
2008 წელი, უკვე ცნობილი საკულტო სერიის მეხუთე ნაწილი გამოვიდა Silent Hill: Homecoming. შეხვედრა ემოციური იყო, სამი საღამო ჩაბნელებული ჰოსპიტალის დერეფნებში. დაძაბულობა და შიში, არა ისეთი როგორიც ადრე, მაგრამ მაინც ეფექტური. პროგნოზი გამართლდა, კონამიმ მიაგდო თავისი დაუვიწყარი პროექტი და საფრთხეც შეუქმნა მთელს სერიას. ჰილი ისეთი აღარაა, ადრე რომ იყო...
თამაშის პროცესი
ბევრი ცვლილებები განიცადა ყველა მიმართულებით, დაიხვეწა ბრძოლის სისტება, შესაძებელი გახდა დარტყმის აცილება, გახევებული კამერა ამოძრავდა, ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებისას ხედი პირველ პირზე იცვლება, რაც გაცილებით მოსახერხებელია. მონსტრები შუქზე და ხმაურზე რეაგირებენ. სამწუხაროდ თამაშში ვერ ვხვდებით დღის შუქს, რასაც ბევრჯერ უსვამდნენ ხაზს, ბევრი დაპირება არ ან ვერ შესრულდა. პაზლები მარტივია და ერთფეროვანი, თმის ბეწვს აღარ ვეძებთ ონკანში. მართვა უცნაურია, ყოველი ატვირთვის მერე ქარხნულზე გადაყვანა ჭირდება, ბაგები ალბათ.
სიუჟეტი
იაპონური შიში ამერიკულმა შეცვალა, თამაშში სისასტიკემ იმატა. სცენების კინემატოგრაფიულობამ, ემოციურობამ იკლო, სულისშემძვრელი დამაჯერებლობა დაიკარგა, მიუხედავად ყველა ნაკლისა პროექტმა ატმოსფერო მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა, (ალბათ კომპოზიტორის დიდი დამსახურებაა) სიუჟეტი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თამაშის მანძილზე დიალოგებში და დადგმულ სცენებში გვეძლევა სხვადასხვა ქმედების არჩევის საშუალება, რაც თამაშის დასასრულზე მოქმედებს.
გრაფიკა
ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, მიუხედავად ახალი თაობის კონსოლებისა, თამაში ტექნოლოგიურად დაუხვეწელია, ხეზერს ვერცეთი პერსონაჟი ვერც კი უახლოვდება. ზოგი სცენა ძრავიდანვე არ მიდის, წინასწარი რენდერია.
ერთი სიტყვით ვისაც Silent Hill -ი უყვარს აუცილებლად უნდა ითამაშონ, მორიგი ექსპერიენსია, მორიგი ცნობებია ორდერზე, ქალაქსა და კულტზე. ვისაც უბრალოდ კარგი თამაშის თამაში უნდა, ან ჰილს პირვლად ეცნობა, ნაკლებად გირჩევთ.