გუშინ მოვრჩი ამის თამაშს.
მე ცოტა სხვანაირ ფინალს ველოდი (აი დაახლოებით The Walking Dead-ის პირველი სეზონის ფინალის მსგავსს), თუმცა ეს დასასრულიც ნორმალური იყო. ბოლოში ნამდვილად უმძიმესი მორალური დილემის წინაშე დადგა ჯოელი და მართლაც ძალიან რთულია იმის განსაზღვრა თუ რომელი არჩევანია სწორი და გამართლებული. მე ეხლაც არ მაქვს ამაზე პასუხი. მის ადგილას რომ ვყოფილიყავი ალბათ მეც მასე მოვიქცეოდი, თუმცა ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული რომ ეს სწორი ქმედება იქნებოდა.
ნუ ზოგადად რისი თქმა შეიძლება The Last of Us-ზე? როგორც ადრე დავწერე ნამდვილად უმაღლესი დონის გრაფიკა და ლეველ დიზაინი აქვს თამაშს. ზოგადად production-ის დონეც ძალიან მაღალია, მართლა ლამის კარგი ფილმის დონეზეა გაკეთებული და მოფიქრებული ყველაფერი. პრაქტიკულად ზედმეტი არაფერი არ აქვს თამაშს, მოსაბეზრებელი არაფერი არ ყოფილა მასში. თვითონ პოსტაპოკალიპტური ატმოსფერო, უიმედობის, ტრაგედიის, მარტოობის და უპერსპექტივობის განცდა მართლაც რომ შესანიშნავად არის თამაშში გადმოცემული. აი Fallout 3 და New Vegas-იც ხომ პოსტაპოკალიპტური თამაშებია, მაგრამ იქ რაღაცნაირად ყველაფერი უფრო ლაითად არის მოცემული. ამ მხირვ The Last of Us-ი ნამდვილად უფრო სერიოზულ განწყობაზე გაყენებს კაცს.
ეხლა რაც შეეხება The Game of the Year-ი უნდა გამხდარიყო თუ არა. ჩემი პასუხია: არა. მიუხედავად ზემოდ ჩამოთვლილი მიზეზებისა ჩემი აზრით GTA V სამართლიანად გახდა ამ ტიტულის მფლობელი, იმიტომ რომ at the end of the day თამაშები მაინც პირველი რიგში გართობის (და არა სულიერი საზრდოს მიღების) საშუალებაა (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ასეა). ამ მხრივ კი 2013 წელს GTA V-ს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყოლია. The Last of Us უძლიერესი თამაშია, მაგრამ ჩემთვის პირადად Tomb Raider (2013)-იც კი ცოტათი უფრო მაგარი თამაშია. იმიტომ რომ მე უფრო სათავგადასავლო ჟანრი მხიბლავს. თუმცა რა თქმა უნდა ორივე ეს თამაში "ერთ ლიგაში" ასპარეზობს ასე ვთქვათ

მოკლედ ჩემი საბოლოო შეფასება: 9/10
P.S. The Last of Us აშკარად Silent Hill-ის "სულიერი შთამომავალია" (spiritual descendant)
This post has been edited by Gioma771 on 20 Mar 2014, 12:26