LaSKeNბოინგი (კოსომოსური განხრა) და ზოგადად ULA განწირულები არიან, ბოლო გაფართხალება აქვთ... კონკურენციას ვერ გაუწევენ მასკს. იმხელა ბიუროკრატია და მოძველებული მართვის და მენეჯმენტის სისტემა აქვთ, რომ ფასები ყოველთვის ბევრად მეტი ექნებათ ვიდრე მასკს. ULA ისევ რუსულ ძრავებს იყენებს და ერთი ამბავი აქვთ ნუ გვიკრძალავთ გამოყენებასო

წლების განმავლობაში სულ ფეხებზე ეკიდათ ინოვაცია, საკუთარი ძრავების შექმნა და უზარმაზარ გაბერილ თანხებს ჭამდნენ სანამ მასკი სერიოზული პრობლემა არ გახდა. ეხლა უკვე წლებით ჩამორჩებიან SpaceX-ს. 200 მილიონს რომ ითხოვენ იგივე გაშვებაში რაშიც მასკი 50 მილიონს ითხოვს და მრავალჯერადი გამოყენების დახვეწის შემდეგ კიდევ უფრო დავარდება ეს ფასი, როგორ უნდა გადარჩეს რუსულ ძრავებიანი ULA?
ბოინგმაც ამ ხომალდის შესაქმნელად SpaceX-ზე ბევრად უფრო დიდი თანხა აიღო, ტექნოლოგიურად ბევრად ჩამორჩენილ ხომალდს აკეთებს და უფრო დიდ დროს ხარჯავენ. სუფთა ლობის ამბავი იყო ბოინგის ამ პროექტში ერთ-ერთ გამარჯვებულად გამოცხადება და ამხელა თანხის აღება.
ბეზოსის ბლუორიჯინს უფრო დიდი შანსი აქვს მომავალში წარმატებას მიაღწიოს ვიდრე ბოინგს ამ სფეროში.
* * *
მასკმა ფალკონის განახლებაზე ვმუშაობთ, რომლის დახმარებითაც თუ სამიდან ერთ-ერთ ძრავს დღევანდელის მსგავსად პრობლემა შეექმნა, სხვა ძრავი ჩაანაცვლებს ავტომატურადო. წლის ბოლოს იქნება სავარაუდოდ ეს განახლებაო.
ვიდეოს დავდებთ როგორც კი კონტროლს დავიბრუნებთ კამერებზეო. სავარაუდოდ ყველაზე დიდი დარტყმა იყო რაც დრონს შიპს გადაუტანია აქამდე, მაგრამ თვითონ დრონი კარგად არისო
LaSKeN საიუბილეო პოსტი დაგიწერია ამ თემაში
This post has been edited by web_nts on 15 Jun 2016, 19:50