არა, მართლა კარგი თამაშია ნამდვილად. ჩემი აზრით ამ თამაშის ლეველ დიზაინი, დეტალიზაცია და თვითონ თითოეული თავის ლოკაციების და დიზაინის გათვლა უმაღლესი დონისაა და შესაძლოა ყველაზე კარგიც კია რაც კი თამაშებში მინახავს. ამ მხრივ ნამდვილად აღფრთოვანებას იწვევს ჩემში...
სროლის, ჩხუბის, აფეთქებების და ა.შ. ანიმაციაც უმამესია და მართლა მაგრად არის გაკეთებული.
ერთადერთი რაც ცოტათი ნაკლებად მოსაწონად მიმაჩნია არის სხვადასხვა collectible-ების ძებნის პროცესი, საკმაოდ მოსაწყენია ამოდენა კოკაციებში ლამის საათობით სირბილი და სხვადასხვა კომიქსების თუ firefly pendant-ების რუქის გარეშე ძებნა... შეიძლება ვინმემ თქვას რომ Silent Hill-შიც იგივე პონტიაო, მაგრამ საილენთ ჰილში მაინც ამხელა გაშლილი ლოკაციები არ ყოფილა, იქ ძირითადად მაინც "კორიდორულად" იყო ყველაფერი გადაწყვეტილი და შესაბამისად რაღაც-რაღაცეების მოძებნა შედარებით უფრო მარტივი იყო...
ეხლა უკვე უნივერსიტეტის ლეველზე ვარ, ამ დროის უქონლობას რა ვუთხარი თორე მართლა უკვე ისე დამაინტერესა რომ ერთი სული მაქვს გავიგო რა და როგორ იქნება ბოლოს...