სნუპ დოგიდისკის ჩადება აჩენს ბრტყელ კვადრატს დასეივება არაა საჭირო მერე ეს კუბიკი დროთა განმავლობაში იზრდება და თუ არ ვცდები მაქსიმუმი სიმაღლე 30 საათი აქ. მემორი ქარდს რო გახსნი შიგ არის ყოველთვის დასეივებული რაღაც კუბიკი რომელსაც PS2 აწერია იმაში ინახება ეგ ინფორმაცია.

აი ზემოთ მარცხნივ და ასევე PS2 ის სეივები კიდე ცალკე ისტორიაა. თავის დროზე რო დავასეივებდი ხოლმე თამაშს მერე სპციელურად სევდიოდი და ვნახულობდი როგორი სეივი ქონდა ზოგს მოძრავი ფიგურები ქონდა და ზოგს დაჟე წაშლის ანიმაციები აქ.
მაგალითად თუ სწორად მახსოვს ტეკენ ტაგ ტურნამენტში ლინ შაუიუ ერქვა მგონი გოგოს ხო ეგ ეხატა სეივზე და ცეკვავდა მარა წაშლას თუ დააპირებდი ტიროდა.


ასევე ამ სურათზე თუ დააკვირდები შეამჩნევ რო ფეხთან და თავთან რაღაც ვერტიკალური ზოლებია. ეგ არის PS2 ის დამახასიათებელი პრობლემა როცა ახალ LCD ტელევიზორზე აერთებ და რაც გამოწვეულია იმითო რო სხვა კონსოლებისგან განსხვავებით PS2 იყო გაკეთებული სპეციალურად ისე რო ძველი ტრუპკიანი ტელევიზორების გარკვეული თვისებები გამოეყენებინა (კონკრეტულად ინტერლეისინგი რომელიც ახალ ტელვიზორებს აღარ აქვთ ახლები პროგრესივია) იმისთვის რო გარკვეულ წილად უკეთესი გრაფიკა მიეღო ვიდრე თვითონ კონსოლს შეეძლო. საერთოდ PS2 პროგრამული თვალსაზრისით საოცრება იყო.
მაგალითად ვიცით ხო რო PS2 ს ვიდეო მეხსიერება სულ რაღაც 4მეგაბაიტი ქონდა მაშინ როცა გეიმქუბს ქონდა 24 და XBOX 32. მაგრამ შეიძლება ითქვას თითქმის იგივე გრაფიკას დებდნენ ზედ. ეს იმის ხარჯზე ხდებოდა რო ყველა ტექტურები რაც PS2 ის თამაშებს აქვს არის უფერული იმიტომ რომ ფერებს ყველაზე დიდი ინფორმაცია მიაქვს. ხოლო ცალკე კოდი იყო რომელშიც ინფორმაცია იყო ჩაწერილი ტექსტურა როგორ უნდა გაფერადებულიყო ტექტური ინფორმაციის სახით რომელისაც რათქმოუნდა ავტოგენერირება ხდებოდა ხელით არავინ წერდა მაგას.
ასევე ვიდეო მეხსიერებაში გადაცემის სიჩქარე ქონდა წარმოუდგენელი პს2 ს
PS2
Texture buffer bandwidth: 9.6 GB/s
Frame buffer bandwidth: 38.4 GB/s
ასეთი მონაცემები PS3 საც არ ქონდა
ამიტომაც იყო san andreas ში ბალახის რაოდენობა შემცირებული XBOX და PC ზე მაგალითად XBOX ზე და PC ზე შეიძლება ითქვას ეს მინდორი უბრალოდ მოტიტვლებული მინდორია.

ანალოგიური სიტუაცია იყო silent hill 2 ში რომლის დეველოპერმაც კი იხუმრა HD რემასტერს რო აკეთებდნენ რო ნისლი რატო დააკლეს PS3 ვერ ქაჩავსო რაც სასაცილო იყო ის ფაქტი რო ვერ ქაჩავდა და იმიტო დააკლეს ანალოგიურად იყო ნისლი დაკლებული XBOX, XBOX 360,PC თუმცა იმასაც ავღნიშნავ რო PS3 ზე და XBOX 360 ზე ყველაზე მეტადაა დაკლებული რაც ალბათ პროგრამისტების უნიჭობას უნდა დავაბრალოთ.
თუმცა რათქმოუნდა XBOX ასევე ქონდა თავისი ძლიერი მხარეები რითიც ისეთ რამეებს აკეთებდა რასაც PS2 ვერ გააკეთებდა მაგრამ ეს ძლიერი მხარებეი უბრალოდ სტანდარტული hardware ს განვითარებით იყო მოსული და არაფერი განსაკუთრებული ინჟინრული თუ პროგრამული შრომა არ იყო ჩადებული შიგ. თუმცა ორიგინალმა XBOX მა მაინც მოიტანა ინოვაციური იდეები რასაც ყველა იყენებს ამჯამად ერთი იყო ჩაშენებული ვინჩესტერი და მეორე უნიფიცირებული მეხსიერება რომელსაც ვიდეო კარტა და პროცესორი ინაწილებენ იმის ნაცვლად რო ორი ცალცალკე მეხსიერება იყოს.
This post has been edited by Snes on 1 Mar 2020, 15:40