აბა მოვიდა მასტერ პლან #2
https://www.tesla.com/blog/master-plan-part-deuxმზის პანელებში ინტეგრირებული ბატარეები, ანუ თვითონ პანელი შეინახავს ენერგიას ყოველგვარი power wall-ის გარეშე. არ მოგიწევს ფიქრი რამდენ პანელზე რამდენი power wall დაგჭირდება და ნებისმიერი ზომის ინსტალაციას უფრო ნაკლები დრო დასჭირდება და უფრო ეფექტური/იაფი იქნება.
ამჟამად არსებული მოდელების (Roadster, S, X, 3) გარდა, უნდა შეიქმნას კროსოვერი/კომპაქტური SUV, პიკაპი, სატვირთო ინდუსტრიული კლასის ავტომობილი და ავტობუსი

ავტომატური მართვის ძალიან მაღალ დონეზე აყვანა. ისეთ დონეზე აყვანა, რომ ავტოპილოტი 10-ჯერ უფრო უსაფრთხო გახდეს საშუალო სტატისტიკურ მძღოლზე. ავტობუსების და სატვირთოს მძღოლების ჩანაცვლება ფლიტ მენეჯერებით, ანუ მძღოლის ნაცვლად რამოდენიმე ავტობუსს 1 ადამიანი გააკონტროლებს დისტანციურად მაგალითად. ავტომატიზაციის გასაუმჯობესებლად სავარუაუდოდ გამოყენებული იქნება რადარის მოდიფიცორებული სოფტი, რომელიც რადარს აიყვანს ლიდარზე უფრო მაღალი რენტაბელურობის დონეზე, და ავტომობილს გაუადვილებს გარემოს აღქმას თუნდაც თოვლში და წვიმაში (მასკის ბოლო პოსტებს გადახედეთ ტვიტერზე და იქ წერს ამაზე).
ავტონომიურობის დახვეწის შემდეგ, უბერის მსგავსი სისტემა შეიქმენება და თქვენი ავტონომიური ავტომობილი თავისუფალ დროს იტაქსავებს ხოლმე

მოკლერ შეუძლებელი არაფერია... ბატარეების პანელებში ინტეგრაცია ძალიან მალე მოხდება, პიკაპის, კროსოვერის, ავტობუსის და სატვირთოს შექნმაც დაბრკოლებას არ წარმოადგენს ტექნოლოგიურად. ყველაზე ამბიციური გეგმა არის სრული ავტომატიზაცია, რაც ყველაზე დიდ დროს წაიღებს და ყველაზე რთული ნაწილი იქნება.
This post has been edited by web_nts on 21 Jul 2016, 09:31