მაისში 6K-ზე მეტი გაყიდეს?
მე კიდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ტესლას გარდა ვინმე სერიოზულად უდგება ელმანქანებს. ნისანიც, GM-იც, ბმვ-ც, და ა.შ. ყიდიან თავის 1-2 მანქანას და არიან ასე წლებია უკვე. ტესლა თუ აორმაგებს ყოველწლიურად, მაგათ რა ჭირთ. არ უღირთ, ბენზინის მანქანებით აკეთებენ ფულს და იმას აწვებიან. კი იქნებიან ღირსები დარჩნენ ისტორიის სანაგვეზე

ვოლვომ თქვა მთლიანად ელექტროზე უნდა გადავიდეთო, ფოლკსვაგენმაც რაღაც ეგეთი, ვნახოთ რას იზამენ. იაგუარის აიპეისიც გამოდის და თითქოს ნორმალური მანქანა უნდა იყოს.
ეს არის რესურსები საიდანაც ტესლაზე და ელეტრომანქანებზე და მზის ენერგიაზე ვიღებ ინფოს:
1.
https://electrek.co/ კარგად ესმით საგანი. კვირაში ერთხელ ერთსაათიანი პოდკასტი აქვთ.
2.
https://www.youtube.com/channel/UC1LAjODfg7dnSSrrPGGPPMw ეს ცოტა შტერია, მაგრამ პატარაა ჯერ და ეპატიება. რიცხვები იცის და ტესლას შემოსავლების პროგნოზებს აკეთებს ხოლმე.
3.
https://www.youtube.com/channel/UCMFmrcGuFNu_59L0pHcR0OA ეს მამა და შვილი არიან მგონი. ესენიც ერკვევიან საკითხში.
* * *
თვითმავალი მანქანების მდგომარეობა დღეისთვის
When it comes to self-driving cars, there's Waymo and then there's everyone else.
https://arstechnica.com/cars/2018/06/as-ube...-moves-forward/გუგლის ვაიმო უკვე მზადაა კომერციული თვითმავალი მანქანებისთვის. იაგუარისგან ყიდულობს 20K ელექტრულ აიპეისს. ასევე კრაისლერისგან მინივანებს, რომლებიც მე როგორც ვხვდები ელექტრო არაა, და წელს იწყებს მუშაობას.
ვაიმოს მერე მოდის GM-ის კრუიზის ტექნოლოგია, რომელიც ახლოსაა საბოლოო მიზანთან.
სხვების, მათ შორის ტესლას, მდგომარეობა ბევრად უფრო გაურკვეველია.
მანქანების რაოდენობით ელექტრომანქანები კიდევ დიდხანს ვერ მიაღწევენ მნიშვნელოვან წილს, მაგრამ თუ თვითმავალი ტექნოლოგია შემოვიდა მასიურად და უმეტესად ელექტრომანქანებზე დაინერგა, მაშინ ელმანქანებით გავლილი მანძილი შეიძლება უფრო მალე გახდეს მნიშვნელოვანი.