#62456432 · 1 Feb 2026, 15:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Irakli
| QUOTE | | ეგ არ ვიცით ზუსტად არსებობს თუ არა წერტილოვანი წყარო გრავიტაციის ან რა არის უმცირესი ზომა ასეთი მუხტის. ალბათ პლანკის მასა? |
h კვანტის ლოკალიზაცია ნაწილაკის უარყოფითი ელექტრული ველის ლოკალიზაციაა (ვირტუალური ელექტრონი, ...). თუ ლოკალიზდება პლანკის ზომაში, იარსებებს პლანკის დროში.
| QUOTE | | ფარდობითობის ზოგად თეორიაშიც ენერგია-იმპულსის ტენზორი და მასებია წყარო ველის. მაგრამ აქ წყაროზე არაა საუბარი, ველის/ურთიერთქმედების გადამტანზეა საუბარი. ასევე არა არის ცხადი რას ნიშნავს სივრცის გამრუდება მიკროსკოპულ/კვანტურ მაშტაბებში. ანუ გრავიტაციული ურთიერთქმედების კვანტური თეორია არ არსებობს, თუმცა არსებობს მინიშნება რომ ურთიერთქმედება სხვადასხვანაირია მცირე და მაკროსკოპულ მაშტაბებზე. |
დრო სივრცე- ნაწილაკების საერთო დინამიკური თვისებები (სიხშირე, ტალღის სიგრძე) მიეწერება სივრცეს, ფიზიკური სივრცე არ არის ცარიელი. თუ არსებობს გრავიტონი (არა როგორც გრავიტაციული ურთიერთქმედების გადამტანი) მაშინ იარსებებს გრავიტონული ფონი და ურითიერთმედებს როგორც გლუონი.. ეს შეიძლება იყოს პროტონის კვარკული სტრუქტურა დინამიკაში.
|