ვერ მოვითმენ ეხლა 2 სიტყვა უნდა ვთქვა მას ეფექტზეც.
ჯერ ერთი იმიტომ ვცემ პატივს რომ ჩემთვის პირველი თამაში იყო კონსოლებზე რომელმაც დამაინტერესა.
მეორეც 90% ვინც 1-2 ნაწილი დახურა თავს დავდებ წარმოდგენა არ აქვთ მას ეფექტის სამყაროზე. ნახეს 4-5 პლანეტა, იომეს, ისროლეს, 10 საათში დახურეს და მორჩა.
მე მარტო ჯოისტიკზე რახარუხი, ქვიქთაიმ ივენთები მალმალე ჭერა და 5-6 საათში დახურვა არ მიყვარს. ძალიან მისწორდება როცა კაი ისტორიაც მოვისმენ და რამე ახალს გავიგებ, მიყვარს როცა განსხვავებულ ან საინტერესო სამყაროში შევაბიჯებ.
მას ეფექტში ძალიან (აი ძალიან) ბევრი საინტერესო დეტალია და მთელი სამყაროა შექმნილი, თავისი რასებიც, ისტორიით, კულტურით, გაგებით და ა.შ.
რამოდენიმე წიგნი გამოვიდა ამ სამყაროზე რომლებიც სულაც არ ტრიალებს შეპარდის გარშემო და სხვადასვხა ისტორიებს გვიყვებიან.
იქ კიდე კომიქსების სერიები გამოდის. ბევრი რამე 0-დან არის მოფიქრებული და მართლა ბევრი საინტერესო დეტალია.
მე ვაფასებ და მევასება ესეთი მიდგომა და ქრეათივიზმი.
საწყენად არ ვამბობ, მარა აი იგივე GOW სერია რომ ავიღოთ მთელი სთორი 10-15 წინადადებაში ჩაეტევა და დანარჩენი მე ზეპირად ვიცი ბავშვობიდან და ბერძნული მითოლოგიიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ნაკლებად გენიალურია. მაგრამ ნუ ითამაშებ 1-2-ჯერ და შემოვდებ თაროზე.
ასევე ძალიან მიყვარს თამაშები სადაც დიდი თავისუფლების ხარისხია. "ასე რომ ვქნა რა მოხდება ნეტა ?" ან "ის რომ ვცადო ეხლა?" კონკრეტულდ მას ეფექტში ასეთი მომენტები ბევრი არაა მაგრამ არც ცოტაა საკმაოდაა. თან ძალიან მაგარია როცა 1-ის სეივებს აიმპორტებს და აქ ძველ პერსონაჟებს ხვდები რომლებიც ძველ "გრეხებს" გიხსენებენ

700-ზე მეტი რაღაცამ შეიძლება გავლენა იქონიოს 2-ში 1-ის სეივის დაიმპორტირებისასო !
სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა