oleg-iკაი. გასაგებია
ამოხსნას არ გთხოვ. მე2 და მე3 ამოცანებზე რა საკითხავი მასალა არსებობს? სკოლის ფიზიკის წიგნებში ვერაფერი ვნახე
1) M მასის და v სიჩქარით მოძრავი სხეული ეჯახება k სიხისტის ზამბარას, რა x მანძილზე შეიკუმშება ზამბარა?
2) დენში ჩართული კონდენსატორის ფირფიტების დაშორებისას ძაბვა: იზრდება, მცირდება, არ იცვლება
3) ერთმანეთზე დევს სამი m მასის ერთნაირი ფირფიტა ფირფიტებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოებიფიენტი ტოლია ფირფიტებს შორის ხახუნის კოეფიციენტიდა და ტოლია k. თუ პირველ ფირფიტას გამოვასრიალებთ, ისე რომ დანარჩენებს არ შევეხებით მასზე მოქმედი ხახუნის ძალა იქნება?
4) 2 კგ მასის სხეული თოკით ააქვთ 3მ/წმ2 აჩქარებით, თოკის დაჭიმულობა ტოლია
აქ T = m(g+a) უნდა ? და 26ნ იქნება...
თუ ჭოჭOნაქზე (რომელსაც 2 თოკი აქ) სხვადასხვა მასის სხეულებს დავკიდებთ, თOკების დაჭიმულობის ძალები ტოლი რატომ იქნება?
5) 200მ/წმ სიჩქარით მოძრავი ტყვია დაეჯახა მყარად დამაგრებულ ფიცარს გახვრიტა და მეორე მხარეს გამოვიდა 120მ/წმ სიჩქარით. ენერგიის რა ნაწილი დაკარგა მან ფიცარში გასვლისას
აქ კინეტიკურის გარდა სხვა რამის დათვლაც გვინდა? v1 და v2 ს ჩავსვამთ
6) V მოცულობისა და ρ სიმკვრივის ბურთი ისეა დამაგრებული ავზის ფსკერზე რომ თოკი არ წყდება, ავზში ρ0 სიმკვრივის სითხე ასხია. რას უდრის თოკის დაჭიმულობის ძალა?

ამომგდებ ძალას მინუს სიმძიმის ძალა?
7) ზამბარის საწყისი ზომა იყო 30 სმ, ის გაჭიმეს 25ნ ძალის მოქმედებით და მისი სიგრძე გახდა 35 სმ. ზამბარის სიხისტეა ?
აქ ჩავსვი რიცხვები და 25 = k/5 -> k = 125 მარა პასუხებში არაა
:/