ვინც ფიქრობს, რომ AI მასზე ჭკვიანი ვერ გახდება, იმაზე გაცილებით სულელია, ვიდრე ჰგონია — მასკი
https://on.ge/story/60351წყო: Business Insiderარ
ტესლას დირექტორმა გუშინ კიდევ ერთხელ ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ საფრთხეებზე და აღნიშნა, რომ ისინი, ვინც თვლიან, კომპიუტერი მათ კოგნიტური უნარებით ვერ გადაუსწრებს, "იმაზე გაცილებით სულელები არიან, ვიდრე წარმოუდგენიათ".
"უკვე ათწლეულია, რაც დაუღალავად ვსაუბრობ ამ საკითხზე", — განაცხადა მასკმა, — "ჩვენ უნდა გვადარდებდეს, რა მიმართულებით ვითარდება AI. ჩემი დაკვირვებით, ადამიანები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით ყველაზე მეტად ცდებიან, ყველაზე ბრძენები არიან, რადგან ვერც წარმოუდგენიათ, რომ კომპიუტერი მათზე გაცილებით ჭკვიანი შეიძლება იყოს. ეს მათ ლოგიკაში დაშვებული წუნია. უბრალოდ, ისინი იმაზე გაცილებით სულელები არიან, ვიდრე წარმოუდგენიათ".
მასკს აქამდეც უთქვამს, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის ბირთვულ იარაღზე გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ის თვლის, რომ AI ტექნოლოგიის განვითარების სფეროს გასაკონტროლებლად რეგულაციების შემოღებაა აუცილებელი.
"ხომ სრული სიგიჟე იქნებოდა, ვინმეს შემოეთავაზებინა, რომ ბირთვული იარაღის შექმნის უფლება სამყაროში ყველას უნდა ჰქონდეს", — განაცხადა მასკმა 2018 წელს, — "და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: AI ატომურ ბომბებზე გაცილებით საშიშია".
ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, მასკს ამ საკითხში არ ეთახმება. მან 2017 წელს აღნიშნა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე გააუმჯობესა ჯანდაცვის სისტემა და მომავალში საგზაო შემთხვევბის შემცირებაც შეუძლია, ხოლო AI-სადმი გადამეტებული პესიმიზმი "ერთობ უპასუხისმგებლო საქციელია". საპასუხოდ მასკმა AI-ის შესახებ ცუკერბერგისეულ ცოდნას "შეზღუდული" უწოდა.
***
ილონ მასკის კომპანია ამზადებს ჩიპებს, რომლებიც ადამიანის ტვინს კომპიუტერთან დააკავშირებს
https://1tv.ge/news/ilon-maskis-kompania-am...-daakavshirebs/თქვენი გონება და კომპიუტერი შეიძლება ერთმანეთს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ.
ილონ მასკის განცხადებით, მისი ნეიროტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink-ი მომავალ წელს ადამიანის თავის ტვინის იმპლანტი მოწყობილობების გამოშვებას დაიწყებს.
The New York Times-ის ცნობით, 2016 წელს დაარსებულ საიდუმლო კომპანიაში მასკმა 100$ მილიონი ჩადო. Neuralink-მა მსოფლიოს წამყვან ნეირომეცნიერებს თავი მოუყარა საკუთარ ლაბორატორიაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში.
მასკის თქმით, Neuralink-ის სისტემა პატარა ჩიპში იქნება, რომელიც ტვინში გადაინერგება და ადამიანებს ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზის საშუალებას მისცემს.
4X4 მმ ზომის ჩიპები მოახდენენ ნეირონების სიმულირებას; ნეირონები ადამიანის თავის ტვინის ნერვული უჯრედებია, რომლებიც სხვა უჯრედებს ეკონტაქტებიან და ამისათვის ელექტროდების ციცქნა, მოქნილ ძაფებს იყენებენ. ელექტროდის თითოეული ძაფი სპეციალური რობოტის გამოყენებით ჩამონტაჟდება; მასკის თქმით, ეს პროცედურა ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც თვალის ლაზერული ოპერაცია.
რა თქმა უნდა, მასკი აცნობიერებს, რომ გარკვეული დროა საჭირო, სანამ ამ ფუტურისტულ სისტემას აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია მწვანე შუქს აუნთებს.
მისი განცხადებით, სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ტვინის სხვადასხვა აშლილობების, მაგალითად, ალცჰაიმერისა და პარკინსონის სამკურნალოდ, საბოლოოდ კი დაიცავს და გაზრდის ტვინის ფუნქციას. მისი თქმით, Neuralink-ის ჩიპები 1000-ჯერ უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ელექტროდებით სიმულირების სხვა სისტემები.
Neuralink-ის პრეზიდენტი მაქს ჰოდაკი აღნიშნავს, რომ სისტემა უკაბელო იქნება და წლობით და ათწლეულობით გაძლებს.
ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირების ახალი თაობის ტექნოლოგიების შექმნის მცდელობისთვის მასკს მთელს მსოფლიოში მრავალი ადამიანი ასხამს ხოტბას, მაგრამ არიან ამ კომპლექსური სისტემისადმი სკეპტიკურად განწყობილი მეცნიერებიც.
კომპანია Neurofeedback Neuroboost-ის დამფუძნებელი ფილიპ ჰაილერი აღნიშნავს, რომ ასეთი სისტემები გარკვეული რისკებს შეიცავს, მათ შორის არის ტვინის დაზიანება, ანთება და ნაწიბურების განვითარება.
ფრაიბურგის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მიკროტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელი თომას შტიგლიცი კი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუ Neuralink-ის გრძელვადიანი მიზნები ზედმეტად არარელისტურია.
„უბრალოდ შეუძლებელია, ტვინში არსებული მთელი ცოდნა სადღაც ატვირთო და შემდეგ უკან, კვლავ ტვინში ჩამოტვირთო. მხატვრულ ფანტასტიკაში ასეთი რამ მომაჯადოებელია, მაგრამ რეალობაში უბრალოდ სისულელე“, — ამბობს შტიგლიცი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.
მასკი თვლის, რომ: "სისტემის გამოყენება შესაძლებელი იქნება ტვინის სხვადასხვა აშლილობების, მაგალითად, ალცჰაიმერისა და პარკინსონის სამკურნალოდ."
ახლა კი კითხვები, რომელიც გამიჩნდა: თუკი, Neuralink-ის ეს პროგრამა, რომლის დახმარებითაც შეიძლება ცნს-ის სხვადასხვა აშლილობების განკურნება, რაიმე გზით, მავანის ხელში ჩავარდება არსებობს თუ არა საფრთხე:
1) რომ იგივე პროგრამა თავის ტვინის სხვადასხვა აშლილობების გამოწვევის მიზნით იქნეს გამოყენებული;
2) ვერ იქნეს დადგენილი, თუ ვინ ან რა ძალა და რა მიზნებით იყენებს მოცემულ პროგრამას, შედეგები კი გახდეს მასობრივი და საზიანო.
This post has been edited by Катеньки on 19 Sep 2020, 15:45
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.