შემთხვევითი მუტაციები გასაგებია რო ხდება და თუ სახეობას რამეში წაადგა ის დარჩება შთამომავლებში.
მაგრამ ფეხის ფრჩხილების (ან რაიმე ორგანოს) უმოქმედოდ ყოფნის გამო მისი თანდათანობითი გაქრობა ასიათასწლეულების მანძილზე, ეს არაა შემთხვევითი მუტაცია.
მთლად ამ ფრჩხილის ანალოგია არაა მარა ერთ მაგალითს მოვიყვან, როგორ მუშაობს ორგანიზმის ადაპტაცია გარემოზე დროტა განმავლობაში.
არსებობს ზღვის იიხვის სახეობა, რომელიც მტაცებლებისგან თავის დასაცავად ბუდეს იშენებს მიუვალ კლდეზე. ვერანაირი 4ფეხი რომ ვერ ადის იქ.
დებს კვერცხებს და ჩეკს 4-5 ჭუჭულს.
ახალგამოჩეკილი წიწილები 1 ან 2 დღისები, მშივრები არიან და დროა მშობლებმა წაასხან წყალზე.
ამისათვის მშობლები ჩახტებიან/ჩაფრინდებიან დაბლა, ასე 100 მეტრის სიმაღლის კლდიდან და ეძახიან დაბლა შვილებს.
წიწილები (თუ ჭუჭულები) რიგრიგობით ხტებიან ამ წარმოუდგენელი სიმაღლიდან და ეხეთქებიან ქვებს.
4-5 წიწილიდან გადარჩება 2, მაქსიმუმ 3.
ეხლა საუკუნეების განმავლობაში, ამათი სხეული გახდა ტანდათან ძლიერ მოქნილი. მათი ძვლები არ არიან ადვილად მსხვრევადი.
ის წიწილები, რომელთა ძვლები მსხვრევადი იყო, გაიფილტრნენ, დაიხოცნენ.
ასევე ის წიწილები, რომლებიც ვერ გადახტნენ, ან ცუდად გადახტებიან ისინიც იღუპებიან.
ასე და ამგვარად, დროტა განმავლობაში ძლიერდება ისეთი გენის შთამომავლობა, რომლებიც უფრო მოხერხებულად დაეშვებიან და რომელთა ძვლებიც უფრო მოქნილია.
ფრჩხილთან კავშირი არ აქვს, მაგრამ, არ შემეძლო არ მომეყოლა

ეხლა ცოტა ადმინისტრაციული საკითხი:
ამ თემის ბოლო რამდენიმე პოსტი ძალიან ასცდა თემას და ვფიქრობ, შენს მიერ მითითებულ ევოლუციის თემას მივუბა ეს პოსტები.