მოვრჩი დღეს L.A. Noire-ს. კარგი თამაში იყო ნამდვილად

ყველაზე დიდ შექებას მაინც თამაშის სიუჟეტი იმსახურებს, მაგარი ჩახლართული და კარგად მოფიქრებული სტორი იყო, თითოეული პერსონაჟი საინტერესო და ღრმად გააზრებულია. ამ თამაშისგან ერთი კარგი ფილმიც კი გამოვიდოდა (დარწმუნებული ვარ რომ ამის ეკრანიზაციას მალე ვიხილავთ mark my words!

). ძალიან ბევრ ფილმს არ აქვს ასეთი მაგარი სიუჟეტი.
ასევე ძალიან საინტერესო მომენტია ის რომ ყველა პერსონაჟი ნამდვილი მსახიობის განსახიერება იყო (ასეთი რამე მე სხვა თამაშში არ მახსენდება).
სახლის ანიმაციაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომ მეც უბრალოდ გავიმეორებ: ამ მხრივ ეს თამაში ნამდვილად რევოლუციური იყო.
დაკითხვებიც საკმაოდ საინტერესოდ იყო გაკეთებული, თუმცა მართალი რომ ვთქვა ცოტა არ იყოს ბოლოსკენ მონოტონურად მეჩვენებოდა ეს პროცესი

მეორადი დავალებები (street crime-ები) აბსოლუტურად ერთფეროვანი, თუმცა მაინც გასართობი მისიებისგან შედგებოდა. თუმცა რატომღაც 40-იდან 37 მისიის შესრულების საშუალება მომეცა (ბოლო სამი მისია რატომღაც "არ გამეჩითა"

)
ეს გაზეთებიც მაგარი ორიგინალური რამე იყო, ყველას წაკითხვა მოვახერხე

(ჩემი აზრით Harlan Fontaine-ი ყველაზე ორიგინალური და საინტერესო პერსონაჟია თამაშში).
ხოლო ფირებიდან (film reels) მხოლოდ ერთის პოვნა მოვახერხე.
მოკლედ თავისი ჟანრისთვის ეს ნამდვილად უმაღლესი ხარისხის თამაშია: უზარმაზარი open-world ქალაქის, racing-ის და adventure-ის ელემენტების ერთ თამაშში შერწყმა მართლა პირველად მოხდა და შესაბამისად ეს თამაში რაღაც ახალი ქვეჟანრის პიონერად უნდა ჩავთვალოთ.
მოკლედ ჩემი შეფასებაა: 7.5/10