მასკის დამსახურებაა ესეც. არავინ არ აპირებდა ფასების შემცირებას ასეთი ტემპებით

კომფორტულად ყიდიდნენ ცოტა რაოდენობას ძვირ ფასად და იყვნენ

ისე სწრაფად დაეცა ფასები რომ ჩინელებიც კი ვერ ეწევიან მასკის ფასებს

მასკმა სხვა რამე რომ არ გააკეთოს საერთოდ, მაინც მადლობელი უნდა იყოს კაცობრიობა აქამდე რაც გააკეთა იმისთვის

ელექტრომობილები სასაცილოდ არ ყოფნიდათ დიდ კორპორაციებს თესლას წარმატებამდე.
ულა და რუსები სახეს ახევდნენ ამერიკანცებს და მთელ მსოფლიოს რაკეტების ბიზნესის მონოპოლიით და უზარმაზარი ფასებით (რუსულ ძრავებიანი ULA რასაც ახევდა ამერიკის მთავრობას თითო გაშვებაში, SpaceX მეხუთედ და კიდევ უფრო დაბალ ფასში უშვებს რაკეტებს).
ელემენტების გაიფებაც თავისთავად მასკის დამსახურებაა

უახლოესი 20 წლის განმავლობაში არავის აზრად არ მოუვიდოდა გიგაფაქტორის მსგავს პროექტში ინვესტიცია.
სოლარსითის დაყენებული პანელების მიერ გამომუშავებული ენერგია აჭარბებს ყველა თესლას ავტომობილის მიერ დამუხტვისთვის საჭირო ელექტრო ენერგიის მოხმარებას... შესაბამისად რამდენიც არ უნდა იწრიპინონ ჭყავრტლიანი საწვავის მოყვარულებმა რომ თესლას მანქანების დიდი ნაწილის დამუხტვა ნახშირით ხდება, სოლარსითი აბსულიტურად აბათილებს თესლას ავტომობილების ბინძური ენერგიით დამუხტვით გამოწვეულ ეკოლოგიურ ზიანს.
არასდროს არ ვყოფილვარ კონკრეტული პიროვნების "ფანი" და ზოგადად ვინმეს გაფანატება სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ მასკი ერთადერთი გამონაკლისია