ამ თემაში კონკრეტულად ყველა Playstation-ს გირჩევთ და არც თუ უსაფუძვლოდ
როგორც მივხვდი წინა თაობაზე გაქვს ლაპარაკი და არა ამ ახალზე.
წინა თაობიდან ორივე მქონდა PS3 SLIM და 360 ესეც SLIM
ორივე ძალიან კარგი კონსოლია, ჩუმად მუშაობენ და საკმაოდ კარგად აქვთ ტემპერატურის მხრივაც საქმე. (ლაპარაკი მაქვს ბოლოს წინა მოდელებზე და ბოლო მოდელებზე) ის ძველი პრობლემები რო კვდებოდა კონსოლი აღმოფხვრილია და მაგაზე არც უნდა იფიქრო.
ტექნიკურად რო შევადაროთ სუფთა Hardware-ს მხრივ მანდ შეგვიძლია ვთქვათ რო ერთი და იგივეა.
რაც შეეხება ოპერაციულ სისტემებს, ორივე ძალიან მარტივია და მალევე დაამუღამებ პირობას გაძლევ, ეგ გადამწყვეტ როლს ვერანაირად ვერ ითამაშებს მათ შორის არჩევანის გაკეთებაში.
ეხლა ვისაუბროთ პლიუსებზე…
სონის წინა თაობაში ანუ PS3-ზე PSN NETWORK უფასო აქვს ეს იმას ნიშნავს რომ ონლაინ თამაშს არ ჭირდება დამატებითი გადასახადი…
იქსბოქსზე კი ფასიანია LIVE
წმინდა ექსკლუზივების ამბავში რათქმაუნდა სონი ლიდერია და ამაზე დავაც კი არ შეიძლება
Uncharted-ის სერია
God Of war-ის სერია
Heavy Rain
The Last Of US
Beyond Two Souls
Gran Turismo
ისე კი გირჩევ ან დაჩიპული იყიდო ან შენთითონ დაჩიპო, (ანუ თამაშებს HDD-ზე ან USB FLASH-ზე ჩაწერ და ითამაშებ უფასოდ)
------------
ის ზედა ტექსტი ძველ თაობაზე,
მგონი ახალ თაობაზე დასვი კითხვა და მაგაზეც გაგცემ პასუხს

ტექნიკური თვალსაზრისით ვთქვათ უცებ რა ხდება, ახლოს არიან ერთმანეთთან მაგრამ PS4 მაინც ლიდერია, ორივეს 8GB ოპერატიული მეხსიერება აქვთ,
Xbox One-ს 8GB DDR3
PS4 - 8GB GDDR5(გაცილებით სწრაფი ვიდრე ბოქსის)
ასევე თამაშებში PS4-ს შეუძლია გამოიყენოს 7GB 8-დან (1GB ოპერაციულ სისტემას უჭირავს)
ბოქსს 8-დან 4-5GB

ეს უკვე იღებს შედეგებს და მომავალ წლებში უფრო სერიოზულად დაეტყობა ბოქსს რო ვერ "ქაჩავს" შეიძლება სხვა დეტალზე ნაგრუსკით ამოქაჩონ იგივე HDD-ზე წავიდეს ნაგრუსკა მოკლედ რაღაცას მაინც მოიფიქრებენ, ამ სიტუაციაში სონი აბსოლუტურად გამარჯვებულია
ტექნიკურად ეხლა ორივე ახალი გამოსულია და იყო შემთხვევები პრობლემები მარა ძალიან დაბალი პროცენტულუ მაჩვენებელია ბრაკი კონსოლების
დაახლოებით ბოქსზეც იგივე მაჩვენებელი, დაჟე მეტიც(მაგრამ დასაწყისია და მოსალონდნელიც იყო)
ბოქსს Disc Drive-ს პრობლემა აქვს ზოგს ანუ ბრაკია
სონის ლურჯი ციმციმა ნათურა რომელიც ტექნიკურ პრობლემაზე მიანიშნებს
მაგრამ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება ძალიან პატარაა მაჩვენებელი….
ფასის მხრივ იქს ბოქსში 100$-ით მეტის გადახდა არ ღირს იმიტო რო ბევრი ფუნქცია ჩვენთან არ იმუშავებს ასე, რომ თუ მაგ მხრივ განვიხილავთ და სხვა ყველაფერი მოგვწონს შეიძლება ამან დაატორმუზოს კაცი (სხვა რატო უნდა მოგწონდეს არ მესმის მარა მაინც)
როგორც წინა თაობაში ამ თაობაშიც მომავლის პერსპექტივაშI სონი იქნება ლიდერი ექსკლუზივების თვალსაზრისით
იგივე დეველოპერები რომლებიც წინათ უშვებდენ ექსკლუზიურად, ამ თაობაზეც აგრძელებენ რათქმაუნდა და საერთოდ სასწაულს გამოუშვებენ.
მოკლედ თუ რამე აქ ვარ, ეს რაც შემეძლო ეხლა დავწერე ძალიან ვარ დაღლილი ბოდიში, მეტი აღარ შემიძლია

.
PesFansმაგრად ვნანობ
This post has been edited by NVIDIA MAN on 3 Dec 2013, 00:03