არ გამიკვირდება მხოლოდ ამერიკასთან თანამშრომლობდნენ ან სხვანაირად რომ ვთქვა, შერჩევით თანამშრომლობდნენ სახელმწიფოებთან. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს ვინ არიან და რა მიზნები ამოძრავებთ ჩვენ მიმართ. შესაბამისად, არაფერი უნდა გამოვრიცხოთ.
ამაზე მახსენდება თეორია, რომ უცხოპლანეტურმა ცივილიზაციამ შეუქმნა თავის დროზე შუმერებს ცივილიზაცია - ასწავლა რა მათ დამწერლობა, თვლა, სოფლის მეურნეობა და სხვა. არსებობდნენ სხვა ადამიანთა ტომები თუ ჯგუფები, ვისაც შეეძლოთ დახმარებოდნენ, მაგრამ აირჩიეს შუმერების სახელით ცნობილი ხალხები.
ასევე, ქრისტიანობის ძველ აღთქმაში წერია, რომ ღმერთმა გამოარჩია ებრაელი ერი და ეხმარებოდა მათ. თუ ზედმეტი ფანტაზიების გარეშე წავიკითხავთ ძველი აღთქმის იმ ეპიზოდებს, ვნახავთ, რომ ღმერთი, იგივე უცხოპლანეტური ცივილიზაცია, სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებებით ეხმარებოდა ებრაელებს (ღრუბელი, რომელიც ებრაელებს მიუძღოდა, მოსეს კვერთხი, რომელმაც ზღვა გაყო, აღთქმის კიდობანი, რომელთან მიახლოება ადამიანებს მომენტალურად კლავდა და ა.შ.) და აზიანებდა სხვებს - ეგვიპტელებს, მაგალითად (პირველი ბიოლოგიური იარაღი კაცობრიობის დაწერილ ისტორიაში

კალიები ბაყაყები და ა.შ. ასევე პიველი ბაქტერიული თუ ვირუსული იარაღი - დაავადება რომ შეჰყარა ეგვიპტელებს და დახოცა). იქამდე მიიყვანა ეგვიპტელები, ებრაელებიც გააშვებინეს და ზედ კაი მსუყე მზითევიც გამოაყოლებინეს
მოკლედ, ჩვენზე კარგად იციან ვისთან და რატომ ითანამშრომლონ "იმათმა"
This post has been edited by Grows on 2 Dec 2019, 02:05