#47009460 · 15 Feb 2016, 00:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Do-MaiN კი, ყველაფრის გაგებას ბევრი მუშაობა უნდა... ცხადია თავისIთ არაფერი მოდის.. CPT არის ინვერსიული გარდაქმნა მუხტის, კორდინატის და დროის და შესაბამისად ამ ოპერატორი მოქმედება იწვევს ანტი სამყაროს და ანტიმოვლენებს.. ეს ზევიტტაც დავწერე.. მაგრამ მთავარია ეს სამყარო ინვარიანტულია ამ გარდაქმნის მიმართ, ანუ სიმეტრიულია ბუნების მოვლენბი, მატერიის და ანტიმატერიის მიმართ.. . QUOTE | თუ არის ისე რომ ანტიმატერიაში პროცესებს ანტიელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება განაგებს რომლის გადამტანიც ანტიფოტონია მაშინ არ ვიცი ... |
იმ პოსტში უკვე დავწერე ეს გარდაქმნა გარდაქმნის ყველა მუხტს, ყველა მოვლნას...
QUOTE | ასევე : ანტიკვარკებია მაშინ საპოვნი ხომ ? ასევე მათაც ხომ ჰიგსის ბოზონები ანიჭებენ იმ თვისებებს , მასას და ა.შ რაც გააჩნიათ ?
|
ანტიკვარკები დიდი ხანია არსებობენ,... ყველა მეზონი თავის თავში შეიცავს ერთ ანტიკვარკს.. მაგალითატ პი მეზონები, ბ მეზონები, დ მეზონები და ასე... შემდგ
QUOTE | ნეიტრინოებს რაც შეეხება ძირიტად განსხვავება რაც ვიცი არის ის რომ სპინი სხვადასხვა და ერთი წარმოიქმნება / შთაინთქმება ელექტრონის წარმოქმნის დროს და მეორე პოზიტრონის.
|
ამის შესახებ ზევით დავწერე, მაგრამ ვეჭვობ რომ იმ პოსტიდან ბევრი რამ ვერ გაიგე...
QUOTE | კიდევ რა მაინტერესებს : ანუ რაღაც მომენტში ხდება სუსტი და ელექტრომაგნიტური ძლაების შეერთება და თითქოს ეს ხსნის ბევრ რამესო და მართალია ? |
ეს თეორიიის გაერთიანებაა, ანუ ელექტროსუსტი ურტიერთმედების თეორია, ხდება ზოგადი თეორია, რომელიც ამ ორ ურთიერთქმედებას ხსნის, და იქ წარმოიშვება ახალი გადამტანები ურთიერთქმმედების ზეტ ბოზონი და დუბლვ ბოზონი....
QUOTE | კიდევ როცა მატერიისა და ანტიმატერიის ანჰილირება ხდება , რა რჩება ? ანუ მესმის რომ სიფთა ენერგია მიიღება მაგრამ მერე რა მოსდის ამ ენერგიას ? და შეგვიძლია ამ დარჩენილი ნაწარმისგან ისევ რაღაცის მიღება რასაც მატერია ან ელემენტარული ნაწილაკი ან თუნდაც რამე ერქმევა?
|
არ ვიცი რა არის სუფთა ენერგია, ნაწილაკის და ანტინაწილაკის ანიგილაციით მიიღება ბოზონები... მაგალითად ელექტრონის და პოზიტრონის ანიგილაციით, დაბალ ენერგიაზე მიიღება გამმა კვანტი.. მაღალ ენერგიებზე კი ზეტ ბოზონი...რომლებიც გარკვეულ ენერგეტიკულ პირობებში ასევე გარდაიქმნება ან ისევ ელექტრონ პოზიტრონად, ან მიონ ანტიმიონად, ანუ ლეპტონ ანტილეპტონად, ან კვარკ ანტიკვარკად...
This post has been edited by graviton on 15 Feb 2016, 00:56
--------------------
ლოგიკით ნუ ტრაბახობ თუ არ გაქვს ცოდნა, არ გექნება ლოგიკა
|