gravitonგამომიცდია ვიცი სამწუხაროდ... მაგრამ სულ ერთ ზოლში არ ვდგავართ წარუმატებლობას წარმატება ცვლის და გისურვებ ყოველივე კარგს
განსხვავება იცი რაშია? - სიგრძეში ... მე ვიცი ხოლმე არანორმალურად გრძლად როგორც წარმატების, ასევე წარუმატებლობის გაგრძელება
რა მაგისი პასუხია და აი ზუსტად გუშინ მიყვებოდა მეგობარი რაღაც უიღბლობის "პალასაზე" და ჩემი გავიხსენე

მოკლედ საღამოს ჩემპიონატია, თან მაშინ ზოგადად სპორტის გულშემატკივარი ვიყავი, წინასწარ დათრეული მაქვს ყუთი ჩეხური ლუდი, კიბორჩხალები, მაშინ გეახლებოდით სულიერებს და საღამოს ჩემი ფავორიტი გერმანია თამაშობს... ერთია მხოლოდ თავს რაღაც ვერ ვგრძნობ კარგად... შემიჩნდა ცოლი(მტერს შეუჩნდა ეგ

) წამიყვანე ბაზარშიო. კაი თქო რახან ვერ მოვიშორე და გზაში საცობში როგორც 5ით მივდიოდი ეგრევე 5ით დავეჯახე წინ ახალ მოსკვიჩს... ჩემს ჯინაზე დაეშალა შიტოკი მთლიანად... დამიჯდა ოთუს ბირი... სახლამდე მივაღწიე როგორც იქნა, დავალაგე "პოდნოსზე" საფეხბურთო ინვენტარი და გზაში ჩაანგალი დამივარდა, აი რასაც ქვია გავბრაზდი, მოვუქნიე ფეხი, ავაცილე და ვხიე კარების კუთხეს... რომ დავიხედე უკვე გასიებულ გადატყავებულ გასისხლიანებული იყო, მოვუქნიე ხელი კარებს სიმწრისგან და შუშის იყო და დაიმსხვრა და ხელიდანაც სისხლი მდის უკვე... კარგი ჯანდაბას თქო, მოვიკრიფე ძალღონე დავწნარდი... და გერმანიამ წააგო
ასე რომ ყურები არ ჩამოყარო მთავარია და ყველაფერი გასწორდება
დამარბეველი რატომ და ვღადაობ ჩემ ჭკუაში ესე. გემოვნებაზე არ მედავო

რაც შეეხება ფიზიკას ზოგადად სულ თვალს ვადევნებ, მაგრამ ერთი რამე მიცუდებს ხასიათს ძირითადად ხმარობენ ტერმინებს, რომელსაც ცხოვრებაში ანა;ოგია აქვთ და ანალოგიისა და მათი ტერმინების არსი არ თანხვდება ერთმანეთს, უფრო მეტიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და ამაზე მაგრად ვერ ვხალისობ... კიდევ მაგრად არ მომწომს თავისივე განმარტების საწინააღმდეგო ახსნას რომ იძლევიან, დრო რომ არ არსებობს, სივრცეც მოკლედ არ გავაგრძელებ... რანაირად შეძლება წონა არ არსებობდეს თუ წონის საზომი არსებობს, რანაირად შეიძლება დრო არ არსებობდეს, თუ დროის საზომი არსებობს და აშ
შავი ხვრელები მე რ ჯანდაბა ვიცი მაგრამ ერთი და იგივეზე არ უნდა იყოს ლაპარაკი... ვარსკვლავის ბოლოს პირობითად შავი ხვრელი ერთი უნდა იყოს და გალაქტიკის ცენტრში მოქცეული მონსტრი რაღაც სხვა, ბოლო ბოლო წონა თავად გაიძახის ამას... შესაბამისად მათზე სხვადასხვა კანონი უნდა ვცელდებოდეს რადგან სხვადასხვაა მერე რა რომ სიმკვრივით გამოირჩევიან?
პირობითად მონსტრიგან გალაქტიკის "შეყლაპვა" არაა ძნელი დასანახი პროცესის ამბავია, რომელსაც ვერ ვხედავთ...
ისე კი მოდი სხვა კუთხით შევხედოთ
გალაქტიკური წელიწადი = დაახლოებით 100-300 მლნ წელს. ე ი ადამიანური გაგებით, რომლითაც გალაქტიკას ვხსნით სამყარო სადღაც 50 გალაქტიკური წლის გამოდის... ანომალია ყოველთვის ხდება და ერთიც კი არ გვინახავს ანომალიური, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ მონსტრი ჭამს გალაქტიკას არა მგონია სწორი... უფრო რაღაც არ გვესმის... უფრო სწორად დიდი შანსია რომ რაღაც არ გვესმოდეს
პრეტენზია ჭეშმარიტებაზე არ მაქვს და ვერ მექნება, რომც მინდოდეს მაგრამ ზოგადად მგონია, რომ რაღაცეები არ ვიცით და ვერ ვუტყდებით ჩვენს თავს არ ცოდნაში... მოკლედ ძალიან ბავშვებივით ვართ
* * *
გადავავლე თვალი და ჩასწორებას კომენტარი ვამჯობინე
მზის შავ ხვრელად ქცევის პროცესი მეტ ნაკლებად გვესმის და ლოგიკაში წონაც ამაზე მიუთიტებს 10-100 მზის წონა მოსულა მაგრამ რამდენიმე ასეული მლრდ მზის წონის "ჩაყლაპვას" დრო უნდა რომელიც სამყაროს არ გააჩნია, მაგრამ ფიზიკოსები ამას არ იმჩნევენ და უმნიშვნელოდ თვლიან არადა მე რომ მკითხოს კაცმა ძალიან ძალიან დიდი პრობლემაა
ამიტომ იდეაში ვფიქრობ, რომ შავი ხვრელის - ანუ მონსტრის თაობაზე ჩვენი ხედვა არ შემდგარია, ისევე როგორც ვარსკვლავისებური წარმოქმნა შავი ხვრელის - არა მონსტრის რეალისტურად მესახება წარმოსახვაში
ფაქტია რომ რაღაცა არ ჯდება და ვცდილობ აბსოლუტურად განსხვავებული თვალით შევხედო, ბევრჯერ სისულელეს გავიძახი, მაგრამ ყველაფერი ჯობია იმას, რომ რაც არ არასებობს ის დაიჯერო... იქ დიდი შანსია რომ სისულელე გამოგივიდეს აქ კი გარანტირებულია ის, რომ სისულელეს გაიძახი. გარანტიას დიდი შანსი ჯობია ამ შემთხვევაში რას იტყვი?
რაღაც სტაგნაციაში ვართ მგონია - რეალობა ერთს გვეუბნება ჩვენ ჯიუტად ჩვენსას ვაწვებით გავჭედეთ მოკლედ... თუმცა არის შანსი, რომ მე გავჭედე... თუმცა ეს არ გამორიცხავს რომ სხვებსაც გაჭედილი აქვთ

გაიხარე
This post has been edited by mazila on 31 Aug 2025, 11:35