x360key და wasabi360
ორიგინალ xbox-ზე არაორიგინალი თამაშების გაშვებას ბლოკავს დისკწამყვანი (DVD-წამკითხავი). დისწამყვანს გააჩნია ე.წ. "პრაშივკა" ანუ მეხსიერების ჩიპში (DVD-ის პლატაზე) ჩაწერილი მართვის პროგრამა. XBOX-ის "გატეხვის" პროცესი გულისხმობს ახალი, მოდიფიცირებული "პრაშივკის" (პროგრამის) ჩაწერას. მაგრამ ლაივში ადვილად მოწმდება "პრაშივკა" და მოდიფიცირებულ XBOX-ებს ადებენ ბანს (ადრე თუ გვიან).
ხაკერებმა განსხვავებულ მეთოდი გამოიყენეს - ვირტუალური DVD, ეს არის მოწყობილობა რომელიც მიერთებულია კონსოლზე და გარე ვინჩესტერიდან (external USB HDD) უშვებს თამაშებს (როგორც პერსონალურ კომპიუტერზე Daemon-ით ვქმნით სისტენაში ვირტუალურ დისწამყვანს და ვუშვებთ თამაშებს). ამ მოწყობილობას გააჩნია 2 რეჟიმი - 1.ვირტუალური ან 2.ორიგინალური დისკწამყვანი (DVD), ანუ ლაივში გამოიყენება რეალური (ორიგინალი) DVD და ბანის ალბათობა დაყვანილია მინიმუმამდე.
x360key (110$ + ტრანსპორტირება)

wasabi360 (120$+ტრანსოპორტირება)

ერთიც და მეორეც გამოვიწერე ჰონკონგიდან, მაგრამ მოთხოვნილება დიდია და ჭერ არ გამოუგზავნიათ (3-5 დღეში ალბათ მეცოდინება როდის გამომიგზავნიან (ერთი ჩვეულებრივი ფოსტით შეუკვეთე 3$ 15-20 დღე, მეორე DHL-ით 35 $ 2-5 დღე) )
გარე ვინჩესტერიც (external HDD) საჭიროა - x360key-ს შემთხვევაში USB HDD და wasabi-ს შემთხვევაში eSata (USB-ზე გაცილებით სწრაფი) HDD (თბილისში გაყიდვაში ვერ მოვძებნე, მხოლოდ გადამყვანი ჩვეულებრივი HDD-დან eSata-ზე)
x360key - youtubeWasbi360 - youtube
Charta non erubescit.