Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სინათლე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61359455
· 24 Jun 2024, 02:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
მასე არა. სინათლის გავრცელებისას, სივრცის ელექტრომაგნიტური შემადგენელი ირხევა და არა გრავიტაციული შემადგენელი.
რა არის სივრცის ელექტრომაგნიტური შემადგენელი?
თუ გარემო სპეციალური ტალღის გავრცელების არ არსებობს ან არაა საჭირო,... მაშინ ზევით ითქვა სივრცე არის გარემოოო..
სივრცეს არ აქვს გრავიტაციული შემადგენელი, რადგან გრავიტაცია სივრცის გამრუდებაა, ანუ თუ სივრცე გამრუდდა, ან ეს გამრუდება პულირებს და ვრცელდება, ნიშნავს გრავიტაციულ ტალღებს... თუ სივრცეში ფოტონების გავრცელება არის სივრცის ტალღები, ანუ სივრცის გამრუდების ტალღები, მაშინ გამოდის კლასიკურად გამრუდების ეს ცვლილება იქნება გრავიტაციის ცვლილება....რასაც ვერ ვხედავთ...
--------------------
ლოგიკით ნუ ტრაბახობ
თუ არ გაქვს ცოდნა, არ გექნება ლოგიკა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61360141
· 24 Jun 2024, 15:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც მახსოვს, თვითონვე ამბობდით რაღაც მსგავს, რაზედაც ახლა მეკითხებით. კარგით, აღარ ვეწვალები ბუნდოვან მოგონებებს და ახლა ვილაპარაკოთ.
სივრცე რაღაც მატერიალურია, რომელიც მრუდდება გრავიტაციულად და ასევე მაგნიტურად (ეს "მაგნიტური გამრუდება"- ეს აზრი ახლახან მომივიდა. შეიძლება კიდევ სხვანაირად მრუდდება მაგრამ რაც ვთქვი ეს უფრო ნამდვილი მგონია. ანუ ელექტრომაგნიტური შემადგენელი მგონი არასწორად ვთქვი, მხოლოდ მაგნიტური შემადგენელი უნდა მეთქვა.
სივრცის უმეტესი შემადგენელი ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინოა. მათი სუსტი მუხტი გრავიტაციას წარმოქმნის (გვერდით თემაში ვწერეთ ამაზე) ხოლო სპინების ორიენტაცია, მაგნიტურ ველს.
ფოტონს სპინი (ანუ მაგნიტური რაღაც) გააჩნია და მოძრაობს ნეიტრინოებში (ასევე სპინებიან ნაწილაკებში) და მათ შორის ურთიერთქმედება იქნება.
ანუ გრავიტაციული თალღა, ნეიტრინო მარჯვენა ანტინეიტრინოს კონცენტრაციის ცვლილებაა. ხოლო ფოტონის გავრცელება არ გადააჯგუფებს ნეიტრინო მარჯვენა ანტინეიტრინოებს და შესაბამისად არ გვაქვს გრავიტაციული ტალღები სინათლით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11
#61364680
· 26 Jun 2024, 16:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
ჯერ ნიუტონმა იცოდა, რომ სინათლეს ნაწილაკის თვისებები ჰქონდა. მერე მე 19 საუკუნის დასაწყისიდან უკვე ტალღური ბუნება დამტკიცდა..
ანუ უკვე მე19 საუკუნის ბოლოს ცნობილი იყო მისი ტალღური და ნაწილაკური თვისებები... და რადგან ჩვენ არ ვიცით როგორ ვრცელდება ტალღა გარემოს გარეშე, გვქონდა ეთერის არსებობის აუცილებლობა... მაგრამ ვერც ეთერმა ვერ ახსნა სინათლის ქვანტის გავრცელების თვისებები... აინშტაინმა განაცხადა არ გვჭირდება ეთერიო და ასე წარმოიშვა ფარდობითობის სპეციალური ტეორია...
მაგრამ ჯერ კიდევ გაუგებარია როგორ ვრცელდება ნაწილაკი-ტალღა ფოტონი სივრცეში...რა ტალღაა ის? როგორ ვრცელდება ის? რა არის მისი სტრუქტურა?
ჩვენ არაფერი ვიცით... კი ის ელექტრომაგნეტური ველის აღგზნებაა, მაგრამ მერე...?
ფოტონი არ ვრცელდება, გარემო სჭირდება არსებობისათვის. მოძრაობს წრფივად, არ მიილევა, აქვს ანტი დოპლერის ეფექტი (კორპუსკულარული თვისება). ელემენტარული ელექტრომაგნიტური ტალღაა, მოძრაობს მაქსიმალური დინამიკური (სინათლის) სიჩქარით (ტალღური თვისება). სინათლის იმპულსის მიმყოლ სისტემაში მყოფი დამკვირვებელი არ ნიშნავს რომ ფოტონის ათვლის სისტემაშია. ამიტომ მტკიცება "ფოტონისთვის დრო გაჩერებულია" მცდარია.
ფოტონი ან თავისუფალი ელექტრონია (ოპტიკური ფოტონი) ან წყალბადის ატომის ელექტრონული ღრუბელი (სითბური ფოტონი) დინამიკაში ლორეც ფაქტორით 10^5...10^7.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61369222
· 28 Jun 2024, 02:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც მახსოვს, თვითონვე ამბობდით რაღაც მსგავს, რაზედაც ახლა მეკითხებით. კარგით, აღარ ვეწვალები ბუნდოვან მოგონებებს და ახლა ვილაპარაკოთ.
ადრე რას ვამბობდით ეს ცალკე საკითხია... ახლა ვიხილავთ სიტუაციას, როცა გარემო არამატერიალურია და არის მხოლოდ სივრცე და
შეიძლება თუ არა სინათლე, ფოტონები, ანუ ელექტრომაგნიტური ტალღები, არამატერიალურია, ილუზიაა და არის სივრცეში გავრცელებული ტალღები....ანუ სივრცის პულირების გავრცელება....
QUOTE
სივრცე რაღაც მატერიალურია, რომელიც მრუდდება გრავიტაციულად და ასევე მაგნიტურად (ეს "მაგნიტური გამრუდება"- ეს აზრი ახლახან მომივიდა. შეიძლება კიდევ სხვანაირად მრუდდება მაგრამ რაც ვთქვი ეს უფრო ნამდვილი მგონია. ანუ ელექტრომაგნიტური შემადგენელი მგონი არასწორად ვთქვი, მხოლოდ მაგნიტური შემადგენელი უნდა მეთქვა.
რას ნიშნავს მატერიალური სივრცე...? როგორ წარმოგიდგენია...?
აინშტაინის თეორიით სივრცე კი არ მრუდდება გრავიტაციულად, არამედ სივრის გამრუდება არის გრავიტაცია და ამ გამრუდებას ქმნის სხვადასხვა წყარო, რომელსაც ენერგია იმპულსის ფსევდოტენზორი ჰქვია.... ამ ტენზორში შედის ელექტრომაგნიტური ველის ენერგიაც...
ანუ უხეშად მაგნიტური ველის ენერგიაც იწვევს სივრცის გამრუდებას ანუ გრავიტაციის წარმოშობას...
QUOTE
სივრცის უმეტესი შემადგენელი ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინოა. მათი სუსტი მუხტი გრავიტაციას წარმოქმნის (გვერდით თემაში ვწერეთ ამაზე) ხოლო სპინების ორიენტაცია, მაგნიტურ ველს.
სუსტი მუხტი როგორ წარმოქმნის გრავიტაციას.... ენერგია იმპულსის ფსევდო ტენზორში არ შედის სუსტი მუხტი.... სუსტი მუხტი არის ის მახასიათებელი, რომლითაც ნაწილაკი ურთიერთქმედებს ზეტ ბოზონთან....
QUOTE
ფოტონს სპინი (ანუ მაგნიტური რაღაც) გააჩნია და მოძრაობს ნეიტრინოებში (ასევე სპინებიან ნაწილაკებში) და მათ შორის ურთიერთქმედება იქნება
ფოტონი ურთიერთქმედებს მუხტთან... ნეიტრინოს არ აქვს მუხტი ამიტომ ფოტონი მასთან არ უღთიერთქმედებს, მეორეს მხრივ ნეიტრინოს აქვს სუსტი მუხტი და ის ურთიერთქმედებს ზეტ და დუბლვე ბოზონებთან....
QUOTE
ანუ გრავიტაციული თალღა, ნეიტრინო მარჯვენა ანტინეიტრინოს კონცენტრაციის ცვლილებაა. ხოლო ფოტონის გავრცელება არ გადააჯგუფებს ნეიტრინო მარჯვენა ანტინეიტრინოებს და შესაბამისად არ გვაქვს გრავიტაციული ტალღები სინათლით.
არასწორია.....
* * *
eniqsi
QUOTE
ფოტონი არ ვრცელდება, გარემო სჭირდება არსებობისათვის.
კარგი არ ვრცელდება, მაგრამ გარემო რატომ სჭირდება არსებობისთვის?
QUOTE
მოძრაობს წრფივად, არ მიილევა, აქვს ანტი დოპლერის ეფექტი (კორპუსკულარული თვისება).
ანტი დოპლერი რა ეფექტი?
QUOTE
ელემენტარული ელექტრომაგნიტური ტალღაა, მოძრაობს მაქსიმალური დინამიკური (სინათლის) სიჩქარით (ტალღური თვისება). სინათლის იმპულსის მიმყოლ სისტემაში მყოფი დამკვირვებელი არ ნიშნავს რომ ფოტონის ათვლის სისტემაშია. ამიტომ მტკიცება "ფოტონისთვის დრო გაჩერებულია" მცდარია.
და რას ნიშნავს ფოტონისთვის გადის დრო? როგორ გადის რას აღრიცხავს ფოტონისთვის დროს გასვლა, ცვალებადობა...?
This post has been edited by
graviton
on 28 Jun 2024, 03:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61369647
· 28 Jun 2024, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
შეიძლება თუ არა სინათლე, ფოტონები, ანუ ელექტრომაგნიტური ტალღები, არამატერიალურია, ილუზიაა და არის სივრცეში გავრცელებული ტალღები....ანუ სივრცის პულირების გავრცელება....
მე აღარ მახსოვს როგორ დასტურდება სინათლის ნაწილაკობა. კი ახლა ვფიქრობ, რომ
QUOTE
სივრცის პულსირების გავრცელება
-ა.
ჩემი აზრით ელ.მაგნიტური ტალღები არ არსებობს და არსებობს მხოლოდ მაგნიტური ტალღები; ელექტრული ეფექტი მხოლოდ მაშინაა, რამეს რომ ეჯახემა მაგნიტური ტალღა.
QUOTE
რას ნიშნავს მატერიალური სივრცე...? როგორ წარმოგიდგენია...?
როგორ წამომიდგენია და სიმრცე ნაწილაკებისგან შედგება, უმეტესად ეს ნაწილაკებია ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინო.
QUOTE
აინშტაინის თეორიით სივრცე კი არ მრუდდება გრავიტაციულად, არამედ სივრის გამრუდება არის გრავიტაცია და ამ გამრუდებას ქმნის სხვადასხვა წყარო, რომელსაც ენერგია იმპულსის ფსევდოტენზორი ჰქვია.... ამ ტენზორში შედის ელექტრომაგნიტური ველის ენერგიაც...
ანუ უხეშად მაგნიტური ველის ენერგიაც იწვევს სივრცის გამრუდებას ანუ გრავიტაციის წარმოშობას...
უმეტესად აინშტაინის თეორიას არ მივყვები და რატომ არ შევეშვებით აინშტაინს? ალბათ რამე უკეთესი არ არსებობს.
აინშტაინის თეორია "ვინდოუს" თეორიაა, სადღაც პრობლემებს რომ შეგიქმნის, მე "ლინუქს" თეორიას ვიყენებ, რომელსაც ახლა ვქმნი
ყველაფერი რომ ტენზორში მოაქცია აინშტაინმა, იმიტომაცაა "ვინდოუს" თეორია. (უნდა განნცალკევდეს ელექტრული და მაგნიტური ველები).
QUOTE
სუსტი მუხტი როგორ წარმოქმნის გრავიტაციას....
გრავიტაცია
ამ თემაში მჭირდებოდა ნაწილაკები, რომელსაც მიზიდვა (საწინააღმდეგო ნიშანში) განზიდვა (ერთნაირ ნიშანში) ექნებოდათ და ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინო ავიღე.
QUOTE
ფოტონი ურთიერთქმედებს მუხტთან... ნეიტრინოს არ აქვს მუხტი ამიტომ ფოტონი მასთან არ უღთიერთქმედებს,
ფოტონს აქვს სპინი, ნეიტრინოსაც აქვს სპინი... სპინებით ურთიერთქმედება შემოვიტანე, მაგნიტური ურთიერთქმედება არის სპინებით ურთიერთქმედება. შეიძლება თქვათ სპინი და მაგნიტური ველი არაპროპორსიულად გვხვდება ნაწილაკებშიო მაგრამ ეს ნაწილაკის სტრუქტურაზეა დამოკიდებული, რამდენად დაიხმარებს გარე სივრცეს.
QUOTE
QUOTE
ანუ გრავიტაციული თალღა, ნეიტრინო მარჯვენა ანტინეიტრინოს კონცენტრაციის ცვლილებაა. ხოლო ფოტონის გავრცელება არ გადააჯგუფებს ნეიტრინო მარჯვენა ანტინეიტრინოებს და შესაბამისად არ გვაქვს გრავიტაციული ტალღები სინათლით.
არასწორია.....
ალბათ აინშტაინის თეორიით არის არასწორი. შეიძლება მართლაც არასწორია მაგრამ ვერ ვხვდები.
This post has been edited by
Komponent
on 28 Jun 2024, 13:20
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11
#61373433
· 30 Jun 2024, 18:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
კარგი არ ვრცელდება, მაგრამ გარემო რატომ სჭირდება არსებობისთვის?
ნაწილაკი არსებობს გარემოში (სივრცე არ არის ცარიელი), მისი ნაწილია, გასცემს და იღებს მისგან ენერგიას. რადგან გავრცელებული ელემენტი წყალბადის ატომია, მისი ელექტრონული ღრუბელი, მეზონური ღრუბელი და კვარკ გლუონური სტრუქტურა დინამიკაში ქმნის გარემოს. ელექტრომაგნიტური და ნეიტრინული ფონის გარდა, უნდა არსებობდეს დაბალი ენერგიის გლუონების ფონი.
QUOTE
ანტი დოპლერი რა ეფექტი?
დოპლერის ეფექტს ადგილი აქვს მოდულირებული სიგნალის შემთხვევაში, რადიოდიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღა , სინათლის იმპულსები. ფოტონი თუ ნაწილაკია (არადა ნაწილაკია)) მოძრაობის მიმართულებით გამოსხივებული ფოტონის ტალღის სიგრძე გაიზრდება და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით შემცირდება.
QUOTE
და რას ნიშნავს ფოტონისთვის გადის დრო? როგორ გადის რას აღრიცხავს ფოტონისთვის დროს გასვლა, ცვალებადობა...?
წითელი და ლურჯი ფოტონი ერთიდა იგივე ნაწილაკია სხვადასხვა ათვლის სისტემაში. წითელი ფოტონისთვის უფრო ნელა გადის დრო სიხშირე აქვს ნაკლები. ნაწილაკს მაქსიმალური კლასიკური სიჩარის დროს აქვს მაქსიმალური სიხშირე (დროის ეტალონი) და მინიმალური ტალღის სიგრძე (მანძილის ეტალონი) და გაცილებით მალე აღწევს სინათლის სიჩქარეს სანამ მისი სიხშირე განულდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tyvia
Crazy Member
ჯგუფი: Members
tyvia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2053
წევრი No.: 239308
რეგისტრ.: 31-December 17
#61375608
· 1 Jul 2024, 02:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
2 ჭრილზე ჩატარებულ ექსპეტიმენტში ფოტონს ადარებენ წყალში წარმოქმნილ ტალღას და შედეგს ასე ხსნიან
მაგრამ წყალი ხომ მოლეკულების ერთობლიობაა და რატომ არ შეიძლება ფოტონიც მასზე მცირე ნაწილაკების ერთობლიობა იყოს?
როცა ზუსტად ერთნაირად იმოძრავებენ ნაწილაკად აღვიქვამთ და როცა განსხვავებულად - ტალღად
--------------------
უფრო სწრაფად!
უფრო მაღლა!
უფრო ძლიერად!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61376984
· 1 Jul 2024, 19:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tyvia
QUOTE
2 ჭრილზე ჩატარებულ ექსპეტიმენტში ფოტონს ადარებენ წყალში წარმოქმნილ ტალღას და შედეგს ასე ხსნიან
მაგრამ წყალი ხომ მოლეკულების ერთობლიობაა და რატომ არ შეიძლება ფოტონიც მასზე მცირე ნაწილაკების ერთობლიობა იყოს?
როცა ზუსტად ერთნაირად იმოძრავებენ ნაწილაკად აღვიქვამთ და როცა განსხვავებულად - ტალღად
ამას პოლარიზაცია ჰქვია და არა ტალღების გავრცელების მექანიზმი და ამ ტალღების მატერიალურობის მტკიცება...
* * *
eniqsi
QUOTE
დოპლერის ეფექტს ადგილი აქვს მოდულირებული სიგნალის შემთხვევაში, რადიოდიაპაზონის ელექტრომაგნიტური ტალღა , სინათლის იმპულსები. ფოტონი თუ ნაწილაკია (არადა ნაწილაკია)) მოძრაობის მიმართულებით გამოსხივებული ფოტონის ტალღის სიგრძე გაიზრდება და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით შემცირდება.
წანაცვლება წითელი იქნება თუ ლურჯი, მაინც დოპლერის წანაცვლება ჰქვია... ჩემი კითხვა იყო ანტიდოპლერის ეფექტი რა არის?
QUOTE
წითელი და ლურჯი ფოტონი ერთიდა იგივე ნაწილაკია სხვადასხვა ათვლის სისტემაში. წითელი ფოტონისთვის უფრო ნელა გადის დრო სიხშირე აქვს ნაკლები. ნაწილაკს მაქსიმალური კლასიკური სიჩარის დროს აქვს მაქსიმალური სიხშირე (დროის ეტალონი) და მინიმალური ტალღის სიგრძე (მანძილის ეტალონი) და გაცილებით მალე აღწევს სინათლის სიჩქარეს სანამ მისი სიხშირე განულდება.
ფოტონის სიხშირეს ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სისტემაში,რადგან ჩვენ მას ვზომავთ. ჩემი კითხვაა, ფოტონი ტვითონ როგორ შეიგრძნობს დროს?
ის თავის სიხშირეს ვერც გრძნობს და ვერც ზომავს... მისთვის ყველაფერი ერთი სიჩქარით მოძრაობს... ცვალებადობას მისას ჩვენ ვხედავთ და არა ის თვითონ.... მის სისტემაში ჩვენ როგორ დავინახავთ ცვალებადობას... ?
QUOTE
ნაწილაკი არსებობს გარემოში (სივრცე არ არის ცარიელი), მისი ნაწილია, გასცემს და იღებს მისგან ენერგიას. რადგან გავრცელებული ელემენტი წყალბადის ატომია, მისი ელექტრონული ღრუბელი, მეზონური ღრუბელი და კვარკ გლუონური სტრუქტურა დინამიკაში ქმნის გარემოს. ელექტრომაგნიტური და ნეიტრინული ფონის გარდა, უნდა არსებობდეს დაბალი ენერგიის გლუონების ფონი.
მოცემულ შემთხვევაში ნაწილაკში, ფოტონს ვგულისხმობთ და არა სხვა ფერმიონებს... გარემოში თუ არსებობს ფოტონი და ის მისგან მუდმივად იღებს ენერგიას, ანუ ურთიერთქმედებს, მაშინ ის კარგავს ან ღებულობს ენერგიას და ეს უნდა იწვევდეს ფოტონის სიჩქარის ცვალებადობას.... ფოტონი ხდება გარემოს თვისებებზე დამოკიდებული.....
ამ ყველაფერთან წყალბადის ატომებს არაფერი კავშირი აქვთ და მასთან დაკავშირებული, შენს მიერ ჩამოთვლილები არ წარმოადგენს გარემოს...
* * *
Komponent
QUOTE
მე აღარ მახსოვს როგორ დასტურდება სინათლის ნაწილაკობა. კი ახლა ვფიქრობ, რომ
ჯერ კიდევ ნიუტონმა თქვა ნაწილაკიაო, რადგან სინათლე წრფივად და სწორხაზოვნად ვრცელდება. ეს მხოლოდ ნაწილაკს ახასიათებს
ასევე ორმაგ წვრილ ღარში გასული ფოტონი ქმნის წერტილოვან სურათს... თუ შევეცდებით რაც შეიძლება ზუსტად განსვსაზღვროთ ფოტონის კორდინატი, მით ქრება მისი ტალღური ბუნება...
QUOTE
ჩემი აზრით ელ.მაგნიტური ტალღები არ არსებობს და არსებობს მხოლოდ მაგნიტური ტალღები; ელექტრული ეფექტი მხოლოდ მაშინაა, რამეს რომ ეჯახემა მაგნიტური ტალღა.
ეს კლასიკაა და ამ დუალობის უარყოფა ექსპერიმენტს ეწინააღმდეგება... ტალღას რომ არ ჰქონდეს ელექტრული მდგენელი, შტიროვანი
ანტენა როგორ იმუსავებდა?
QUOTE
როგორ წამომიდგენია და სიმრცე ნაწილაკებისგან შედგება, უმეტესად ეს ნაწილაკებია ნეიტრინო და მარჯვენა ანტინეიტრინო.
სივრცეში კი არსებობს ნაწილაკები, მაგრამ ეს არაა გარემო... ნაწილაკი გარკვეული ველების აღგზნებაა , ანუ სამყაროს მთავარი შემადგენელი ველებია და არ ნაწილაკები და ეს ველები ქმნიან გარემოს..., რომელის გამოვლინება სივრცეა...
QUOTE
უმეტესად აინშტაინის თეორიას არ მივყვები და რატომ არ შევეშვებით აინშტაინს? ალბათ რამე უკეთესი არ არსებობს.
აინშტაინის თეორია "ვინდოუს" თეორიაა, სადღაც პრობლემებს რომ შეგიქმნის, მე "ლინუქს" თეორიას ვიყენებ, რომელსაც ახლა ვქმნი ყველაფერი რომ ტენზორში მოაქცია აინშტაინმა, იმიტომაცაა "ვინდოუს" თეორია. (უნდა განნცალკევდეს ელექტრული და მაგნიტური ველები).
აინშტაინის ტენზორობა, როგორ უნდა მოიცილო? მაშინ უნდა უარყო სივრცის გამრუდების ცნება... რადგან ისაა მთავარი რიმანის ტენზორით რომ აღიწერება და ელექტრული და მაგნიტური ველების დუალობა არაფერშუაშია...
QUOTE
ფოტონს აქვს სპინი, ნეიტრინოსაც აქვს სპინი... სპინებით ურთიერთქმედება შემოვიტანე, მაგნიტური ურთიერთქმედება არის სპინებით ურთიერთქმედება. შეიძლება თქვათ სპინი და მაგნიტური ველი არაპროპორსიულად გვხვდება ნაწილაკებშიო მაგრამ ეს ნაწილაკის სტრუქტურაზეა დამოკიდებული, რამდენად დაიხმარებს გარე სივრცეს.
სპინ სპინური ურთიერთქმედება არსებობს პაულის პრინციპის შესაბამისად, მაგრამ ეს ვერ იქნება ფოტონსა და ნეიტრინოს შორის... რადგან ერთი ფერმიონია და მეორე ბოზონი...
This post has been edited by
graviton
on 1 Jul 2024, 22:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61378513
· 2 Jul 2024, 14:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
სივრცეში კი არსებობს ნაწილაკები, მაგრამ ეს არაა გარემო... ნაწილაკი გარკვეული ველების აღგზნებაა , ანუ სამყაროს მთავარი შემადგენელი ველებია და არ ნაწილაკები და ეს ველები ქმნიან გარემოს..., რომელის გამოვლინება სივრცეა...
კი ალბათ ველი უფრო ზუსტია. თუმცა ვფიქრობ, ნაწილაკს თუ გამოვიყენებ, როგორც ველის აღგზების "ჯამს" დიდი შეცდომა არ იქნება და უფრო მარტივია. ამ შემთხვევაში ნაწილაკის გამოყენება უფრო "ვინდოუს" თეორიაა, თუმცა ზოგჯერ ვინდოუსიც საჭიროა. (უნდა შევეშვა პროგრამულ შედარეებებს, ზედმეტია ვფიქრობ).
QUOTE
აინშტაინის ტენზორობა, როგორ უნდა მოიცილო? მაშინ უნდა უარყო სივრცის გამრუდების ცნება... რადგან ისაა მთავარი რიმანის ტენზორით რომ აღიწერება და ელექტრული და მაგნიტური ველების დუალობა არაფერშუაშია...
კიბატონო, არ შევეხები აინშტაინს იყოს თავისთვის და დამეთანხმოს ხოლმე. თუ რამეში მეწინააღმდეგება, იმას მივხედოთ.
QUOTE
ჯერ კიდევ ნიუტონმა თქვა ნაწილაკიაო, რადგან სინათლე წრფივად და სწორხაზოვნად ვრცელდება. ეს მხოლოდ ნაწილაკს ახასიათებს
ასევე ორმაგ წვრილ ღარში გასული ფოტონი ქმნის წერტილოვან სურათს... თუ შევეცდებით რაც შეიძლება ზუსტად განსვსაზღვროთ ფოტონის კორდინატი, მით ქრება მისი ტალღური ბუნება...
სიმართლე რომ ვთქვა, სინათლესთან დაკავშირებით ღრმა გაურკვევლობაში ვარ. ალბათ მართლაც ნაწილაკია, იმიტომ რომ მზეს ხომ მასა აკლდება მაგის გამოსხივებით. ფოტონი კი უმასოა მაგრამ ალბათ ენერგიაში გადასული მასა.
ჰიგსის ბოზონი როგორ ანიჭებს მასას ვერც ეგ გავიგე, მეტ პოტენციალს აძლევს ნაწილაკსო და ეს მასაში აისახებაო.
QUOTE
სპინ სპინური ურთიერთქმედება არსებობს პაულის პრინციპის შესაბამისად, მაგრამ ეს ვერ იქნება ფოტონსა და ნეიტრინოს შორის... რადგან ერთი ფერმიონია და მეორე ბოზონი...
არ ვიცი რაა ფოტონი და რამენაირადაც ვე აღვიქვავ, ვერ ვიკამათებ. თუმცა მაგნიტური ველი რომ სპინებით კეთდება (დიდი ალბათობით ნეიტრინოს სპინებით) , ეს იდეა საინტერესოდ და განხილვის ღისად მეჩვენება.
QUOTE
ჩემი აზრით ელ.მაგნიტური ტალღები არ არსებობს და არსებობს მხოლოდ მაგნიტური ტალღები; ელექტრული ეფექტი მხოლოდ მაშინაა, რამეს რომ ეჯახემა მაგნიტური ტალღა.
ეს კლასიკაა და ამ დუალობის უარყოფა ექსპერიმენტს ეწინააღმდეგება... ტალღას რომ არ ჰქონდეს ელექტრული მდგენელი, შტიროვანი
ანტენა როგორ იმუსავებდა?
რამე სხვა დადასტურება უნდა იყოს, მაგაზე ვიტყვი, რომ ეჯახება ანტენას, მერე იწვევს ელექტრულ ეფექტსო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tyvia
Crazy Member
ჯგუფი: Members
tyvia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2053
წევრი No.: 239308
რეგისტრ.: 31-December 17
#61378734
· 2 Jul 2024, 16:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე ვერ გავიგე თუ უმცირესი მანძილი არის პლანკის სიგრძე მაშინ როგორ შეიძლება უმცირესი ნაწილაკები მასზე დიდები იყვნენ?
მაგიტომ ვიკითხე ის ფოტონზე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61381999
· 4 Jul 2024, 00:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tyvia
QUOTE
მე ვერ გავიგე თუ უმცირესი მანძილი არის პლანკის სიგრძე მაშინ როგორ შეიძლება უმცირესი ნაწილაკები მასზე დიდები იყვნენ?
მაგიტომ ვიკითხე ის ფოტონზე
უკვე დავწერე და კვალავ გავიმეორებ, ყველაფერი რაც იწერებს პლანკის ზომებზე და მერე გაფართოებაზეც, ინფლაციის ჩათვლით, მაინც სპეკულაციაა, რადგან არ არსებობს რაიმე ექსპერიმენტული მტკიცება...
მეორეს მხრივ, 10^-43 წმ დან 10^-36 დროს არის პლანკის ხანა გაგრძლებული დიდ გაერთიანების ხანაში.... ამ დროს გაფართოების
შედეგად ალბათ მთელი სამყარო დღევანდელი ელექტრონის ზომაა.... მთელი სამყარო ელექტრონის ზომებში ჩატეული...
ეს არაა წარმოუდგენელი რადგან ამ დროს ფუნდამენტური ნაწილაკები იწყებენ დაბადებას... მაგრამ მათი შეკუმშვა შეიძლება
ძალიან მინიმუმ ზომებამდე, რადგან მათ არ აქვთ არცერთს მასა... ანუ არ არსებობს ამ ნაწილაკებს შორის , რომელიც არის რეალურად ველის აღგზნება... ურთიერთქმედება, რომელიც რეალურად ქმნის დღეს ზომების შთაბეჭდილებას....
ამ ეპოქის შემდეგ იწყება ინფლაცია, მის შემდეგ სამყარო 10^26 ჯერ გაიზარდა და ამას მოჰყვა ელექტროსუსტი ხანა, როდესაც დაიბადა w, z ბოზონები... ასევე დაირღვა სიმეტრია და ჰიგსის ველმა მიანიჭა პირველად მასა ამ ბოზონებს და სხვა ნაწილაკებს...
This post has been edited by
graviton
on 4 Jul 2024, 00:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
hennessy
სნობი
ჯგუფი: Registered
hennessy
სნობი
ჯგუფი: Registered
წერილები: 1469
წევრი No.: 102294
რეგისტრ.: 14-October 09
#61382029
· 4 Jul 2024, 00:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
სინათლე
თვალის სიმართლეო ბრატ
--------------------
ოოჰ იეს იეს იეს ო მაი გად ფაქ იეს
Real men get our pussy wet not our eyes © Melanie_Pain
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
eniqsi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1263
წევრი No.: 135324
რეგისტრ.: 31-August 11
#61382036
· 4 Jul 2024, 00:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
ჩემი კითხვა იყო ანტიდოპლერის ეფექტი რა არის?
მოძრავი წყაროს
QUOTE
მოძრაობის მიმართულებით გამოსხივებული ფოტონის ტალღის სიგრძე გაიზრდება და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით შემცირდება.
ანტიდოპლერია რელატივისტური ეფექტები ნაწილაკისათვის. მოძრავი წყაროს მოძრაობის მიმართულებით გამოსხივებული ნაწილაკისთვის დროს (სიშირე მცირდება) შენელება გაიზრდება, მოძრაობის საწინააღმდეგოდ დროის (სიხშირე გაიზრდება) შენელება შემცირდება.
QUOTE
ფოტონის სიხშირეს ჩვენ ვაფასებთ ჩვენს სისტემაში,რადგან ჩვენ მას ვზომავთ. ჩემი კითხვაა, ფოტონი ტვითონ როგორ შეიგრძნობს დროს?
ის თავის სიხშირეს ვერც გრძნობს და ვერც ზომავს... მისთვის ყველაფერი ერთი სიჩქარით მოძრაობს... ცვალებადობას მისას ჩვენ ვხედავთ და არა ის თვითონ.... მის სისტემაში ჩვენ როგორ დავინახავთ ცვალებადობას... ?
ათვლის სისტემებში არა არის განსხვავება. ფოტონი თავის სისტემაში ფერმიონია, ჩვენი სისტემის ფერმიონები მის სისტემაში ბოზონები.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tyvia
Crazy Member
ჯგუფი: Members
tyvia
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2053
წევრი No.: 239308
რეგისტრ.: 31-December 17
#61382046
· 4 Jul 2024, 01:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
ელექტრონის ნახევარი არსებობს? მიუხედავად იმისა შეგვიძლია მისი გაყოფა თუ არა
თუ კი მაშინ როგორც მინიმუმ 2 ნაწილისგან შედგება და როგორ არის უმცირესი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61383869
· 5 Jul 2024, 02:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
სიმართლე რომ ვთქვა, სინათლესთან დაკავშირებით ღრმა გაურკვევლობაში ვარ. ალბათ მართლაც ნაწილაკია, იმიტომ რომ მზეს ხომ მასა აკლდება მაგის გამოსხივებით. ფოტონი კი უმასოა მაგრამ ალბათ ენერგიაში გადასული მასა.
ჰიგსის ბოზონი როგორ ანიჭებს მასას ვერც ეგ გავიგე, მეტ პოტენციალს აძლევს ნაწილაკსო და ეს მასაში აისახებაო.
მთელი სამყაროა გაურკვევლობაში. არავინ იცის რა არის ფოტონის სტრუქტურა და არა მარტო ფოტონის მთელი ფუნდამენტუზრი ნაწილაკების... ფოტონს მასა არ აქვს, რადგან ის არ ურთიერთქმედებს ჰიგსის ველთან, ანუ გარემო რომელშიც
ჰიგსის ველია ყველგან, არ უღტიერთქმედებს ფოტონებთან ამის გამო ფოტონს მასა არ აქვს... მაგრამ ეს ველი კვარკებთან, ლეპტონებთან და მათ არ აძლევს თავისუფალი გადადგილების საშუალებას, ანუ აძლევს ინერციას, რაც არის მათთვის მასის შეძენა...
QUOTE
არ ვიცი რაა ფოტონი და რამენაირადაც ვე აღვიქვავ, ვერ ვიკამათებ. თუმცა მაგნიტური ველი რომ სპინებით კეთდება (დიდი ალბათობით ნეიტრინოს სპინებით) , ეს იდეა საინტერესოდ და განხილვის ღისად მეჩვენება.
მაგნიტურ ველს მაგნიტური მომენტი ქმნის და არა სპინი.... ცხადია თუ ნაწილაკს სპინი აქვს მას ასევე მაგნიტური მომენტი აქვს და მათ შეფარდებას გირომაგნიტური შეფარდება ჰქვია, რომელიც ანომალიურია.... მისი შესწავალა დღეს გაფაციცებით მიმდინარეობს, რადგან ეს ანომალია სტანდარტული მოდელის გარეთ გადის...
რა ქმნის მაგნიტურ მომენტს ფუნდამენტური ნაწილაკისას... შიგნით მოძრავი მუხტი, თუ მაგნიტური მონოპოლი, რომელიც დღემდე არაა აღმოჩენილი...
QUOTE
რამე სხვა დადასტურება უნდა იყოს, მაგაზე ვიტყვი, რომ ეჯახება ანტენას, მერე იწვევს ელექტრულ ეფექტსო.
არა, უკვე კლასიკური ფიზიკაც გვეუბნება, როგორ ვრცელდება ტალღა ელექტრომაგნიტური, ესაა მუდმივი გადასვლა ცვალებადი მაგნეტური ველის ელექტრულში და პირიქით,... ეს პირდაპირ ჩანს მაქსველის განტოლებიდან...
* * *
tyvia
QUOTE
ელექტრონის ნახევარი არსებობს? მიუხედავად იმისა შეგვიძლია მისი გაყოფა თუ არა
თუ კი მაშინ როგორც მინიმუმ 2 ნაწილისგან შედგება და როგორ არის უმცირესი?
რა არის უმცირესი? არ ვიცი... შედგება თუ არა ელექტრონი სხვა ნაწილაკებისგან, არავინ იცის...
დღეს ითვლება რომ არა... ის ფუნდამენტურია....
მაგრამ შენ იტყვი ასე ატომზეც ამბობდნენ, მაგრამ დაიშალაო... დღეს უკვე 8 ტევ მდე ავედით და არაფრით არ იშლება ელექტრონი... ახლა მოვაცილოთ მასა ელექტრონს, რადაგან ინფლაციამდე ელექტრონს მასა არ აქვს...
რა გვიშლის ხელს, უმასო ელექტრონი შევჭმუხნოთ "თითქმის" პლანკის ზომამდე?…
This post has been edited by
graviton
on 5 Jul 2024, 03:35
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(8)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0340 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.