აქა მშვიდობა
პატარა გადახვევა... ძველი ინდური სამყაროს მოწყობის სისტემა: არსებობს რაღაც სუნთქვის პროცესი სამყაროში. მომენტიდან როცა ყველაფერი ჩასუნთქულია იწყება დიდი ამოსუნთქვა
პირველი რაც ამოისუნთქება არის ღვთაებრივი... მატერია, მის საფუძველზე და საშუალებით მეორე და ასე შემდეგ. სულ 7 სითხელის, თუ არსის მატერიაა.
რატომ გავისხსენე ეს ლეგენდა... წინა პოსტში მოვყევი ჩემი, ჩემი ძაღლის და მეზობლის ამბავი, რომლის მაგვარი სიტუაციაც სხვათა შორის ბევრჯერ და ბევრგან განმეორებულა... რაღაც დისქავერსაც აქვს ამნაირი გადაღებული
ხოდა რისი თქმა მინდა... ფაქტია, რომ არსებობს რაღაც ფსი ველი რომელსაც საერთოდ უგულებელვყობთ. მაგრამ ის არის და არც კი ვიცით რა მატერიაა, რა სიშორეზე ვრცელდება, როგორ გამოვლინდება როგორც შედეგის ისე მიზეზის სახით რა სიმკვრივის და ა შ ისევ გადახვევა - წაკითხული მაქვს ამ ფსი ველზე რაღაც ცდები... მაგ მოწყვეტილი ფოთოლიც კი ავლენს ემპატიას მეორე ფოთლისადმი, კვერცხები სხვა კვერცხებისადმი და ა შ(ელექტრომაგნიტური სენსორების საშუალებით დააფიქსირეს)
ხოდა მახსოვს ესეთი რაღაც მაქვს წაკითხული პრობლემის გადაჭრის თეორიაში 2 ვარიანტი არსებობსო სუფთა მექანიკური და ინტუიტიური... ხოდა იდეაში შეიძლება 1 მეთოდს მეორესგან განსხვავებით ჰქონდეს უპირატესობა... აი როგორც ჩვეულებრივი და კვანტური კომპი
ფაქტია რომ დღევანდელი განვითარების დონის და მიდგომის გათვალისწინებით ამ თემის მთავარი კითხვა გადაუჭრელია და ესეთად დარჩება მარადჟამს, მაგრამ თუ როდესღაც დავძლევთ შიშს და დავანგრევთ ტაბუებს ეჭვი მაქვს არც მომავლის ჭვრეტა იქნება შეუძლებელი... ყოველ შემთხვევაში მცირე მანძილზე და მაღალი ალბათობის მაინც
აღარ მახსოვს ავტორი და აღარც წიგნის სახელი.... გამახსენდა!!! ზვეზდა პად ბიჩემ - ფრენკ ჰერბერტი, ხოდა დროის ძალიან განსხვავებული და საინტერესო ხედვა აქვს წარმოჩენილი - დრო არ არის ვექტორი ის უბრალოდ ბადეა ვექტორების გარეშე და შესაძლებელია გადაადგილება როგორც ჰორიზონტალურ ასევე ვერტიკალურ ჭრილში
მოკლედ ჯერ ამით შემოვიფარგლები თუ დისკუსია გაიმართა შემოგიერთდებით დიდი სიამოვნებით
გაიხარეთ
* * *
უი, ხო, მართლა
გამოსუნთქვა რომ მთავრდება იწყება უკან ჩასუნთქვის პროცესი საპირისპირო მიმდევრობით
პს
ეს რომ არ მეთქვა ვიფიქრე ვაითუ სუნთქვა არ შეეკრას მავანს თქო
* * *
პს
პს
სულ რაღაც 3 - 5 საუკუნის წინ ელექტრომაგნიტური ფენომენის ხსენება გრავიტაციასთან ხელიხელ ჩალიდებული - ცეცხლის კოცონის ახლოდან გაცნობის გარანტირებული საშუალება იყო
რა იცი ამ სასწაულ საუკუნეს თუ გადავურჩით ეგება მაგიაც აღარ იყოს გასაოცარი
* * *
https://www.youtube.com/watch?v=z1HouHM-Lasსამწუხაროდ რუსულადაა ან ორიგინალს მიმართეთ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი რამეა - ერთმნიშვნელოვნად გირჩევთ