აუ ისე ერთის მხრივ რაღაც პლიუსი აქვს ამ გათისვას ჩემთვის 5 პსპ-ზე მქონდა გააქტიურებული უკვე ჩემი ექაუნთი და ჩემი პსპ-თი ვერ შევდიოდი ხოლმე ხოდა ეხლა მემგონი ეგ ყველაფერი დარესეტდება და მეც მეშველება.
რაღაცნაირად პს3-ს ვეღარ ვთამაშობ მუღამით რა ეტყობა იმიტო რომ დრო არ მაქვს ან სასწავლი აქვს რომელსაც როგორც წესი მაინც არ ვსწავლობ ხოლმე 
 
 * * *
 აუ გაასწორა GT5-სი გაჭედილი ვიყავი ფერარი იტალია ბოლომდე მქონდა გაზლიერებული და ვერ გავდიოდი
მეგონა ნისან გტ-რ-ც ბოლომდე იყო მაგრამ რომ ვნახე ბოლომდე გავაზლიერე და სახე დაახია ყველას და ყველაფერს
აუ რა მანქანაა
მევასება სასტიკად
ჯერ რა ლამაზია
მერე რა ხმა აქვს
მერე რა აჩქარება
მანევრირება
სასწაულია პირდაპირ.
ოფლაინში აბა მეტი რა მეკეთებინა
დავჯქი და კი ავედი 21-ე ლევლამდე
თვალები დამეღალა და ეხლა დაძინებას ვაპირებ 
 
 * * *
 ps3 სლიმს სულ ახალივით ხომ იცით როგორც ვუვლი 470 ლარად ვერ გავყიდი 120გბ-იანია სლიმი.
მემგონი გავყიდი არა წესით
1 კონტროლერით, ცვეულებრივი კაბელით რა ჯანდაბას რამე დისკს გავაყოლებ მეტალ გეარს ან რესისტენს 1-ს 
* * *
 ps3-ელებო მოკლედ ასეთი სიტუაცია მაქვს
ვიყიდე მეორე 250GB-იანი პს3. 
ვიყიდე hdd-ს გამო
ანუ ამის 250გბ-ს გადავიტან ჩემს ps3-ში იმიტო რომ სულ ახალი ვიყიდე ჩემი და ვიცი რა და როგორიცაა ჩემ ხელშია გაზრდილი ამიტომ იმას უფრო ვენდობი
 და ამის გამო hdd-ს გადატნა ჩემსაში მირჩევნია.
ამაში კიდე გადმოვიტან ჩემს 120-იანს და გავყიდი.
ეხლა რაშია მთავარი პრობლემა
სეივეი ნუ სეივებს გადავიტან რამე გარე hdd-ზე და დავაბრუნებ მერე ისევ უკან.
მაგრამ ჩემი პს3 არის 3.60 ვერსია ეს კიდე არის 2.85 ვერსია
და ეს ფირმვეარის ვერსია კომპის მსგავსად hdd-ზეა დამახსოვრებული თუ პს3-ის სისტემაშია?
ანუ ჩემი რომ 3.60-ზე მუშაობდა და სისტემაც მაგაზე იყო აწყობილი და ეხლა ისეთ ჰდდ-ს ჩავდებ რომელიც 2.85-ზე იყო მორგებული რამე გაურკვევლობას ო არ გამოიწვევს?
დაბალ ვერსიაზე მინდა მქონდეს ეს პს3 რომ გაყიდვისას დაჩიპვის შესაძლებლობა ექნება და უფრო გაიყიდება.
მირჩეით რამე როგორ მოვიქცე
ცოცხალი თავით ამ 250გბ-ს არ გავატან არავის 
