მიმდინარეობს დიფმაინდის პროგრამა ალფაგოსა და ადამიან გოს ჩემპიონს შორის მატჩი.
გო-ს წესები მარტივია, ახსნილია ამ ვიდეოში
გო-ს ყველა კომბინაციის ცოდნა შეუძლებელია, ძალიან ბევრი კომბინაცია აქვს, ამიტომ ბრუტ ფორს მიდგომით ვერ ითამაშებს კომპიუტერი. ალფაგომ ჯერ ადამიანების ნათამაშები პარტიები შეისწავლა და რაღაც დონეს მიაღწია. მერე დაიწყო თავის თავთან თამაში, ითამაშა მილიონობით პარტია და აიმაღლა დონე. ახლა ეთამაშება გოს ჩემპიონ კორეელ ლი სედოლს და 2-0 უგებს, კიდევ 3 თამაშია დარჩენილი, რომლებსაც სავარაუდოდ ასევე მოიგებს.
კასპაროვის სტატია ამ საკითხზე. საიტი უფასოა, მაგრამ დარეგისტრირება ჭირდება, რაც დამეზარა. თუ დარეგისტრირდებით, დააკოპირეთ აქ სტატია.
https://www.newscientist.com/article/207916...best-go-player/ * * *
ეს არის პირველი თამაშის ჩანაწერი, მეორეს ლინკიც იქვეა
* * *
http://www.nature.com/news/google-ai-algor...e-of-go-1.19234 * * *
მესამე პარტიაც მოიგო ალფაგომ, დამთავრდა ტურნირი. წინ მიდის AI.
* * *
კასპაროვის სტატია წავიკითხე, ახალი და საინტერესო არაფერი იყო, ამიტომ არ ვაკოპირებ.
ეს არის გო-ს პარტიების გარჩევა, საინტერესოა. ალფაგო სპეციალურად გო-ს სათამაშოდ არ შექმნილა, ზოგადი ძრავა შექმნეს, რომელიც სწავლობს რასაც ხედავს და ისე თამაშობს. ანუ, ალფაგოს სტილი დიფმაინდის ხალხისთვისაც სიახლეა, ამ გარჩევებშიც კარგად ჩანს როგორ უყურებენ, როგორც უცხოპლანეტელის ნათამაშებს.