ერთი კვირის წინ ჩამომივიდა x360key.

კომპლექტში:

A: X360Key R7-2 PCB Board with TF Card x 1 - ყენდება x-box-ში
B: X360Key Remote x 1 - გარე მართვის ბლოკი (პულტი)
C: USB Dongle - გადამყვანი
D: Sata cable x 1 - კაბელი
E: Power cable x 1 - კაბელი
F: FFC 10cm ( connect dongle to R7-2 PCB Board ) x 1 - კავშირი A და C შორის
G: Dongle Power Cable - კაბელი (კავშირი B და C შორის)
H: Serial No. Sticker - სერიული ნომერი (საჭიროა x360key განახლებების გადმოსაწერად, ამჟამად 1.6 ვერსიაა)
A პლატა ყენდება xbox-ში და ამ პლატაზე უერთდება xbox-ის DVD-ს 2 კაბელი. თვითონ კი 2 კაბელით უკავშირდება xbox-ის მთავარ პლატას, ანუ დგება DVD-ის და დედაპლატას შორის და ვირტუალური დისკის ფუნქციას ასრულებს.

F კაბელი გამოდის გარეთ და ურთდება C-ს (გადამყვანს).
ამ გადამაყვანზე G-ს მეშვეობით უერტდება A (პულტი)

პულტის მეშვეობით ირჩევ რეჟიმს - რეალური თუ ვირტუალური DVD გამოიყენებ და ვირტუალურის შემთხვევაში - ირჩევ გარე მყარი დისკიდან სასურველ თამაშს.
A-ს (პულტს) უერთდება ნებისმიერი გარე USB დისკი და ამ დისკზე უნდა მოათავსო X-Box-ის თამაშები (iso ფორმატში). მე მაქვს 250 გბ გარე usb დისკი და ჩაწერილი მაქვს 30 თამაშამდე.
ვირტუალური დისკის გამოყენების დროს, ლავში თამაში არ არის სასურველი.
დამიჯდა 115$ ონლაინ მაღაზიაში + 7 ლარი საქართველოს ფოსტა.
Charta non erubescit.