Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(8)
« პირველი
...
5
6
[7]
8
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სინათლე
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61421513
· 23 Jul 2024, 19:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
აქაა გაუგებარი, ვამბობთ ელ.მაგნიტურ ტალღას, მერე ალბათ შეთანხმებულები ვართ, რომ ელ.მაგნიტურ ტალღას ახლავს ელექტრული და მაგნიტური ველები და მერე აღარვართ მგონი შეთანხმებულები, რომ ამ ველებს აქვთ დაძაბულობის ძალწირები.
თუკი ელ.მაგნიტურ ტალღაში არსებობს ელექტრული და მაგნიტური ველები, როგორ შეიძლება ამ ველებს არ ჰქონდეთ დაძაბულობის ძალწირები (თუ ვექტორები) ? პირველად გავიგე ასეთი რამე... ამ ეტაპზე, საერთოდ ეჭქვეშ ვაყენებ იმას, თუ ზუსტად იმნაირია ელ.მაგნიტური ტალღა, როგორც განმარტავენ. თუმცა ახლა შევნიშნე, რომ მგონი სწორადაც ვერ განმარტავენ და შესწავლა სჭირდება. ვერც კი წარმომიდგენია ასეთი რამე, ველი იყოს და დაძაბულობის ვექტორი (თუ ძალწირი) არ ჰქონდეს.
არ ვიცი, შეიძლება რამე სხვა გაუგებრობა გვაქ მაგრამ, მე ეს შევნიშნე.
კიბატონო, მივაქციოთ იმათაც ყურადღება, თუ ვინმე რამეს იტყვის.
არავიტარი შეთანხმება.... ველის ძალწირის განმარტებაა, რომ ის არის მრუდი, რომლის ყოველი წერტილის მხები გამოხატავს, ამ წერტილში ელექტრული ან მაგნიტური ველის დაძაბულობის მიმართულებას...
ფოტონის ძალწირს რა აზრი აქვს? დახაზე აბა ტალღის ძალწირები...
QUOTE
ფოტონს საერთოდ არ უწერია ელექტრული მუხტი. სპინი კი უწერია და ეს, როგორც ვიცი, მაგნიტურ ველთან მჭიდროდ დაკავშირებული რაღაცაა. მეტი ალბათობით, ფოტონი მაგნიტურ ველს ქმნის და ეს უკანასკნელი ელექტრულს და ცვლადი მაგნიტური ველის მიერ შექმნილი ელექტრული ველი, წრიული ფორმის ძალწირებითაა და ეს წრიული ფორმის ძალწირები სინუსოიდას მიმგვანებული ფორმით უნდა გადაებან, ასე მივიღე ის ნახაზი.
ფოტონი არ ურთიერთქმედებს თავისთავთან... ის არის ელექტრომაგნიტური ველის აღგზნება, ტალღის პაკეტი...
არ ვიცი რა წრიულ ზალწირებზე ლაპარაკობ? ის რაც დახაზე არაა ძალწირები. ტალღის გავრცელების ფორმააა...
--------------------
ლოგიკით ნუ ტრაბახობ
თუ არ გაქვს ცოდნა, არ გექნება ლოგიკა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 268701
რეგისტრ.: 5-December 22
#61421571
· 23 Jul 2024, 19:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გავიგე ანტიმატერია დაბადეს, ანტიწყალბადიც, მაგრამ ფოტონთან ურთიერთქმედებს თუ არა? დიდი ანტიმოლეკულა რო დავბადოთ ცილის ხელა დავინახავდით მას თუ არა და როგორ დავინახავდით? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რო თუ სადმე ანტიმატერია შეიძლება ვხედავთ კიდეც და მატერია გვონია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61421672
· 23 Jul 2024, 20:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lordilidan
QUOTE
ეს გეოდიზიური ხაზები რა არის?
გამრუდებულ სივრცეში ინერციული მოძრაობის ხაზები. სივრცის მეტრიკით განმარტებული...
QUOTE
ან 5 სხეული რატო და როგორ ამრუდებს სივრცეს?
5 სხეული კი არ ამრუდებს, არამედ 5 პროცენტი ხილული მატერიაა სამყაროში და ის ამრუდებს სივრცეს(ასევე ბნელი მატერია, რომელიც 22 პროცენტია,... მაგრამ მისი არსებობა ჯერ არ დასტურდება....) 72 პროცენტამდე ბნელი ენერგია კიდევ საწინააღმდეგო ქმედებისაა, რადგან დადებითი ენერგია აქვს...
არსებობს აინშტაინის განტოლებაში პსევდო ენერგია-იმულსის სტრესს ტენზორი, რომელიც ამ 5 პროცენტს შეესაბამება და იწვევს სივრცის გარუდებას. რატომ? არავინ იცის .... ასეთია იდეა, რომელიც ექსპერიმენტულად სწორედ ასახავს არსებულ მაკრომოვლენებს...
QUOTE
თუ დიდ მანძილებზე არ ვრცელდება მიზიდულობა ზემასიური შავი ხვრელი რატო ქმნის გალაქტიკას?
ეს რა შუაშია? საუბარია იმაზე, რომ მიზიდულობა მეორადი გამოვლინებაა სხვა ეფექტის, მაგალითად ენტროპიული ძალააა...
ანუ დესიტერის სივრცეში მატერიის მიერ გამოდევნილი ბნელი ენერგია ქმნის ენტროპიულ ძალას და ეს ძალა აიძულებს სხეულებს შეიჭმუხნონ ერთმანეთისკენ...
QUOTE
თავისუფალი ვარდნის აჩქარება mgh?
ეს ფორმულა რატო მუშაობს, მაშინ თანაბარი სიჩქარით უნდა ვეცემოდეთ პლამეტაზე და არა აქჩქარებით.
ზუსტად ეს აჩქარება მიუთითებს, რომ გრავიტაცია არაა ურთიერთქმედება, რომ მას არა აქვს წყარო..., რადგან ინერციული და გრავიტაციული მასა გამოდის ტოლი, ანუ ერთი მათგანი არ არსებობს... ინერციულ მასას ქმნის ჰიგსი და სხვა ურთიერთქმედება. შესაბამისად გრავიტაციული მასა არ არსებობს... ეს იყო მთავარი პრინციპი აინშტაინის, როცა თქვა გრავითაცია არ არსებობს, ისაა სივრცის გამრუდება, რომლის გეოდეზიურ ხაზებზე მოძრაობენ ინერციით სხეულები...
გამრუდებულ სივრცეში გეოდეზიური ხაზებზე სხეულების მოძრაობა აჩქარებაა... და ეს არის ასევე ძლიერი ეკვივალენტობის პრინციპი... რომ აძქარებული მოძრაობაა, გრავიტაციის ეკვივალენტურია...
QUOTE
ანუ როგორც გავიგე შენ გჯერა სამყაროს გაფართოების ორი რამის გამო, წითელი წანაცვლება და ბნელი ენერგია
სამყაროს, უფრო სწორედ სივრცის გაფართოების მაჩვენებელია, ჰაბლის კანონი, წითელი წანაჩვლებით დადასტურებული...
მასიური ვარსკვლავების კუთხური განაწილება, მიკროტალღური ფონის იზოტროპიული განაწილება...
QUOTE
ხო გრავიტონების სასარგებლოდ მაქვს კიდევ 2 არგუმენტი, გრავიტაციული ტალღები ეს ერთი
გრავიტაციული ტალღა, სივრცის გამრუდებიs პულსირების გავრცელებაა და არა გრავიტონების...
QUOTE
მეორე.. თუ მიზიდულობის ეფექტი წარმოიქმნება მასიური სხეულის მიერ სივრცის გამრუდების გამო სადაა ლოგიკა სიმკვრივეში?
QUOTE
ერთი და იგივე მოცულობის ბამბა და რკინა რატო იწონის სხვადასვა წონას?
სხვადასხვა ინერციული მასა აქვთ და შესაბამისად განსხვავებული ენერგეტიკული სიმკვრივე, ანუ mc^2... პსევდოტენზორში, რომელიც ქმნის სიმრუდეს, ეს პირველი სიდიდეა...
საერთოდ კითხვა გაუგებარია... თუ იცი როგორ გამოიყურება აინშტაინის განტოლება, მაშინ ეს კითხვა არ დაისმება...
QUOTE
ნუ mgh ორივეზე ერთნაირად კი მოქმედებს რადგან ფორმულაში სიმკვრივე არაა,
ყველა სხეული ერთნაირად ვარდება, რადგან გრავიტაციული და ინერციული მასა ტოლია... და კვლავ ვიმეორებ ეს იყო საწყისი ფარდობითობის თეორიის... ყველა სხვა ურთიერთქმედებაში ეს არ სრულდება...
QUOTE
მაგრამ ვარსკვლავები შენთვითონ არ იძახდი რაც უფრო მძიმეა მით უფრო პატარა ნაწილებად იშლებაო
ასეთ რამეს ვერ ვიტყოდი. შეიძლება ვთქვი, რომ რაც დიდია მასა მით შანსია აქვს ვარსკვლავს გახდეს შავი ხვრელი....,
მზე ვერასოდეს გახდება შავი ხვრელი.... სამჯერ დიდი მასის რომ იყოს და არა მძიმე... სიტყვა მძიმე უადგილოა, ნეიტრონული ვარსკვლავი გახდებოდა და თუ იმაზე მეტი მასა იქნებოდა, მაშინ შავი ხვრელია მომავალი....
* * *
lordilidan
QUOTE
გავიგე ანტიმატერია დაბადეს, ანტიწყალბადიც, მაგრამ ფოტონთან ურთიერთქმედებს თუ არა? დიდი ანტიმოლეკულა რო დავბადოთ ცილის ხელა დავინახავდით მას თუ არა და როგორ დავინახავდით? ამ შეკითხვას იმიტომ ვსვამ, რო თუ სადმე ანტიმატერია შეიძლება ვხედავთ კიდეც და მატერია გვონია
ფოტონი ურთიერთქმედებს, რადგან ფოტონი, თავისი თავის ანტინაწილაკია...
თუ ზემაღალ ვაკუუმში დაბადებდი და რაიმეთი შესძლებდი მის იზოლირებას მატერიისგან შესძლებდი დანახვას... მაგრამ გარჩევა მისი ჩვეულებრივისგან, მაინც შეიძლება დაშლის ტიპის ანალიზით... მაგრამ ამას დიდხანს ვერ შეინახავდი, ალბათ წამებში თან ანიჰილირდება და თან დაიშლება მატერიალურ გარემოსთან ურტიერთქმედების გამო...
წყალბადს, ცერნში ცდილობენ მაგნიტური ველით ვაკუუმში დაიკავონ, მაგრამ ის მაინც იპარება და პლიუს გარეგანი კოსმოსური ნაწილაკები შლიან...
თუ სადმე ძალიან შორს არსებობს ანტიმატერია, მაშინ მას ჩვენთვის უცნობი, არა მატერიალური "კედელი" უნდა ჰყოფდეს... სხვანაირად ის ანიჰილირდება...
This post has been edited by
graviton
on 23 Jul 2024, 20:59
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 268701
რეგისტრ.: 5-December 22
#61421810
· 23 Jul 2024, 22:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შენთვითონ არ თქვი რაც უფრო მძიმეა ვრასკვლავი მით მეტი შანსია, რომ კვარკვებად დაიშალოს და არ დაჯერდეს მხოლოდ წყალბადად ან ჰელიუმად
(დესიტერის სივრცეში მატერიის მიერ გამოდევნილი ბნელი ენერგია ქმნის ენტროპიულ ძალას და ეს ძალა აიძულებს სხეულებს შეიჭმუხნონ ერთმანეთისკენ)...,.
ეს ვერ გავიგე, ანუ ზემასიური შავი ხვრელის მზიზდულობა არ ქმნის გალაქტიკას?
გალაქტიკები მაინც დიდი მანძილით არიან დაშორებულები ერთმანეთისგან, იმ მანძილით რომ ერთმანეტში კონტაქტი ვერ მოხდება, ჩემი აზრით თავისუფლად შეიძ₾ება ვხედავდეთ სადმე ანტი გალაქტიკას და მატერია გვეგონოს
This post has been edited by
lordilidan
on 23 Jul 2024, 22:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61422164
· 24 Jul 2024, 01:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
QUOTE
ველის ძალწირის განმარტებაა, რომ ის არის მრუდი, რომლის ყოველი წერტილის მხები გამოხატავს, ამ წერტილში ელექტრული ან მაგნიტური ველის დაძაბულობის მიმართულებას...
კი, ამაზე გეთანხმებით.
QUOTE
ფოტონის ძალწირს რა აზრი აქვს? დახაზე აბა ტალღის ძალწირები...
ფოტონზე ვთქვი, არ ვიცი რაა, ვერ წარმომიდგენია კარგად და მის ძალწირებს ვერ დავხაზავ.
განმარტებაა რომ, ფოტონებისგან წარმოიქმნება ელ.მაგნიტური ტალღა და რანაირადაა ამ ტალღაში ფოტონი არ ვიცი.
ასევე განმარტებაა რომ ელ.მაგნიტურ ტალღაში წარმოიქნმება ელექტრული და მაგნიტური ველები, ეს არამარტო განმარტებაა, რეალურადაც ვხედავთ ამ ველებისგან წარმოქმნილ დენებს ანტენაში. ანუ ანტენის ელექტრონებს ელ.ველი ექაჩება და უნდა შეიძლებოდეს იმ დაძაბულობის ვექტორის დახაზვა, რომელიც ამ ელექტრონებს ექაჩება და ეს ვექტორი უნდა როგორმე გამოიხაზოს ელ.მაგნიტურ ტალღაზე. და ამ ვექტორს სწორად თუ გამოვხაზავთ, ამის საფუძველზე დავამზადებთ ანტენებს, რომლებმაც უნდა იმუშაონ, თუ სწორია თეორია (ელ.მაგნიტურ ტალღაზე გამოხაზული ვექტორი).
სავარაუდოდ მაქსველი სწორია, როცა ამბობს, რომ ცვლადი მაგნიტური ველი წარმოქმნის ცვლად ელექტრულ ველს და პირიქით. თუმცა აქ არის საინტერესო, რა მექანიზმებია ამისთვის გარემოში. და რათქმაუნდა თვითონ ფოტონიც საინტერესოა.
ჩვენი ამოცანაა როგორ დავხაზოთ ელ.მაგნიტურ ტალღაში, ველების დაძაბულობის ვექტორები. მაქსველის მიხედვით ელექტრული ძალწირები წრიული ფორმისაა.
სურათზე, მოცულობითი ისრები მაგნიტური ველის დაძაბულობას აღწერს, ხოლო არამოცულობითი ელექტრული ველისას. მერე აღარ ხაზია, მოცულობითი ისრები ორად გაიყოფა და გაყოფილები მოუხევს და ამ ორიდან ერთი წინა ფოტონის მაგნიტურ ველზე გადაიბმება მეორე უკანა ფოტონისაზე.
მთლად სრულყოფილად ვერ დავხაზე, მაგრამ მგონი წარმოდგენა შეიქმნება.
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61424130
· 25 Jul 2024, 00:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lordilidan
QUOTE
შენთვითონ არ თქვი რაც უფრო მძიმეა ვრასკვლავი მით მეტი შანსია, რომ კვარკვებად დაიშალოს და არ დაჯერდეს მხოლოდ წყალბადად ან ჰელიუმად
ოი, ღმერთო... ამას მე არასოდეს ვიტყოდი... მოიყვანე ციტირება...
ჯერ ერთი სიტყვა მძიმე უადგილოა.... რაც დიდია მასა ვარსკვლავის უფრო შანსი აქვს გახდეს, შავი ხვრელი, ან ზემასიური შავი ხვრელი...
QUOTE
(დესიტერის სივრცეში მატერიის მიერ გამოდევნილი ბნელი ენერგია ქმნის ენტროპიულ ძალას და ეს ძალა აიძულებს სხეულებს შეიჭმუხნონ ერთმანეთისკენ)...,.
არსებობს თერმოდინამიკური მიდგომა, რომ ობიექტის მიერ გამოდევნილი ბნელი ენერგიის ენტროპია, განიცდის ცვლილებას... ეს კიდევ ფიზიკის თანახმად ქმნის საკმაოდ ძლიერ მიზიდლობის ძალას, გამოდევნელი ობიექტის მიმართულებით...
QUOTE
ეს ვერ გავიგე, ანუ ზემასიური შავი ხვრელის მზიზდულობა არ ქმნის გალაქტიკას?
ქმნის, მაგრამ რა ქმნის ზემასიური შავი ხვრელის მიზიდულობას? ესაა საკითხი..
რომელიც კარგად არის შესწავლილი დღეს ADS/CFT თეორიიშავი ხვრელის ყოფაქცევა განსხვავებულია, რადგან ის არის ანტიდესიტერის სივრცის, განსხვავებით ჩვენი დესიტერის სამყაროსი, სადაც ჩვენ ვარსებობთ...
QUOTE
გალაქტიკები მაინც დიდი მანძილით არიან დაშორებულები ერთმანეთისგან, იმ მანძილით რომ ერთმანეტში კონტაქტი ვერ მოხდება, ჩემი აზრით თავისუფლად შეიძ₾ება ვხედავდეთ სადმე ანტი გალაქტიკას და მატერია გვეგონოს
ეს როგორ უნდა მოხდეს...? არ გესმის მთავარი არსი...
ჯერ ერთი ეს გალაქტიკები და ვარსკვლავები შეიქმენენ 12 მილიარდი წლის წინ და მაშინ ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან,
მეორეც ამ ვარსკვლავების შექმნას სჭირდებოდა ბირთვულ ფაზაში და მის წინ ყველა ფუნდამენტური ანტი ნაწილაკების, მერე ანტიწყალბადის, ანტიჰელიუმის შექმნა, არსებობა... და ესენი უკვე ამ დროს ერთმანეთან ანიჰილაციით გაანადგურებდნენ ერთმანეტს და ჩვენი სამყაროს ხილული მატერია არ იარსებებდა,... მაგრამ რადგან არსებობს, ეს ანტი მატერია უკვე თავში სადღაც გაქრა...
ანუ დარღვეული იყო CP სიმეტრია, რომელსაც ახლა ვიხილავთ...
* * *
Komponent
QUOTE
ფოტონზე ვთქვი, არ ვიცი რაა, ვერ წარმომიდგენია კარგად და მის ძალწირებს ვერ დავხაზავ.
განმარტებაა რომ, ფოტონებისგან წარმოიქმნება ელ.მაგნიტური ტალღა და რანაირადაა ამ ტალღაში ფოტონი არ ვიცი.
ასევე განმარტებაა რომ ელ.მაგნიტურ ტალღაში წარმოიქნმება ელექტრული და მაგნიტური ველები, ეს არამარტო განმარტებაა, რეალურადაც ვხედავთ ამ ველებისგან წარმოქმნილ დენებს ანტენაში. ანუ ანტენის ელექტრონებს ელ.ველი ექაჩება და უნდა შეიძლებოდეს იმ დაძაბულობის ვექტორის დახაზვა, რომელიც ამ ელექტრონებს ექაჩება და ეს ვექტორი უნდა როგორმე გამოიხაზოს ელ.მაგნიტურ ტალღაზე. და ამ ვექტორს სწორად თუ გამოვხაზავთ, ამის საფუძველზე დავამზადებთ ანტენებს, რომლებმაც უნდა იმუშაონ, თუ სწორია თეორია (ელ.მაგნიტურ ტალღაზე გამოხაზული ვექტორი).
სავარაუდოდ მაქსველი სწორია, როცა ამბობს, რომ ცვლადი მაგნიტური ველი წარმოქმნის ცვლად ელექტრულ ველს და პირიქით. თუმცა აქ არის საინტერესო, რა მექანიზმებია ამისთვის გარემოში. და რათქმაუნდა თვითონ ფოტონიც საინტერესოა.
ჩვენი ამოცანაა როგორ დავხაზოთ ელ.მაგნიტურ ტალღაში, ველების დაძაბულობის ვექტორები. მაქსველის მიხედვით ელექტრული ძალწირები წრიული ფორმისაა.
სურათზე, მოცულობითი ისრები მაგნიტური ველის დაძაბულობას აღწერს, ხოლო არამოცულობითი ელექტრული ველისას. მერე აღარ ხაზია, მოცულობითი ისრები ორად გაიყოფა და გაყოფილები მოუხევს და ამ ორიდან ერთი წინა ფოტონის მაგნიტურ ველზე გადაიბმება მეორე უკანა ფოტონისაზე.
მთლად სრულყოფილად ვერ დავხაზე, მაგრამ მგონი წარმოდგენა შეიქმნება.
ელექტრომაგნიტური ტალღა არის ფოტონების ერთობლიობა. ფოტონი საერთოდ წრიული პოლარიზაციისა, მარჯვენა ან მარცხენა...
ამათი კომბინაციით შეიძლება წრფივი და ელიფსური პოლარიზაციის მიღება....
ანუ ფოტონი ჩვენსკენ მომავალი, ამ სვლის პერპენდიკულარულად არის ელექტრული ველის ვექტორი მბრუნავი... ამ სიბრტყეში. და არა ტალღის მიმართულებით როგორც შენ დახაზე. ესაც გასაგებია, რადგან ფოტონს აქვს სპინი 1 ის ტოლი.... ანუ ორი კომპონენტი გადადგილების პერპენდიკულარული მიმართულებით, შესაბამისად არის ის წრიული პოლარიზაცია, რომელიც ზევით დავწერე..., ხოლო გადადგილების მიმართულებითაც უნდა ჰქონდეს სპინს მდგენელი, მაგრამ ფოტონს ეს მდგენელი არ აქვს, რადგან მასა არ აქვს და გადადგილების მიმაღტულებით გაბრტყელებულია...
ჩვეულებრივ რადიოტალღებში გადაცემა ხდება ვერტიკალური პოლარიზაციით, ანუ ელექტრული ველის ვექტორი ვერტიკალირად ცვალებადობს, ხოლო მაგნიტური ველი ჰორიზონტალურად...
თუმცა არის პირიქითაც, როცა დიპოლური ანტენები გამოყენება და არა "შტირი"
This post has been edited by
graviton
on 25 Jul 2024, 00:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61431105
· 28 Jul 2024, 13:59 · ·

მგონი წარმოვიდგინე, როგორც არის ტალღაში ელექტრული და მაგნიტური ველის დაძაბულობის ვექტორები. ნახაზი არსად დევს ინტერნეტში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61447436
· 2 Aug 2024, 21:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Komponent
QUOTE
მგონი წარმოვიდგინე, როგორც არის ტალღაში ელექტრული და მაგნიტური ველის დაძაბულობის ვექტორები. ნახაზი არსად დევს ინტერნეტში?
როგორ არ არის... სავსეა... დაუწერე:
electromagnetic field polarization
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 268701
რეგისტრ.: 5-December 22
#61449376
· 3 Aug 2024, 21:20 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როგორც გავარკვიე ფოტონის ტალღა 400 ნანომეტრიდან 700 ნანომეტრამდე მერყეობს და 400 ნანომეტრის ქვემოთ ხილული გამოსახულებით ობიექტებს ვეღარ დავაკვირგვებით ხო? მერე უკვე ელექტონული მიკროსკოპია არა საჭირო? მოლეკულურ ბიოლოგიას რო ვსწავლობდი უჯრედის აგებულება შავ თეთრ ფერში იყო ხოლმე მხოლოდ, უჯრედის ორგანელები
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61451799
· 5 Aug 2024, 00:42 · ·

ეს ის დიაპაზონია ელექტრომაგნიტური ტალღის, რომელსაც ადამიანის თვალი ხედავს,... შეიძლება ცოტა მეტსაც...
თუმცა ქვევით ინფრაწითელისკენ, 1000 ნანომეტრზე, უფრო ქვევითაც სიხშირის მიხედვით, ენერგიით 0.1 ევ-ის ფოტონები
იზომება კრიოგენული კალორიმეტრებით, ან სპეციალური ნახევარგამტარული დეტექტორებით... რომელიც
დრეს განსაკუთრებით პოპულარულია,... რადგან თუ გინდა დაინახო შორეული გალაქტიკები, 10-11 წითელი წანაცვლებით, უნდა გაზომო ეს დიაპაზპონი... ასე მოქმედებს webb space ტელესკოპი....
მეორეს მხრივ მოკლე ტალღისკენ არის ულტრაიისფერი დიაპაზონი , ან ზეულტრაიისფერი, რომელთა ტალღის სიგრძე 5 ნანომეტრისკენაა..., . ამათი ფოტონების ენერგია 1 კევ არეშია... ამათ ზომავენ ნახევარგამტარული პიქსელდეტექტორებით...
შემდეგ მოდის 20-40 კევ დიაპაზონი, რენტგენული არე...50-25 პიკომეტრი.. შემდეგ მოდის უზარმაზარი არე გამა კვანტების
რომელთა ენერგია მევ მდეა... ამათაც ვზომავთ," ვხედავთ"...
მაგრამ ამ ჩამოთვლილ მოკლეტალღურ არეში არ გვაქვს ზუუმის შესაძლებლობა, რომ გვქონდეს მაღალი სივცული გარჩევადობა... ოპტიკურ არეში ეს ხდება ლინზებით, მაგრამ ზედა არეში ლინზები აღარ მოქმედებს და გაქვს დიფრაქციული შეზღუდვა, ამიტომ
ელქტრონული მიკროსკოპი გამოიყენება, რომელსაც შეუძლია გადიდება და მაღალი სივრცული გარჩევადობის მიღება... რაც შესაძლებლობას იძლევა 0.2 ნანომეტრი გარჩევადობა მივიღოთ...
ფერი ადამიანის თვალის გავლით, ტვინის სუბიექტური შეგრძნობააა.... შესაბამისად იმ არის გარეთ რასაც თვალი ვერ ხედავს... ფერის ცნებაც არ არსებობს... ამიტომ წარმოვადგენთ ან შავთეთრად, ან გავაფერადებთ რომელ ფერადაც გვინდა....
This post has been edited by
graviton
on 5 Aug 2024, 01:23
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 268701
რეგისტრ.: 5-December 22
#61453294
· 5 Aug 2024, 18:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხოდა ელექტრონულ მიკროსკოპში ფოტონებით ხო აღარ უყურებენ უყურებენ 400 ნანომეტტრის ქვემოთ რაცაა იმ ნაწილაკებით, დისფრააქცია რო ხდება ეგ ვიცი, მაგრამ რომელი ნაწილაკებით ვხედავთ, .. 0.2 ნანომეტრი რომელ ტალღას შეესაბამება?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61453921
· 5 Aug 2024, 23:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lordilidan
QUOTE
ხოდა ელექტრონულ მიკროსკოპში ფოტონებით ხო აღარ უყურებენ უყურებენ 400 ნანომეტტრის ქვემოთ რაცაა იმ ნაწილაკებით, დისფრააქცია რო ხდება ეგ ვიცი, მაგრამ რომელი ნაწილაკებით ვხედავთ, .. 0.2 ნანომეტრი რომელ ტალღას შეესაბამება?
ობიექტებს "ვხედავთ" ფოტონებით, ელექტრონებით, პროტონებით, ან სხვა ნაწილაკებით...
დანახვა ნიშნავს, ობიექტის დასხივებას "პატარა ზომის" ნაწილაკებით და ობიქტისგან გაფანტული ამ ნაწილაკების მერე რეგისტრირებას... "ნათურა" ასხივებს ფოტონებს, ის ხვდება ობიექტს, იქიდან ირეკლება, განიფანტება და მერე ჩვენს თვალში ხდება თვალის ლინზით ფოკუსირება და თვალის "პიქსელებზე" და მას ვხედავთ, როგორც ობიექტს....
ელექტრონულ მიკროსკოპში ამას აკეთებს ელექტრონები, რომელიც აჩქარდება მაღალი ძაბვით, 500 ვოლტიდან 200000 ვოლტამდე ძაბვით... სხვადასხვაა ეს ძაბვა ელექტრონული მიკროსკოპის სიმძლავრის მიხედვით და გარჩევადობის მიხედვთ(resolving power ჰქვია ამას... ), ეს ელქტრონები ფოკუსირდება მაგნიტური ლინზებით, რაც იძლევა ობიექტის შექმნას და შესაბამისად გადიდებას თითქმის რამოდენიმე მილიონჯერ...
აქ ტალღის სიგრძე არის დებროილის, ანუ თუ მაგალითად მიკროსკოპს აქვს 50 კვოლტი ძაბვა, ელექტრონების ტალღის სიგრძე იქნება 5 პიკომეტრი... მაგრამ ეს არაა გარჩევადობა. გარჩევადობა უფრო ნაკლები იქნება, რადგან ის დამოკიდებულია, რამდენად კარგად შეუძლია მიკროსკოპის მაგნიტურ ველს ფოკუსირება... ის როგორც წესი ამ ძაბვის მიკროსკოპისთვის 0.2-0.6 ნანომეტრის რიგისაა...
0.2 ნანომეტრი ტალღის სიგრძე კი არ არის, არამედ გარჩევადობა სივრცული, ელქტრონული მიკროსკოპის...
თუ გვინდა რომ უფრო მაღალი გარჩევადობა მივიღოთ და დავინახოთ მაგალითად ნაწილაკები, 10^-18მ არეში, მაშინ უნდა ავაჩქაროთ პროტონები და ის დავაჯახოთ ობიექტს, რომელსაც ვიკვლევთ...
ამიტომაა ცერნში აჩქარებენ პროტონებს 8*10^12 ევ მდე, მისით სწავლობენ პატარა სტრუქტურებს...
საერთოდ ელექტრონები უკეთესია, მაგრამ ასეთ მაღალ ენერგიაზე ელქტრონების აჩქარება შეუძლებელია, რადგან პატარა მასის გამო ელექტრონები იწყებენ გამოსხივებას, და კარგავენ ენერგიას, სინქროტრონული გამოსხივების გამო....
This post has been edited by
graviton
on 6 Aug 2024, 01:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
Komponent
გამოქვაბულის ამბები
ჯგუფი: Members
წერილები: 3646
წევრი No.: 137852
რეგისტრ.: 30-October 11
#61454407
· 6 Aug 2024, 08:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
graviton
ისევ ტელეფონით ვარ და ნახაზები რომ დამჭირდეს, ვერ დავდებ.
ისე გამიჭირდა, მგონი ვერ ჩავწვდები ელ.მაგნიტურ ტალღას. არადა საკმაო დონეზე უნდა იყოს შესწავლილი. იმიტომ რომ, ხომ აკეთებენ ანტენებს.
ფოტონი როგორ ქმნის ელ.მაგნიტურ ტალღას, ამის გარკვევა შემდეგ ეტაპზე გადავდე.
ჯერ მინდა, ელ. მაგნიტური ტალღა გავარკვიო როგორაა, როგორ არის ამ ტალღაში ელექტრული და მაგნიტური დაძაბულობის ვექტორები.
სურათი ვნახე, ზამბარასავით რომ მიდის ელ.დაძაბულობის ვექტორი, თუმცა ის ვეღარ გავიგე, პოლარიზაციას რომ მოვახდენთ ამ ტალღის, მერე როგორ იქნება. ის, ზამბარასავით რომ მიდის, მგონი ფოტონის ტრაექტორიაა და მერე, ასე თუ ისე გასაგებია, როგორ (რა ფორმით) ცვალებადობს ელ.ველი. მაგრამ მაგნიტური ველი როგორ ცვალებადობს და როგორ მდგომარეობას იკავებს ტალღაში, ეგ ვეღარ გავიგე.
მგონი არც არავის დაუხაზია ის, რაც მაინტეტესებს, როგორ არის ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის ვექტორები ტალღაში.
This post has been edited by
Komponent
on 6 Aug 2024, 08:52
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
lordilidan
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 856
წევრი No.: 268701
რეგისტრ.: 5-December 22
#61455465
· 6 Aug 2024, 16:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხო ანუ ეხლა დაახოლებით გავიგე, ელექტრონნი კია პროტონზე 2000 ჯერ პატარა, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ ხდება, ამის წინაზე ადამიანის ბადურაზე და ლიზნაზე კი არ მქონდა ლაპარაკი, არამედ სინათლის მიკროსკოპის ლინზაზე, რომელიც მაქს 400 ნანომეტრამდე ჩადის, სინათლის ტალღის გამო, მეგონა ელექტრონულ მიკროსკოპშიც ლინზის მაქს ეფექტი იყო გამოყენებული 0.2 ნანომეტრზე და ეს იყო ელეტქრონების ტალღის მინიმალური სიგრძე(გამოდის მას ვერ ვიმორჩილებთ) და გაცილებით პატარა ტალღის სიგრძე აქვს
* * *
თსსუ ში, პათოლოგიური ანატომიის ლექტრორმა აწ გარდაცვლილმა გვარად ჩხაიძემ სახელი არ მახსოვს ასე აგვიხსნა... განსხვავება ელექტრონულ და სინათლის მიკსროსოპს შორის ტალღის სიგრძეშიაო და დისფრაქცია ხდებ ხდება სინათლის მიკროსკოპშიო... ამიტომ შემქნეს ელექტრონული მიკროსკოპი რითაც შესაძლებელი გახდფა მაგალითად დეენემის ორჯაჭვიანობის დაგდენა, ასევე უჯრედი მემბრანის ორშრიანობის დანახვა და ასე შემდეგ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
graviton
VASOVASIA
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 190020
რეგისტრ.: 13-August 14
#61456352
· 6 Aug 2024, 21:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lordilidan
QUOTE
ხო ანუ ეხლა დაახოლებით გავიგე, ელექტრონნი კია პროტონზე 2000 ჯერ პატარა, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ ხდება, ამის წინაზე ადამიანის ბადურაზე და ლიზნაზე კი არ მქონდა ლაპარაკი, არამედ სინათლის მიკროსკოპის ლინზაზე, რომელიც მაქს 400 ნანომეტრამდე ჩადის, სინათლის ტალღის გამო, მეგონა ელექტრონულ მიკროსკოპშიც ლინზის მაქს ეფექტი იყო გამოყენებული 0.2 ნანომეტრზე და ეს იყო ელეტქრონების ტალღის მინიმალური სიგრძე(გამოდის მას ვერ ვიმორჩილებთ) და გაცილებით პატარა ტალღის სიგრძე აქვს
რას ჰქვია ვერ ვიმორჩილებთ? ელექტრონი ყველაზე "დამორჩილებულია", ამიტომ გამოიყენება ყველგან... განსაკუთრებით წრიფივ ამაჩქარებელში... რომელიც არის ყველა "სუფთა" ხელსაწყოებში და ექსპერიმენტებში... სუფთა ნიშნავს არ ასხივებს ფონურ გამოსხივებას, რომელიც გაზომვებს უშლის ხელს...
მაგრამ წრფივ ამაჩქარებელში დიდი ენერგიის მიღება ძნელია და ძვირია.... დიდ მანძილზე უნდა იყოს გადაჭიმული...
ამიტომ იყენებენ წრიულ ამაჩქარებელს და წრეზე ატრიალებენ ნაწილაკებს, რომ დიდი ენერგია მივიღოთ.... წრეზე კი ნაწილაკების დაკავება ხდება მაგნიტური ველით.... მაგნიტურ ველში მოძრაობისას კი ყველა დამუხტული ნაწილაკი ასხივებს და
ეს გამოსხივება მასის მეოთხე ხარისხის უკუპროპორციულია და ამითომ შენ გადაწყვიტე რომელი ნაწილაკის აჩქარება სჟობია ზემაღალ ენერგიებამდე...
QUOTE
თსსუ ში, პათოლოგიური ანატომიის ლექტრორმა აწ გარდაცვლილმა გვარად ჩხაიძემ სახელი არ მახსოვს ასე აგვიხსნა... განსხვავება ელექტრონულ და სინათლის მიკსროსოპს შორის ტალღის სიგრძეშიაო და დისფრაქცია ხდებ ხდება სინათლის მიკროსკოპშიო... ამიტომ შემქნეს ელექტრონული მიკროსკოპი რითაც შესაძლებელი გახდფა მაგალითად დეენემის ორჯაჭვიანობის დაგდენა, ასევე უჯრედი მემბრანის ორშრიანობის დანახვა და ასე შემდეგ
საქმე, რომ მარტო ტალღის სიგრძეში იყოს, მაშინ რენტგენულ გამოსხივებას აიღებდნენ, ან ზეულტრაიისფერს....
საქმე იმაშია, რომ იმიჯის ჩამოყალიბებას, ლინზები სჭირდება... რენტგენი და ზეულტრაიისფერი ან კიდევ უფრო მაღალი ენერგიის ფოტონები... ლინზაში შტაინთქმებიან და თავის მოვალეობას ვერ ასრულებენ...
ელექტრონების შემთხვევაში კი მაგნიტური ველი ასრულებს ლინზების როლს.... მაგნიტური ველის სპეციალური ფორმები აიძულებენ ელექტრონებს იმოძრავონ, "როგორც გვინდა".....
* * *
Komponent
QUOTE
სურათი ვნახე, ზამბარასავით რომ მიდის ელ.დაძაბულობის ვექტორი, თუმცა ის ვეღარ გავიგე, პოლარიზაციას რომ მოვახდენთ ამ ტალღის, მერე როგორ იქნება. ის, ზამბარასავით რომ მიდის, მგონი ფოტონის ტრაექტორიაა და მერე, ასე თუ ისე გასაგებია, როგორ (რა ფორმით) ცვალებადობს ელ.ველი. მაგრამ მაგნიტური ველი როგორ ცვალებადობს და როგორ მდგომარეობას იკავებს ტალღაში, ეგ ვეღარ გავიგე.
მგონი არც არავის დაუხაზია ის, რაც მაინტეტესებს, როგორ არის ელექტრული და მაგნიტური ველების დაძაბულობის ვექტორები ტალღაში.
დაუხაზია და ინტერნეტიც სავსეა... დადე ინტერნეტიდან ერთი სურათი, რომელიც შენ ყველაზე კარგად გესმის და ის გავარჩიოთ...
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(8)
« პირველი
...
5
6
[7]
8
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.4590 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.