ამ თემაში შემოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ გადავხედე და თურმე მეც უამრავი დამიწერია აქ...
ამიტომ ვწერ ამ პოსტსაც.
სამწუხაროდ მე არ ვიცი რა სჭირდება ამ ყველაფერს საქარტველოში... მაგრამ ვიცი რა სჭირდება ჩემს ქვეყანაში...
ადრე მე მქონდა საცდელი ერთ კილოვატამდე... რომელსაც ჰქონდა მიკრო ინვერტორი... მაგრამ მერე გადავწყვიტე დამეყენებინა პანელები ჭერზე. დავაყენე 36 პანელი 8.5 ამპრით და 32 ვოლტიანი... 35 მდე ღიაზე ძაბვით....
როცა ვაყენებდი არავის ვკითხე... მაგრამ მერე დენის მთვლელის შესაცვლელად დავრეკე კომპანიში, რომ დაეყენებინათ ჩემთან მექანიკურის მაგივრად სამფაზიანი სმარტ მთვლელი... მაგრამ მათ მითხრეს რომ მთვლელს კი დამიყენებენ, მაგრამ არ მაქვს მე თვითონ დაყენების უფლება და გამომიგზავნეს სპეციალური დოკუმენტაცია, სადაც წერია, რომ თუ მე ვცხოვრობ საცხოვრებელ არეში, უნდა ჯერ ვაცნობო მერიას და დაველოდო ერთი თვე და ისინი მომცემენ უფლებას.... თუ ვცხოვრობ ინდუსტრიულ არეში მაშინ ეს არაა საკმარისი და უნდა მოვითხოვო მშენებლოობის უფლება , რაც დიდხანზე იწელება...
მოკლედ მე შევატყობინე მერიას და დაველოდე... სამ კვირაში მომივიდა უფლება და მითხრეს, რომ შემიძლია თვითონ დავაყენო პანელები მაგრამ ელექტროინსტალაციის უფლება არ მაქვს.... ამას სჭირდებაო ელექტროინსტალტორი, სპეციალური დიპლომით... ავუხსენი, რომ ვარ დოქტორი, პროფესორი და ასევე დავამატე, რომ მეეჭვება ჩემზე მეტად თქვენთან ვინმემ იცოდეს ელექტროტექნიკა... მაგრამ არაფერში დამეხმარა... მოითხოვეს ელექტროინსტალატორის დიპლომი...
მე მაშინ ვნახე კაცი, რომელსაც ეს დიპლომი აქვს, და მითომ მან დააყენა.ისე გავაფორმეთ, თუმცა ჩაბარებისას მაინც მოდის ელექტრომომარაგების ფირმიდან კონტროლი, რომელიც ასევე ამოწმებს შეერთებას სამფაზიან ქსელთან....
მოკლედ მე მაქვს 36 პანელი ორად გაყოფილი.ანუ ორი სტრინგი თითოში 18 პანელი...
აქედან ყოველი ორი მიმდევრობით შეერთებული და ეს შედის ტიგო ფირმის ოპტიმაიზერში, რომელსაც აქვს 700 ვატის მაქსიმალური სიმძლავრე და 90 ვოლტი ძაბვა.... ესვე მოდული უკავშირდება სპეცალურ WIFI მოდულს და შემიძლია ჩევამოწმო ინდივიდუალურად ყოველი ორი პანელის ენერგია, დენი, ძაბვა...RSSI სიგნალი და თან ეს ჩართულია ტიგოს სერვერში და შემიძლია ნებისმიერ მომენტში, მსოფლიოს ნებისმიერი ადგლიდან დავინახო ეს ინფორმაცია...წინა დღეების და თვეების... კომპიუტერში ან ტელეფონში
თვითეულ სტრინგში არის 18 პანელი, 9 ოპტიმიზერი და აქვს შესაბამისად 630 ვოლტი.... ეს ორი სტრინგი გადის გამომრთველებში, აქვს მაღალი ძაბვით დაცვა და შედის სამ ფაზიან ჰიბრიდულ ინვერტორში ჩინური ფირმა Deye...
პიკური სიმძლავრე 11.6 კვტ....
ესაა ნაწილი დაყენებული პანელების სურათი და ასევე ოპტიმაიზერი:

This post has been edited by graviton on 23 Jul 2024, 22:33