გამარჯობა მეგობრებო,
მოკლედ ერთი დებილი შეკითხვა მაწუხებს კაი ხანია და მინდოდა ვინმესთვის მეკითხა

ჰოდა დღეს "გამინათდა" მგონი და მივხვდი პასუხს მაგრამ მაინც დავწერ და თუ სწორია ჩემი ვარაუდი დამიდასტურეთ, თუარად განმანათლეთ
მოკლედ 1 ბარი წნევა მიახლოებით ტოლია 1 ატმოსფეროსი. 1 ატმ არის მიახლოებით ის წნევა რასაც "კანზე ვგრძნობთ". შესაბამისად ჩემი ინტუიციაა რომ ბუშტი რომ გავბეროთ მისი წნევა ყველა ვარიანტში იქნება 1 ბარზე მეტი. ანუ საბურავში წნევა, ან წყლის მილში წნევა უნდა იყოს 1 ბარზე (ანუ 1 ატმოსფეროზე) მეტი რომ "ქონდეს ზეწოლა", ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა 1 ბარზე ნაკლები თუა საბურავს რომ მოვხსნით სარქველს მეტი ვეღარ დაეცემა, რადგან ატმოსფეროსთან გათანაბრდება, ასევე ონკანიდან ვერ იდენს (ნუ აღმა მაინც) წყალი თუ 1 ბარზე/ატმოსფეროზე მეტი არაა წნევა.
ჰოდა...
დაშვებულ საბურავში (არა სულ ბოლომდე დამჯდარში) მინახავს 1-ზე ნაკლები წნევა, ასევე 0.5 ბარს უჩვენებდა მანომეტრი წყლის ონკანთან და წყალი მოდიოდა მაინც. ჰოდა კოგნიტური დისონანსი მქონდა მე დებილს დღევანდელ დღემდე

დღეს უცებ დამარყა თავში რომ მანომეტრი ალბათ ზომავს წნევის სხვაობას ატმოსფერულ წნევასთან, ანუ რეალურად 0.5 ბარს თუ წერს მანომეტრი, გულისხმობს იმას რომ 0.5 ბარი არის ატმოსფერულთან შედარებით, ანუ რეალურად "აბსოლუტური მნიშვნელობა" გამოდის 1.5 ბარი. ასეა?

თუ კიდევ რამეს ვერ ვხვდები?
ანუ, თუ 0.5 ბარს უჩვენებს მანომეტრი წყლის მილზე, ამ წნევით 5 მეტრი ვერტიკალურად ავა წყალი, ხომ?