gravitonვაილზე როგორც ვთქვი არ ვიცი. ნებისმიერი სისტემისთვის შეგიძლია გაზომო ეფექტური მასა და ენერგიასა და k ვექტორს შორის დამოკიდებულება.
თუ სისტემა იზოლატორია, მაშინ სავალენტო და გამტარობის ბენდებს შორის ენერგიის gap არსებობს. E(k)-ს მეორე წარმოებული სავალენტო ზონისთვის არის ხვრელის ეფექტური მასის შებრუნებილი სიდიდე (მინუს ნიშნით, თავდაყირა პარაბოლაა), გამტარობის ზონისთვის ეს მეორე წარმოებული არის ელექტრონის მასა. იმიტომ რომ ელექტრონს შეუძლია "მოძრაობა" მარტო მაშინ როცა გამტარობის ზონაში გადაიყვან. ეს მეორე წარმოებილი იზოლატორებისთვის არასდროს არაა ნული, იმიტომ რომ შანსი რომ მინიმუმში ან მაქსიმუმში მეორე წარმოებული უსასრულობა იყოს, არის ნული.
ახლა წარმოიდგინე რომ ეს ორი პარაბოლა მიგაქვს ერთმანეთთან როგორც სურათზეა. ლურჯად მონიშნული მაქვს ელექტრონებით გატენილი დონეები. გადაკვეთის წერტილში როგორც ხედავ გვაქვს წვეტი, ანუ მეორე წარმოებული უსასრულობაა, შესაბამისად მასა ნულია. ასეთი სიტუაცია გვხვდება გრაფინის შემთხვევაში. უფრო დეტალურად s და p ორბიტალების ჰიბრიდიზაციას განიხილავენ. ერთ სიბრყეში ხდება sp2 ჰიბრიდიზაცია, ეგ ქმნის ფუტკრის ფიჭის მაგვარ სტრუქტურას. მესამე p ორბიტალი ამოშტიკინებულია სიბრტყიდან, რომელზეც დაუწყვილებელი ელექტრონია. ეს მესამე ორბიტალია რაც აქცევს გრაფინის ელექტრონს უმასოს. დეტალურად თუ დაწერ ამ ორბიტალებს შორის ბმებს, წესიტ უნდა მიიღო ის სურათი რაც დავხატე.
ვაილის ელექტრონისთვისაც სავარაუდოდ რაღაცა მსგავსი ხდება.
This post has been edited by Dirac on 14 Aug 2015, 07:26
მიმაგრებული სურათი