ესეიგი ჩემი CRT ტელევიზორის ისტორია გრძელდება. პერფექციონისტი ჩემში არ მაძლევდა საშუალებას ეს ტელევიზორი ქარხნულ მდგომარეობაში მეხმარა. მოგეხსენებათ ქარხანაში თითო ტელევიზორზე არავინ არ დახარჯავს დროს რომ იდეალურად გაასწოროს. მიუხედავად იმისა რო ტელევიზორთან მუშაობა არ მიყვარს იქედან გამომდინარე რო ეკრანში დაახლოებით 30000 ვოლია გადავწყვიტე მაინც დამეშალა და გამესწორებინა რამდენადაც შევძლებდი.
ყველაზე დიდი პრობლემა რაც ქონდა ეს იყო გადაღრეცილი გამოსახულება რაც ასეთი ტელევიზორების უმრავლესობას ახასიათებს.
სურათი მაგალითისთვისაა.
სურათზე აშკარად ჩანს რო ეკრანი მარჯვნივაა ჩაბრუნებული ჩემს ტელევიზორში მარცხნივ იყო.

ეს კონკრეტული პრობლემა ცუდია იმით რომ უშუალოდ კინესკოპთან არის მუშაობა საჭირო ეკრანის გადაღრეცვის მიზეზი არის ის რომ როდესაც ელექტრო მაგნიტი წამოაცვეს არ შეიწუხეს თავი რო იდეალურად გაეწორებინათ.

დაახლოებით ნახევარი საათი ვასწორე ელექტრომაგნიტი და საბოლოოდ შევძელი როგორც იქნა გასწორება.
ამის შემდეგ დავჯექი და მაქსიმალურად იდეალურად ჩავსვი გამოსახულების კუთხეები ეკრანში რაზეც ასევე არ იწუხებენ დიდად თავს უბრალოდ ცოტათი გაწელილს აკეთებენ გამოსახულებას რო ეკრანზე ცარიელი ადგილები არ იყოს.
ასე და ამგვარად ვერთობოდი დღეს მთელი საღამო

.
სნუპ დოგიახალ თამაშებს PC ზე ძველებს კონსოლებზე.
This post has been edited by Snes on 25 Jun 2019, 02:43