ჩამომივიდა ტემპერატურის რეგულატორი, მომეწონა, საკმაოდ ფუნქციალურია, დავუმუღამე უკვე, კარგია, ერთადერთი სიგნალიზაციაც რომ ჰქონდეს ძალიან ძალიან მაგარი იქნებოდა

ახლა კვერცხის გადაბრუნების ფუნქციას ვამუღამებ, და დახმარება მჭIრდება.
https://www.google.ge/webhp?sourceid=chrome...F-8#q=rm1-2312+ეს სენსორი მაქვს.
მინდა ამის გამოყენებით გავაკეთო ტაიმერი კვერცხის გადაბრუნების ფუნქციისთვის.
ავიღე იაფიანი საათი, გავატრავე, დავტოვე მარტო საათის ისარი, ზემოთხსენებული სენსორი ჯერ არ ვიცი რა მოხელე ნაჩალნიკია და გავსინჯე, კვება მივეცი 12 ვოლტი და გაცხელდა, 5 ვოლტზე ნორმალურადაა, არის ორი ცალი სენსორი, კვებას ჩავურთავ და არის მუშა მდგომარეობაში, სენსორის თავებს შორის როგორც კი რაიმე დაბრკოლება (ამ შემთხვევაში საათის ისარი) გაივლის წყვეტას უკეთებს მინუსს.
ასე არის ჩასმული სქემაში, როგორც ფოტოზეა.
ანუ როცა დაბრკოლება ჩადგება გამომსხივებელსა და მიმღებს შორის მაშინ აღარ ატარებს მინუსს მიმღები მხარე. მე მინდა პირიქით, ანუ როცა დაბრკოლება იქნება მაშინ ჩართოს კონტაქტი.
კითხვა პირველი, რა გავაკეთო რომ საათის ისრის მიერ მაგ სენსორში გავლის დროს კვერცხის გადაბრუნებისთვის პატარა 12 ვოლტიანი ძრავი ჩავართვევინო, ასე რო ავკიდო გამოვა, რომ სანამ ისარი არ მოვა სენსორთან, მანამდე იმუშავებს ძრავი, ასე არ მაწყობს, რა ვქნააა????
მიმდინარეობებს კი ვიღებ სურათებს, მაგრამ ცოტა მერე დავდებ თუ ვინმეს დააინტერესებს რავიციი . . .
This post has been edited by shuma89 on 10 Mar 2016, 16:28