http://www.onlinenews.ge/index.php?id=7746&lang=geoკომპანია Microsoft–მა დაიწყო პერსონალის მიღება ახალი თაობის კონსოლის (გასართობი ინტერაქტიული კომპიუტერული მოწყობილობა) Xbox–ის შექმნის მიზნით. ეს ინფორმაცია კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან გახდა ცნობილი.
მანამდე Microsoft–ი აცხადებდა, რომ მიმდინარე კონსოლის Xbox 360–ის არსებობის ვადა 10 წელია.
ვაკანსიების მიხედვით ბევრმა ექსპერტმა გააკეთა დასკვნა, რომ ახალი Xbox დამუშავების ადრეულ ეტაპზეა და სისტემის დაანონსებას 2012 წლამდე არ უნდა ველოდოთ.
Microsoft–ის პირველი კონსოლი Xbox 2001 წლის ბოლოს გამოვიდა და მას საფუძვლად დაედო პროცესორ Pentium 3–ის სპეციალური ვერსია.
კონკურენტებისგან ერთ–ერთი ძირითადი ფუნქციური განსხვავება ონლაინ–სერვისი Xbox Live–ია, რომელიც მრავალ რამდენიმე მომხმარებლისთვის გათვალისწინებული თამაშისთვისაა განკუთვნილი. გამოსვლის მომენტში Xbox–ის მთავარი კონკურენტი PlayStation 2 იყო, პლატფორმაზე მომუშავე თამაშებს შორის კი ყველაზე პოპულარული Halo 2 აღმოჩნდა, რომელიც 8 მილიონი ტირაჟით გაიყიდა.
გამოსვლის მომენტიდან დღემდე 50 მილიონზე მეტი Xbox 360 იქნა რეალიზებული. 2010 წელს Microsoft–მა გაუმჯობესებული კონსოლი Xbox 360 S წარმოადგინა, ასევე გამოუშვა მოძრაობების სენსორი Kinect.
This post has been edited by {DATUNA} on 17 Mar 2011, 17:45
მიმაგრებული სურათი