Deviantკი ბატონო, გავაგრძელოთ. ქვემოთ მოცემულ სურათზე წარმოდგენილია, დარვინისტების მიერ შემუშავებული პრიმატების ევოლუციის ხე, რომლის მიხედვითაც ადამიანს, შიმპანზეს, გორილას და ორაგუტანგს გვყავდა საერთო წინაპარი.
ვინაიდან მუტაციები არის მუდმივი და ბრმა პროცესი, ის ხდებოდა სახეობების "განვითარების" მთელი პერიოდი და ის გენეტიკური ცვლილებები, რომლებიც მაგალითად განიცადა "წინაპარი 1"-მა, დამახასიათებელი იქნება მხოლოდ მისი შთამომავლებისთვის - ადამიანის, გორილას და შიმპანზესათვის, ხოლო წინაპარი 2-ში მომხდარი მუტაციები, მხოლოდ ადამიანისა და შიმპანზესთვის.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თუკი გენოტიპის ანალიზისას აღმოვაჩენთ გენეტიკურ თავისებურებებს, რომლებიც დამახასიათებელია:
1. მაგალითად მხოლოდ გორილასთვის, უნდა დავასკვნათ, რომ ეს მუტაციები განხორციელდა მას შემდეგ, რაც ის ჩამოყალიბდა ცალკე შტოდ.
2. მხოლოდ ადამიანისა და შიმპანზესთვის, უნდა დავასკვნათ, რომ აღნიშნული მუტაციები მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენი საერთო წინაპარი გამოეყო გორილას.
3. მხოლოდ შიმპანზეს, გორილასა და ადამიანისთვის, მაშინ გამოდის რომ ეს მუტაციები განცხორციელდა ამ სამი სახეობის საერთო წინაპარში, ორაგუტანგთან გამიჯვნის შემდეგ, მაგრამ ვიდრე, ის თავის მხრივ დაიყოფოდა გორილასა და მეორეს მხრივ შიმპანზეს და ადამიანის საერთო წინაპრად.
4. მხოლოდ ერთი კონკრეტული სახეობისთვის, მაშინ ნათელია რომ აღნიშნული მუტაციები განხორციელდა მისი სხვა სახეობებიდან გამოყოფის შემდეგ.
5. დავუშვათ რომ ორაგუტანგს და შიმპანზეს გააჩნიათ A მუტაცია, ხოლო გორილას B და შიმპანზეს C. ევოლუციის თეორიიდან გამომდინარე ვივარაუდებ, რომ ჩვენ საერთო წინაპარს გააჩნდა A მუტაცია, ხოლო მოგვიანებით როდესაც გორილა ჩამოყალიბდა ცალკე სახეობად, მასში მოხდა B მუტაცია, ხოლო ადამიანთან გამიჯვნის შემდგომ, შიმპანზეში C მუტაცია.
რომ შევაჯამოთ, თითქმის ყოველ შემთხვევაში შემიძლია გენეტიკურ სხვაობებს შესაბამისი ევოლუციონისტური ახსნა მოვუძებნო, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა. ცხადია, ახსნის მოძებნა არ ნიშნავს რომ ნამდვილად ეს იყო, თუკი იგივე მოვლენა სხვაგვარადაც შეიძლება აიხსნას, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ წარმოადგენს დისკუსიის საგანს და ჩვენ გვაინტერსებს ის ვარიანტები, რომლებიც ევოლუციური თეორიით ვერ აიხსნება და ასეთი თეორიულადაც კი სულ ორია:
1. ორაგუტანგს და შიმპანზეს გააჩნიათ A ტიპის მუტაცია, ხოლო გორილას და ადამიანს B.
2. ორაგუტანგს და ადამიანს გააჩნიათ A ტიპის მუტაცია, ხოლო გორილას და შიმპანზეს B.
პირველი შემთხვევა შეიძლება აიხსნას შემდეგნაირად:
- ყველა სახეობის საერთო წინაპარს გააჩნდა A მუტაცია, მას შემდეგ რაც მოხდა ერთის მხრივ ორაგუტანგის და მეორეს მხრივ წინაპარი 1-ის გამიჯვნა, ამ უკანასკნელში განხორციელდა B მუტაცია, თუმცა მას მერე რაც შიმპანზე ჩამოყალიბდა ცალკე სახეობად, მასში მოხდა რევერსული მუტაცია და B ისევ გახდა A. შესაბამისად, ორაგუტანგს და შიმპანზეს შორის მსგავსება ევოლუციური ხის შესაბამისი კი არაა, არამედ ბედნიერი შემთხევითობის.
- ყველა სახეობის საერთო წინაპარს გააჩნდა A მუტაცია, მაგრამ ისევ ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით ჯერ გორილამ დამოუკიდებლად განიცადა B მუტაცია, ხოლო შემდეგ ადამიანმა განიცადა ზუსტად იგივე მუტაცია.
მეორე შემთხვევაც ზუსტად ანალოგიურად.
თუკი ჩემი მიდგომა შეიცავს ხარვეზებს, ამაზე მიმითითეთ და ჯერ ეს თეორიული ნაწილი ამოვწუროთ, რადგან მხოლოდ ამის მერე ექნება აზრი პრაქტიკულ მაგალითებზე გადასვლას.
მიმაგრებული სურათი