ახლა გასაგებია თუ რატომ ფიქრობდნენ ტრილოგიაზე, რასაც ჰქვია ტონა კონტენტია რაგნაროკში :დ +-14 საათი ვითამაშე უკვე და მთავარი სიუჟეტი ჯერ სადღაც 30% ზეა
(პირველი 5 საათი ჩათვალე ერთი დიდი ინტროა) საიდ ქვესტების გარეშე. ბევრი სასიამოვნო და მოულოდნელი მომენტი იყო უკვე ამ დროში
კომბოები საგრძნობლად დახვეწეს, იმის მიუხედავად რომ ეტყობა რომ ჯერ კიდევ ბევრი რამე არის გასახსნელი. მარა ცუდი ის არის რომ FOV ის გაზრდა ისევ არ შეიძლება, ზოგ მომენტში ძაან ახლოა კამერა და უკარგავს საბრძოლო სისტემას ეფექტურობას, რატო არ ამატებენ ვერ ვხვდები
გრაფიკაც გაუმჯობესებულია, მთლად დიდი ნახტომი არ არის მარა დეტალიზაცია ძალიან არის გაზრდილი და არვიცი მე მეჩვენება თუ არა მარა მომენტებში uncharted 4 მაგონებს

განსაკუთრებით თუ როგორ არის ახალი განათება გაკეთებული. 4K ში ზოგი პეიზაჟი ულამაზესია
მეორე დიდი ბოსი წინა თამაშის ყველა ბოსს ჯობია, და ჩემი აზრით საერთოდ ერთ ერთი საუკეთესო ბოსია სერიაში. მინი ბოსები წინა ნაწილის მთავარ ბოსებზე რთულია

(მედიუმზე ერთი დონით მაღალ სირთულეზე)
This post has been edited by Levson on 11 Nov 2022, 12:47