ტესლამ უკვე გამოუშვა ავტოპილოტი, რომელიც ჰაივეიზე ყველაფერს თავისით აკეთებს. ჯერჯერობით ადამიანის ყურადღება მაინც ჭირდება, მაგრამ 1-2 წელში ეგეც აღარ იქნება საჭირო.
ახლა იწყებენ მოდელ სამის ლიზინგს, ოღონდ სამწლიანი ვადის მერე ყიდვა არ შეგეძლება. თავისთვის უნდათ დაიტოვონ ნახმარი მანქანები და უბერის მსგავსი ტესლა ნეტვორკი მოაწყონ თვითმავალი მანქანებით. ეს სავარაუდოდ ოპტიმისტური თარიღია, მაგრამ მასკი თვითონ უკვე დადის ავტოპილოტის იმ ვერსიით, რომელმაც ქალაქშიც უნდა იაროს, ანუ მთლად რეალობას მოწყვეტილი არ უნდა იყოს.
დღეს ალბათ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ლიდარმა არ გაამართლა. ვაიმო წელიწადნახევრის წინ გვეუბნებოდა უკვე გვაქვს სრული თვითმავალი სისტემაო, მაგრამ იმის მერე არაფერი ისმის. დღესაც მარტო ერთი ქალაქის რამდენიმე უბანში დადიან, სადაც იდეალური სიტუაციაა თვითმავალი მანქანისთვის და სადაც გზების ყველა მილიმეტრი შესწავლილი აქვთ და მაინც, იქაც კი არ მუშაობს ბოლომდე კარგად. გარეთ და უცხო ქუჩებზე სიარულზე ლაპარაკიც ზედმეტია. წელიწადნახევარი ძალიან დიდი დროა ამ საქმეში და დღემდე რომ არ ქონიათ რეალური პროგრესი ნიშნავს, რომ გაიჭედნენ.
ტესლას ჰაივეის ვერსიაზე რევიუები ძალიან დადებითია. ახლა 22-ში ექნებათ რაღაც პრეზენტაცია მაგასთან დაკავშირებით, საინტერესოა რას იტყვიან და რას გვაჩვენებენ.
რეგულატორებისგან თანხმობაზე დიდი დრო არა მგონია დაეხარჯოთ, თუ დაამტკიცებენ რომ ადამიანზე უფრო უსაფრთხოა, რეგულატორებისგან უცებ მიიღებენ თანხმობას. სამ წელში თუ ექნებათ ნეტვორკი ამუშავებული, ქალაქში მანქანის ყოლას აზრი დაეკარგება და ქალაქგარეთ ვინც ცხოვრობს და გარაჟი აქვს, იმისთვის ტესლა დღესაც უკვე ცალსახად უკეთესია სხვა მანქანებზე.
სამი წლის მერე ბენზინის მანქანების გაყიდვა მკვეთრად უნდა დაეცეს