kataxxl70-80-იანების და უფრო ადრინდელი ვიდეოები დავსერჩე ამას წინათ ufo-ებზე.
ძალიან ღიად და თავისუფლად ლაპარაკობენ ისეთ თემებზე, რაზეც ახლა სიფრთხილით იწყებენ ხელახლა საუბარს
90-იანებში ძაან გაართეს ხალხი ომებით და პოლიტიკით
ღიად საუბრობენ ufo ტექნოლოგიებზე, ჩამოვარდნილ/გადარჩენილ ინდივიდებზე, შეხვედრებზე/კომუნიკაციაზე და ა.შ.
დღევანდელი მდგომარეობა არის რამდენიმე ფენად ჩახლართული და დამახინჯებული. ჩემი აზრით ვიღაცებს არ მოეწონათ თავის დროზე ამ თემის ასე ღიად განხილვა და ნელნელა გაასაიდუმლოეს. ამ პერიოდში აითვისეს თემა ბოლომდე და ახლა რაღაც მიზეზით თავად სჭირდებათ მისი საჯაროდ გამოტანა. თანაც ამ საჯაროობის ხარისხს და მესიჯების შინაარსს ისევ თავად აკონტროლებენ. აჯენდას სუნი დგას.
სხვანაირად შეუძლებელია 80 წლის კონგრესმენები, მეცნიერები და თუნდაც ჟურნალისტები ბოლო პერიოდში გასაჯაროებულ ვიდეოებზე დაფიქსირებულ ფენომენზე საუბრობდნენ როგორც საოცარ სიახლეზე, როცა ეს თემა უმცირეს დეტალებამდეც კი 30-50 წლის წინ გადაიღეჭა იმავე სივრცეში და თუნდაც იმავე ტელევიზიაში.
ყველაზე დალაგებული მთელ ამ ორომტრიალში Richard Dolan-ი ჩანს. ათწლეულებია იკვლევს კრიტიკულად და ერთმანეთთან აკავშირებს გარემოებებს რომ ობიექტური სურათი დახატოს. უფრო დრამატული და პირდაპირია Steven Greer-ი რომელიც არ ერიდება აშშ-ს დაზვერვის სამსახურების აჯენდების პირდაპირ მხილებას. ორივეს ჰყავთ თავიანთი წყაროები, ხშირად ერთი და იგივე.
დანარჩენი ან დაზვერვის ფრთის ქვეშ მოქმედებს პირდაპირ ან მის მიერ ირიბად კონტროლდება. ე.წ. უფოლოგების ნდობა კი საერთოდ არ შეიძლება. უმრავლესობა მეზღაპრეა და პროფესიონალურ დონეზე ვერაფერში ერკვევა. შედეგად ადვილად ხდება მანიპულაციის და დეზინფორმაციის კამპანიის მსხვერპლი. X Files-ის თეგლაინს დავესესხები - "ჭეშმარიტება სადღაც იქაა" და ჩვენამდე ვერ მოდის