება-ცვალებადობის პარამეტრი...?
ამის გაგებას ვცდილობ შენგან..
არადა ამის პასუხი ჩემს შენდამი გამოგზავნილ პოსტში იკითხაბა:
...დროის ცნება მჭირდება პროცესის ცვლილების სისწრაფის შესაფასებლად. ცხადია დღესდღეობით ასეთი ც ა ლ კ ე გ ა ნ ყ ე ნ ე ბ უ ლ ი რაიმე –(დრო) არ მაქვს. ამიტომ როგორ უნდა მოვიქცე?
– ვიღებ შეძლებისდაგვარად საუკეთესო მდგრად (მედეგ) რაიმე პერიოდულ(რიტმულ) პროცესს, ვარქმევ მას ეტალიონურ პროცესს – შესაბამისად შემომაქვს დროს ეტალონის ცნება და საკვლევი პროცესის განმავლობაში ვითვლი ეტალონური პროცესების რიცხვს......
არ მოგწონს სიტყვა <დღესდღეობით>? - კი ბატონო, ამოვიღოთ.
მეკითხები:
..... ანუ შენ ამბობ მატერია და სამყარო რომ არ არსებობდეს, დრო და სივრცე მაინც არსებობსო...
გინახავს სადმე სივრცე, რომლიდანაც, როგორც შენ ამბობ მატერია ამოიღეს და სივრცე და დრო იქ დარჩა...
ასეთი რამ არ მითქვამს, პირიქით - ბოლოს აზრი ასე დავამთავრე:
....ჩემი აზრით მატერია და სივრცე-დრო განუყოფელია-ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. ამიტომ მათგან რომელია უპირველესი? - ვერ ვიკამათებ...
------------------------------------------------------------------------------------
გთხოვთ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ოპონენტის პოზიციისადმი.
= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = =
და ბოლოს მკითხველს მაინც შევახსენებ ჩემს დამოკიდებულებას ამ საკითხებისადმი:
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
მოცემულია:
"დრო ნელა მიდის" ან "დრო ჩქარა მიდის"! (არადა მე აქ ????? ნიშანს დავსვამდი)
კითხვა: რატომ? ანუ მიზეზი?
სანამ მიზეზებზე ვიმსჯელებდით იქნებ ჯერ მოცემულობაში გავრკვეულიყავით?
როდესაც ვამბობ სიტყვა "ნელა"-ს ან "ჩქარა"-ს, უპირველესად აუცილებლად(!) ვგულისხმობ "დროს" და მის (როგორც არგუმენტის) ცვლილებასთან დამოკიდებულებაში განვიხილავ რაიმე პროცესის მახასიათებელი რაიმე პარამეტრის ცვლილებას. მაგ: A ქვევრში ღვინო ნელა დადუღდა ვიდრე B ქვევრში - იგულისხმება, რომ ერთიდაიგივე დროში(!!!!!) A ქვევრში ნაკლები გლუკოზა გარდაიქმნებოდა სპირტად, ვიდრე B-ში. მიზეზი? - ცალკე თემა გავხსნათ.
ანუ ამ მოცემულობის ავტორს მოკრძალებით ჩავეკითხებოდი:
-ბატონო ჩემო," დრო ნელა მიდის" ან" დრო ჩქარა მიდის" რ ა ს თ ა ნ მიმართებაში?.. რ ა ს თ ა ნ დამოკიდებულებაში?.. "დრო ნელა მიდის" ან "დრო ჩქარა გადის" დ რ ო შ ი ?.. ე.ი. დროის დინება შევადარო თვით დ რ ო ს ხომ? --- ანუ 1 წ ა მ შ ი "იქ(!) 0,8 წმ გადის" ხოლო სხვა "იმის იქით(!) 2 წმ გადის"?..
ასე, რომ "დრო ნელა ან ჩქარა გადის" ვფიქრობ საწყისშივე მცდარი აზრია და შესაბამისად მის მიზეზებზე საუბარიც უაზრობაა. დრო აბსოლუტურია.
შესაძლებელია ვისაუბროთ მხოლოდ პროცესის ცვლილების ს ი ს წ რ ა ფ ი ს(ტემპის) შ ე ნ ე ლ ე ბ ა - ა ჩ ქ ა რ ე ბ ა ზ ე !!!!! - მეთემატიკურად მეორე რიგის წარმოებულზე, რაც გამოწვეული იქნება სისტემის არაინერციულობით( აჩქარებით და არა წრფ-თანაბარი მოძრაობით რაიმე ინერციული სისტემის მიმართ). ვფიქრობ არ შემეკამათებით, რომ ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში დედემიწაც წარმატებით ჩავთვალო ინერციულ სისტემად.
ისე კი ვინ მამაძაღლი, რა ჯობია აბსოლუტურ დრო-სივრცეს.
მაგრამ ერთი კია, ყველაფერზე ამაზე ცოდვილმა ადამიანმა დედამიწიდან უნდა იფიქროს და არ ეძრახვის, თუ გზადაგზა შეცდომებს დაუშვებს.
---------------------------------------------------------------------------------------
მოკლედ მატერიის განფენილობის(სად?) და მასში მიმდინარე პროცესების(როდის?) აღსაწერად ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მჭირდება სივრცე- დროის ცნება.
და ამ აღწერისას სივრცე-დრო უნდა მივიჩნიო აბსოლუტურად. წინააღმდეგ შემთხვევაში -( სივრცე გამრუდდა ან დრო აჩქარდა/შენელდა) ამ აღწერას აზრი დაეკარგება - ნოყიერი ნიადაგი მიეცემა სპეკულაციურ იდეებს. ჩემი აზრით ასეთი სპეკულაციური იდეის ზენიტია ე.წ. "ტყუპების პარადოქსი".
და თუ ვინმეს ნებისყოფა ეყოფა და იგივე მოთმინებით ლორენცის გარდაქმნების გარეშე გამომიყვანს დროის ინტერვალის ფარდობითობის ფორმულას მოძრავი სისტემის სიჩქარის გასწვრივი(და არა მართობული) სხივის მისვლა-მოსვლის მაგალითზე, დიდად მადლობელი დავრჩები. მერწმუნეთ არ
ვლაპარაკობ ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან: - უბრალოდ საწყენია ამ საკითხებისადმი ზოგიერთი რელატივისტის ირონიული დამოკიდებულება-
"რა არის აქ გაუგაბარი"... ეს ხომ ძალიან ადვილია?"...
-დიახ ბატონო! რომ ვგებულობ, იმიტომ არის "გაუგებარი".
თუ მაინცდამაინც გვინდა ვიხმაროთ ტერმინი "დრო შენელდა", ის მაინც აღვნიშნოთ აუცილებლად, რომ ეს არის დამკვირვებლის თვალსაზრისი(შეფასება), რომელიც უბრალოდ გამოწვეულია მოვლენის დასრულების შესახებ სხვა(საკმაოდ შორი) წერტილიდან ინფორმაციის დაგვიანების გამო.
p.s. გთხოვთ მომცეთ უფლება ამ საკითხებისადმი ჩემი თვალსაზრისის შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ პოზიცია შევიცვალო.
როგორც ამბობენ სწავლა სიბერემდეაო