ერთი წლის წინ ბავშს ვუყიდე 4 გბ-ანი სლიმი კინექტით ამაზონზე შტატებში, ჩავთვალე რა, რომ 250 გბ-იანი ვერსიის ყიდვას იმ დროისთვის აზრი არ ჰქონდა იმის გამო, რომ ბავშვი 9 წლის იყო და ლაივით ვერ ისარგებლებდა, ასევე 100$-ზე მეტი უნდა დამემატებინა. სამაგიეროდ დამატებით ვუყიდე 4 თამაში კინექტისთვის. ერთი წლის შემდეგ ბავშმა ახალი თამაშების მთელი სია გადმომცა საყიდლად, მეც გადავთვალე ღირებულებაში (ორგინალებს ვგულისხმობ) და გადავწყვიტე თვითონ გავრკვეულიყავი კონსოლის მუშაობაში და მეცადა თამაშების ჩაწერა - გაშვება. ისე სწორად რომ ვთქვა, უფრო სპორტული ინტერესი მქონდა, რადგან როდესაც ინტერნეტით გავეცანი ინფორმაციას თუ რა უნდა გამეკეთებინა, დიდი შანსი იყო იმისა, რომ საერთოდ დამეტოვებინა ბავშვი კონსოლის გარეშე

.
საბოლოოდ ჯამში ყველაფერი გამომივიდა და საკმაოდაც გავერკვიე როგორც კონსოლის მუშაობის პრინციპში, ასევე თუ როგორ უნდა ჩავწერო დისკები.
ამას ვწერ იმათთვის ვისაც გადაწყვეტილი აქვს თვითონ დამოუკიდებლად გააკეთოს ის რაც მე უკვე გავაკეთე.
დავიწყოთ თავიდან, რისი ცოდნა არის საჭირო, რომ შეძლოთ გადააკეთოთ თქვენი იქსბოქსი ისე, რომ ყველა დისკი წაიკითხოს:
1. პირველი აუცილებელია დაუზიანებლად შეძლოთ კონსოლის გახსნა (დაშლა) - აწყობა. ამაზე აქ არ შევჩერდები, რადგან ინტერნეტში ძალიან ბევრ საიტზე საკმაოდ ილუსტრირებულად არის ნაჩვენები ეს პროცესი.
2. მეორე რისი ცოდნაც საჭიროა - გაჰაკვას, დაჩიპვას (სინამდვილეში არაფერს არ ჩიპავთ

) თუ რაც გინდათ დაარქვით ექვემდებარება მხოლოდ თქვენი კონსოლის DVD წამკითხავი, ასე რომ დაშლის (1 ეტაპის შემდეგ) უნდა გაარკვიოთ რომელი მწარმოებლის DVD დგას თქვენს იქსბოქსში. ჩვეულებრივ კონსოლებში შეიძლება შეგხვდეთ ჰიტაჩის სამსუნგის, ბენქის, ლაითონის DVD-ები, სლიმებში ეს როგორც წესი (როგორც მე გავერკვიე) არის LITE-ON 16D4S, ეხლა გამოსულა 16D5S-იც. პრინციპი ყველას აქვს ერთი, უნდა შეიცვალოს წამკითხავის ფირმვეარი სხვა ერთი ცუდი ბიჭის მიერ დაწერილი ვერსიით. მაგრამ აქ არის ყველაზე რთული მომენტი - 16D4S გამოდის ორი ვერსიის, პლატა და დეტალები ორივეში იდენტურია, განსხვავება არის მხოლოდ წამკითხავის კონტროლერის პროცესორში Mediatek MT1335WE, უფრო სწორად პროცესორში მდებარე მეხსიერების მოდულში: ის პროცესორი რომელზეც ბოლო, მეოთხე წარწერა იწყება 03-ით არის MXIC -ის ფირმის ჩაყენებული მეხსიერებით, ხოლო მეორის ბოლო ხაზი იწყება 05-ით და მასში დგას Winbond -ის მეხსიერება. ვისაც გაქვთ 03 ანუ MXIC -ის ფირმის პროცესორი ჩათვალეთ გაგიმართლათ, რადგან ამ პროცესორის მქონე წამკითხავის გადაკეთება გაცილებით ადვილია, პლატაზე მხოლოდ ერთი ხაზის გადაჭრა და 15 ომიანი რეზისტორი დაგჭირდებათ და თუ დილეტანტის დონეზე მაინც ერკვევით სქემოტექნიკაში (ესეც არაა საჭირო, უბრალოდ ტექნიკასთან შორს თუ არ დგახართ) გარანტირებული 100% შედეგი გექნებათ. სხვაგვარადაა საქმე ვისაც არ გაუმართლა და 05 ანუ Winbond -ის პროცესორიანი DVD-ის მფლობელია (მე არ გამიმართლა

). ამ შემთხვევაში უკვე დაგჭირდებათ რკინის ნერვები, ზუსტი მხედველობა და მყარი ხელები, რადგან თუ მაინც გადაწყვიტეთ გააგრძელოთ (როგორც მე), დაგჭირდებათ ხელის პატარა დრელი ან ბორმანქანა 1მმ-ანი ბურღით (ე.წ. სვერლო) ან ბორი. დიახ, მოემზადეთ, თქვენ უნდა გაბურღოთ პროცესორი და თანაც არა გამორთულ, არამედ კვებაში ჩართულ სქემაზე

. წინასწარ მონიშნავთ გასაბურღ ადგილს პროცესორზე და ... მერე ხელი არ უნდა აგიკანკალდეთ. შედეგიანობა ინერნეტის მონაცემებით 70% დადებითია, თუ დანარჩენ 30% -ში მოხვდით, დაგჭირდებათ გამოცვალოთ თქვენი DVD -ის კონტროლერი (30-დან 70 დოლარამდე იბეიზე ან ალიექსპრესზე, სამაგიეროდ უკვე unlocked). ისე თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ აქაც არ უნდა იყოს პრობლემა, უბრალოდ თავიდან გეშინია, რადგან ალბათ უმეტესობას ესეთი რამ არ ექნება გაკეთებული.
თვითონ პროცესს აღარ აღვწერ, რადგან ინერნეტში ყველაფერი დეტალურად და იდეალურად არის აღწერილი - მე მაგალითად აქედან ვიხელმძღვანელე:
http://www.hackfaq.net/xbox/type.shtml , ჩამოშლით, ამოირჩევთ მოდელს და მიყვებით. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, ვეცდები დაგეხმაროთ.
მიაქციეთ ყურადღება, რომ იანვარში ზემოთხსენებულმა ბიჭმა გამოუშვა ახალი ვერსიები LITE-ON 16D4S და LITE-ON 16D5S -სთვის. ჩაწერეთ მხოლოდ iXtreme LT+ 3.0 ან 2.0 ვერსია, რადგან ახალი თამაშების იმიჯების უმეტესობა არის XDG3 ფორმატის (მაგ. NFS The Run, BF3) და 2.0 დაბალ ვერსიაზე აღარ მიდის. 2.0 ვერსიის შემთხვევაში XDG3 ფორმატის დისკით LIVE-ში შესვლის დროს ბილი ბიძია მოგართმევთ დამსახურებულ ე.წ. ბანს, რისი საშუალებაც (ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით) მოუკლა ცუდმა ბიჭმა 3.0 ვერსიაში. ასე რომ ამ ვერსიის ჩაწერით მულტიპლეიერიც თამამად შეგიძლიათ ითამაშოთ. სამაგიეროდ 3.0 ვერსიის შემთხვევაში ყველა ძველი თამაში (ორგინალების გარდა) თავიდან გექნებათ ჩასაწერი, რადგან უნდა გაიპაჩოს (უფრო სრულად იხ. ქვემოთ პუნქტი დ), უფრო მარტივად - გადაკეთდეს ამ ვერსიისთვის მაგ. პროგრამით Xbox Backup Creator. ახალი იმიჯები უკვე გადაკეთებული იდება და აღარ დაგჭირდებათ შემდგომში ამაზე ჩალიჩი. ყოველ შემთხვევაში იმიჯის ავტორს კომენტარში ეწერება ჭირდება თუ არა გაპაჩვა.
3. თუ ამ პუნქტამდე მოხვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ აპარატურული ნაწილი შედეგიანად დაამთავრეთ და მზად ხართ პირველი დისკის ჩასაწერად. რა დაგვჭირდება ამისათვის:
ა) ნორმალური DVD DuaL Layer + დისკი (აუცილებლად პლუსი, რადგან XBOX მინუს დისკის მეორე ფენას ვერ კითხულობს). თამაშების უმეტესობა არის XDG2-ის ფორმატში და ზომით არ აღემატება DL დისკის ზომას, ანუ 8.5 (რეალურად 8.1) გბ-ს, ხოლო XDG3 -ის შემთხვევაში იმიჯის ზომა დისკის ზომაზე მეტია და აქ უკვე დაგვჭირდება მაღალი ხარისხის დისკები (მაგ. ვერბატიმის, მაირექსის).
ბ) ნორმალური DVD DL რეკორდერი, მაგ. სამსუნგის, პიონერის, ლაითონის. თქვენს მიერ ჩაწერილი დისკი XDG2-ის იმიჯით იქნება 100% -ანი მუშა, XDG3-ის შემთხვევაში იმიჯი დისკის ზომაზე დიდია და ჩაწერთ 97%-ანი სიზუსტით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ თამაშის დროს, არა უბრალოდ 100% XDG3 გჭირდებათ მხოლოდ ვინჩესტერიდან თამაშის დროს, რადგან იქ წაკითხვის სიჩქარე მაღალია და რამდენიმე წუთში თამაშიდან გამოგაგდებს (არ მკითხოთ თუ როგორ შეიძლება ვინჩესტერიდან თამაში, რადგან ეს უკვე სულ სხვა კომპოტია და აქ უკვე სქემატურად უნდა შეეხო XBOX-ის დედაპლატას. ვისაც დაგაინტერესებთ პროცესს ჰქვია freeboot და ასევე დევს ინტერნეტში მთლიანი ინსტრუქცია. არის სხვა ვარიანტებიც -
Xbox 360|ნაწილი X. მე ჯერჯერობით არ დავინტერესებულვარ). იმისათვის რომ ჩაწეროთ XDG3 100%-ით, არის მხოლოდ ერთადერთი DVD რეკორდერი LITE-ON iHAS (სულერთია 124 დან 624 მოდელის ჩათვლით, მე ვიყიდე 624 მოდელი თბილისში, კომპიუტერულ კომპანია Gitec-ში, რაც ძალიან გამიკვირდა, რადგან ზუსტად ეს მოდელი ევროპაშიც და ამერიკაშიც ძალიან ცოტა მაღაზიას ჰქონდა და დღესაც ასეა რატომღაც), რომელშიც ასევე უნდა შეიცვალოს კონტროლერის ორგინალი ვერსია, ისევ იმ ბიჭის მიერ შექმნილი სპეციალური ვერსიით iXtreme Burner Max.
გ) XDG2-ის ჩასაწერად გამოგადგებათ მარტივი პროგრამა - Clone CD, იმიჯს რომელსაც წერთ აქვს გაფართოება .iso, მაგრამ ასევე დაგჭირდებათ მეორე პატარა ტექსტური ფაილი .dvd გაფართოებით, რომელშიც მითითებულია თუ რომელი სექტორიდან გადავიდეს რეკორდერი მეორე ფენის ჩასაწერად. ხშირად არის, რომ მარტო XDG2 .iso ფაილი დევს რომელიმე საიტზე ან ტორენტზე, პრობლემა არაა, .dvd ფაილი შეგიძლიათ თქვენთვითონ შექმნათ. მაგ. გაქვთ მარტო NFS.iso, შექმენით ნებისმიერი ტექტური ფაილი, დაარქვით NFS.dvd, ჩაწერეთ პირველ აბზაცზე LayerBreak=1913760 და მეორე აბზაცზე იმიჯფაილის სახელი - ჩვენ შემთხვევაში NFS.iso. დაასეივეთ და ამ ორი ფაილიდან Clone CD-ს მიუთითეთ ტექსტური .dvd ფაილი. კარგი რეკორდერის და დვდ დისკის შემთხვევაში 100%-ანი შედეგი გარანტირებული გაქვთ.
XDG3 იმიჯის ჩასაწერად გირჩევთ გამოიყენოთ პროგრამა ImgBurn ვერსია 2.5.6.0, აქაც ისევ ტექსტურ .dvd ფაილს უთითებთ, ოღონდ LayerBreak აქ უკვე სხვაა, რადგან როგორც ვთქვით იმიჯის ზომაც მეტია სტანდარტულზე. ანუ ვწერთ LayerBreak=2133520. ჩაწერის სიჩქარე დააყენეთ 4X, თუ გინდათ ჩაურთეთ ვერიფიკაცია, უბრალოდ მეტ დროს წაიღებს.
დ) როგორ გადავაკეთოთ იმიჯ ფაილი 3.0 ვერსიისთვის. როგორც ზემოთ ავღნიშნე გვჭირდება პროგრამა Xbox Backup Creator, გამოიყენეთ ვერსია 2.9.0.350. გაუშვით, ამოირჩიეთ თქვენი რეკორდერი რომლითაც გინდათ ჩაწეროთ (თუ ორი ან მეტი გაქვთ. ერთის შემთხვევაში ავტომატურად ირჩევს რაც გაქვთ) და გადადით ტაბზე Image Tools, ჩაურთეთ Inject. ზოგ იმიჯს მოყვება .bin ფაილები. მაგ BF3-ს იმიჯთან (ორ DVD-ანი XDG3 იმიჯია, პირველი მულტიფლეიერი, მეორე სინგლფლეიერი) ერთად აქვს ოთხი .bin ფაილი: AP25_61C746D7.bin, DMI.bin, PFI.bin და SS.bin. ვაწვებით შესაბამის ღილაკებს და შეგვყავს ისინიც. iso ფაილი შეიცვლის შექმნის დროს და ექნება თქვენი ბოლო კორექტირების დრო. მორჩა, იმიჯი მზადაა ჩასაწერად, შეგიძლიათ გადახვიდეთ write ტაბზე და მიუთითოთ ImgBurn ჩასაწერად, ან საერთოდ გამოხვიდეთ და თქვენთვითონ გაუშვათ ImgBurn. ჩაწერეთ, ითამაშეთ, დაივიწყეთ რეგიონი და ორგინალი დისკები

.
ეხლა დავაკვირდი რამდენი მიწერია

) გისურვებთ წარმატებებს.