მოგესალმებით. კვლევით ნაშრომს ვწერ პარაშუტით ხტომის შესახებ. რაღაცები კი მოვიფიქრე, მაგრამ მეეჭვება ისევ და თქვენი დახმარება მჭირდება. ნაშრომში წარმოსადგენი ძირითადი საკითხები არის ესენი:
1) რა სახის ძალები მოქმედებს პარაშუტზე ფრენის სხვადასხვა ეტაპზე? რომელი ძალები განაპირობებს პარაშუტის მოძრაობას? გამოსახეთ ეს ძალები სქემატურად (ეს სქემატური გამოსახვა ყველაზე ძალიან მიჭირს და იქნებ ვინმეს გქონდეთ ამის გრაფიკულად გაკეთების გამოცდილება, თან ფიზიკის ცოდნა და დამეხმაროთ)
2) რა გავლენას ახდენს ამ მოძრაობაზე პარაშუტზე მოქმედი ძალებისა და პარაშუტის მახასიათებელი პარამეტრების ურთიერთდამოკიდებულება?
ჩემი აზრი ასეთია:
პარაშუტი უნდა მივიჩნიოთ ვარდნილ სხეულად. ცხადია, მასზე იმოქმედებს სიმძიმის ძალა, ანუ მოძრაობას დაიწყებს თანაბრადაჩქარებულად.
ალბათ, რეაქციის ძალასთანაც გვექნება საქმე, რომელიც სიმძიმის ძალას დააკომპენსირებს.
მასზე იმოქმედებს ხახუნის ძალაც, ოღონდ რა სახის ხახუნია და როგორ, ვერ ვხვდები. შეიძლება მიზიდულობის ძალაც მოქმედებდეს. თავის მხრივ, სიმძიმის ძალა მიზიდულობის ძალიდანაა გამოყვანილი, მისი ქვეტიპია.
სადღაც წავიკითხე, პარაშუტისტის დაშვებისას ბლანტი ხახუნიაო საჭირო. რატომ, ვერ გავიგე.
მოკლედ, ვინმემ თუ იცით, რა ძალები მოქმედებს ამ პარაშუტზე ფრენის სხვადასხვა ეტაპზე, როგორ გამოვსახო სქემატურად და რა გავლენა აქვს მაგ ძალებს მოძრაობაზე, დამეხმარეთ.
ჩემი აზრებით კი დავწერ, მაგრამ არ მინდა, შეცდომები დავუშვა.
* * *
უი, ჰაერის წინააღმდეგობის ძალა დამვიწყებია. დაშვებისას ნელ-ნელა ნელდება მოძრაობა, რადგან ჰაერის წინააღმდეგობის ძალა იზრდება (მგონი).

)))))0 ხელფფ
* * *
• მოცემული ვიდეოს მიხედვით, არის თუ არა პარაშუტისტის მოძრაობა თავისუფალი ვარდნა?
• პარაშუტის მოძრაობა გარკვეული დროის განმავლობაში თანაბარაჩქარებულია და რითია გამოწვეული მისი აჩქარებული მოძრაობა?
• იმ დროს, როცა პარაშუტი თანაბრად ეშვება, რომელი ძალები აკომპენსირებენ ერთმანეთს?
• რა ძალები მოქმედებენ პარაშუტისტზე დაშვების დროს?
• თუ გამოვრიცხავდით ჰაერის წინააღმდეგობის ძალას, როგორ იმოძრავებდა პარაშუტი?
• წინააღმდეგობის ძალა დამოკიდებულია თუ არა სხეულის(პარაშუტის ) ფორმაზე?
• როგორ არის დამოკიდებული პარაშუტის მოძრაობის სიჩქარე ზედაპირის ფართობზე?
• პარაშუტი რომ არ გაშლილიყო, როგორი სიჩქარით დაეშვებოდა მიწაზე?
• აღწერეთ ორი შემთხვევა: პარაშუტით ხტომის პროცესის და თვითმფრინავიდან ტომარის გადმოგდების შემთხვევაში ძალების და აჩქარებების მიმართულებები
ეს კითხვებიც ვიპოვე და იქნებ გამოგვადგეს და ამეებზე პასუხებითაც ავაგოთ მსჯელობა...
This post has been edited by oceanblvd on 3 May 2023, 19:58