მასკი და ცუკერბერგი პადლეცებს ურტყამენ ერთმანეთს AI-თან დაკავშირებით. ცუკერბერგმა, უპასუხისმგებლო საქციელია ასე AI-ზე შიშის დათესვაო. მასკმა, ცუკერბერგის წარმოდგენა AI-ზე შეზღუდულიაო.
ზოგადად ფაქტიურად ყველა ვინც თვითონ მუშაობს AI-ში, ძალიან ღიზიანდება მასკის ამ განცხადებებზე.
1. ენდრიუ ნგ - კორსერას დამაარსებელი. მაგის მაშინ ლერნინგის კურსი მაქვს გავლილი. ასევე ჩინური სერჩ ენჯინის, ბაიდუს, მთავარი AI სპეციალისტი. მას ეკუთვნის განცხადება, AI-სგან მომავალ საფრთხეზე არ ვნერვიულობ იმავე მიზეზით, რატომაც არ ვნერვიულობ მარსის ოვერპოპულაციაზეო.
2. იან ლეკუნი - ფეისბუქის მთავარი AI ექსპერტი და ზოგადად AI ერთერთი ვარსკვლავი.
3. პედრო დომინგოსი - AI პროფესორი. მაგასაც აქვს(ქონდა ყოველ შემთხვევაში) AI კურსი კორსერაზე. მასკის ბოლო განცხადების მერე ამოიოხრა და რამდენი არ ავუხსენით მასკს AI-ს ამბები მაგრამ მაინც არ შედის მაგის თავშიო

4. დემის ჰასაბისი - დიფმაინდის დამფუძნებელი. ეს უფრო ნაკლებ აგრესიულია, პრინციპში არ უარყოფს პოტენციურ საფრთხეს შორეულ მომავალში და მასკის OPEN AI-თან თანამშრომლობს უსაფრთხოების საკითხებში.
მასკის მხარეს უფრო აქტიურ AI-ს მოშორებული ხალხია, ფიზიკოსი ჰოკინგი, ბილ გეიტსი, ფილოსოფოსი ნიკ ბოსტრომი. ნიკ ბოსტრომი ოქსფორდის პროფესორია, მაგის წიგნი სუპერინტელექტზე არის მასკის "გუნდის" პოზიციის მთავარი ჩამოყალიბებული წყარო. კიდევ არიან რამდენიმე მოფილოსოფოსო ტიპები.
მე მასკისკენ ვარ :|