ესეც ჩემი მინი რეზუმე.
Heavy Rain (PS3) - ფსიქოლოგიური თრილერი, მაგარი სიუჟეტი, პერსონაჟები, სცენარი 2000 გვერდზე მეტი. მოკლედ ფარენგეიტის საუკეთესო ტრადიციებში.
Alan Wake (XBOX 360, PC) - ფსიქოლოგიური ექშენ თრილერი, ასევე საინტერესო სიუჟეტს, გარემოს და ატმოსფეროს გვპირდებიან. ამ ე3-ს ალანის ტრეილერი ისე ძალიან არ მომეწონა. მოკლედ გამოვა და ვნახავთ.
Mass Effect 2 (XBOX 360, PC)– Mass Effect 1 იყო პირველი თამაში რომელიც ვნახე ბოქსზე და ამის მერე შემეცვალა აზრი კონსოლებზე. აქამდე ვთვლიდი რომ კონსოლებზე მარტო უაზრო ჯახახუხები და არკადები გამოდის და დანარჩენი ყველაფრისთვის არის პისი. ამიტომ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ამ სერიასთან. როგორც დაგვპირდნენ გაითავლისწინეს 1-ის ყველა დიდი და პატარა იაღლიში (თუმცა ბევრი არც იყო იმჰო) და ბევრი ახალი რამეც დაამატეს. ასევე პირველი ნაწილ სეივის შენახვის შემთხვევაში გავლენას მოახდენს მეორე ნაწილში სიუჟეტის განვითარებაზეო. 1-ში იყო კაი სიუჟეტი, საინტერესო დიალოგები, ქარიზმატული პერსონაჟები და მათ შორის დამოკიდებულება, ხარისხიანი ხმოვანი და გრაფიკული გაფორმება, კარგი ლეველ დიზაინი და დახვეწილი ბრძოლის სისტემა.
Assasins Creed 2 (XBOX 360, PC, PS3)- ტრეილერი საკმაოდ ლამაზი იყო. არ ვარ პირველის დიდი ფანი, იმიტომ რომ როგორც უბის ბოლო დროს გამოშვებული თამაშების უმრავლესობა, აქაც იგივე გეიფლეია, ”გააკეთე 1-ელ გაიმეორე 1000-ჯერ”. რაც კი თავიდან ვიტომ საინტერესოდ დაწყების მერე კლონი ქალაქები და მისიები მალე ამოგდის ყელში და ყველაფერი სხვა იკარგება ამის ფონზე. იგივე დაემარტა ბოლო პრინცს და Mirrors Edge-საც.
Overlords II (XBOX 360, PS3, PC)- პირველზე მაგარი ვიხალისე და ესეც კაი გაგრძელება ჩანს. თან მალე გამოდის. დემოები უკვე არის სამივე პლათფორმისთვის. ძალიან ძლიერი შავი იუმორი, სახალისო გეიმფლეი, ცოტა სტრატეგია, სახალისო პერსონაჟები და გემრიელი ანიმაცია და არტი = ოვერლორდი.
აღსანიშნავია:
Gothic 4 (3-ის მერე ცოტა სკეპრიკურად ვარ განწყობილი მარა ვნახოთ), Dragon Age - იმედია ესეც კარგი გამოვა.
Dante’s Inferno - ახალი პროექტია, იგრძნობა God of War-ის გავლება. ტრეილერებს არაუშავდა. მივადევნებ თვალყურს.
ასევე აჩვენეს God of War III (PS3)-ის პირველი დონის გეიმფლეი. კი ნამეტანი სასტიკად გამოიყურება მაგრამ 1-2 ნაწილი გათვალისწინებით სერიოზული გაგარძელება გამოვა და ბევრი სხვა მსგავსი ტიპი პროექტებისგან განსხვავებით ეს სისასტიკე ყურით მოთრეული არაა და ჯდება სერთო კონცეპტში. ბავშვებისთვის აშკარად არაა რეკომენდირებული.
დაანონსდა და აჩვენეს Last Guardian(TRICO) (PS3) ტრეილერი - ეს არის Shadow of the Colossus-ის და ICO-ს შემქნელებისგან. ტრილოგიის დასასრული იქნებაო. ეს ”კანტორა” ეა-გან და უბისგან განსხვავებით არ არის მარტო მოგებაზე ორიენტირებული და ექსპერიმენტების საშუალებას აძლევენ საკუთარ თავს, ამიტომ იმედი მაქვს მართლა კარგი რამე გამოუვათ. ტრეილერი ძალიან ატმოსფრული და იმედის მომცემი იყო.
ავტო სიმულატორების დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ მართლაც ძალიან სერიოზულად გამოიყურებოდა Forza 3 (XBOX 360), Grand Turismo 5(PS3).
დაანონსდა crackdown 2 (XBOX 360). ეს ახლობლის რეკომენდაციით ეხლახან შევიძინე პირველი და მე თვითონ გამიკვირდა რატომ გითრევს და გინდა ითამაშო. ვინმეს ამის გეიმფლეის ვიდეო რომ ენახებინა, ალბათ დავცინებდი მაგას რა გათამაშებს მეთქი. უნდა გავარკვიო რა ხდება

სამწუხაროდ E3-ზე არ იყო ბილზარდი ამიტომ ბევრ აქტივიჟერ-ბლიზარდის გემრიელი პროექტზე, რომელიც მალე უნდა გამოვიდეს, ვერაფერი ახალი გავიგეთ.
ნუ ასევე აჩვენეს COD6 და Bad Company 2-ის (სკრინებიდან მეც ეჭვი მაქვს რომ საქართველოში ხდება) ტრეილერები და გეიმფლეი. ნუ წინა სერიებს ალბათ არაფრით ჩამოუვარდებიან თუ არ ჯობიან. ადრენალინი გარანტირებულია.
Flashpoint : Dragon Rising - გეიმფლეიდან ბევრი ვერაფერი გავარკვიე. როგორც მივხვდი ჰარდკორ სტილიდან უფრო არკადისკენ წაინაცვლა და ცოტა გული დამწყდა. გამოვა და ვნახოთ.
საინტერესო მენიშნა სონის პრეზენტაციიდან რომ ბევრი ყურადღება დაუთმეს PSP-ს და მის ახალ რეინკარნაციას PSP Go-ს. ბევრი პროექტები გამოვა PSP-ზე შემდეგ წელს, Little Big Planet-ის ჩათვლით. გამიხარდა რომ სონიმ უარი თქვა UMD ფორმატზე და ყველა თამაში ციფრულად გავრცელდება და ონლაინ გაიყიდება PSN Store-ს დახმარებით.
ნინთენტოს Wii-დან მხოლოდ სულელური Wii პულსის გამზომი კონტროლერის ანონსი დამამხსოვრდა. მალე ალბათ წნევის საზომს კონტროლერსაც მოიგონებენ სრული კომპლექტისთვის.
ძალიან ეფექტური ტრეილერი ქონდა ახალ MMO RPG-ს Star War-ის სამყაროს ბაზაზე: Star Wars : The old republic-ს.
კიდევ ბევრი კაი პროექტი იყო, თუ გამახსენდება მიავმატებ.