Joe Blackწინა გვერდზე რო ლინკები დადე ეგენი ვნახე, უბრალოდ დამავიწყდა დამედო როცა ვნახე
მანდ რა ხდება გეტყვი
PS4-ს რო ჩართავ პირველად და თუ გაეშვა უპრობლოემოდ, შესაბამისად ჯოისტიკსაც გაუკეთებ კალიბრაციას და დაუმეგობრდება PS4-ს ხო?
მერე სიტყვაზე გამორთე და შემდეგ ჩართვაზე დაიწყო ლურჯმა ნათურამ ციმციმი, აი მაგ შემთხვევაში რო დააჭერ ჯოისტიკის PS კნოპკას ხელს შველის ეგ მეთოდი.

უბრალოდ პირველ ჩართვაზე უნდა ჩაირთოს უპრობლემოდ და კონტროლერი დაამახსოვრებიო
თორე თუ პირველივეზე ციმციმი ატეხა შესაბამისად კონტროლერით ვერ გაასწორებ, იმიტო რო დამეგობრებულები არ იქნებიან

მე მაქვს ეხლა სონი ბრავია 32 ინჩიანი წლევანდელი მოდელია ზუსტად მოდელი არ ვიცი, ლედია 400hz-იანი
მგონი ამას პრობლემა არ ექნება და ეგრევე უნდა ჩაირთოს და გაუშვას ჩვენება, თან ბოლო ფირმვეარიც ვატაკე ამასწინათ აფდეითის სახით და მაგ მხრივ მგონი პრობლემა არ მექნება იმედია
შენც იგივეს გირჩევ რო აფდეითი გაუკეთო ტელევიზორს, რა ფირმის TV გაქვს?
რო შევაჯამოთ:
პატარა რჩევას დავწერ, რათქმაუნდა განსწავლული ათასი ფორუმიდან და რა და როგორ უნდა გაასწორო

ეხლა რა ხდება: სიტყვაზე ციმციმებს ლურჯი ნათურა, აქ მიზეზი შეიძლება იყოს HDMI პორტი-ან HDMI კაბელი
სანამ ჩართავთ სისტემას რო ჩამოგივათ, პირველ რიგში კარგად დაათვალიერეთ HDMI პორტი კონსოლზე, (ფანარიც შეანათეთ) რო გამორიცხოთ რაიმე დაზიანება, (იყო შემთხვევები როცა პატარა მეტალის ძღინკი იყო ჩამოწეული და პორტში არ უშვებდა კაბელს, ასე რომ აუცილებლად კარგად დაათვალიერეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ ნახავთ და მანდ აღმოჩნდება რამე მეტალის ნაწილი ჩამოწეული შეიძლება უფრო მეტად დააზიანოთ…. თუ გაიჩითა რამე ნაწილი ჩამოწეული კარგად დაფქრდით და სტრატეგია შეიმუშავეთ როგორ გაასწოროთ

ლურჯი ნათურის ციმციმი შეიძლება გამოწვეული იყოს ტელევიზორის ფირმვეარის სიძველით, შესაბამისად განაახლეთ უახლეს ვერსიაზე… (ილუზია ნუ გექნებათ ძველი თაობის ტრაკიან ტელევიზორებზე გაუშვათ, ეგ კი არა დღევანდელ ტელევიზორებზეც კი აქვს compatibility issue…
ასევე შესაძლებელია პრობლემა იყოს HDD-ში მაგრამ მარტივი, ამოიღეთ HDD და ხელახლა ჩასვით, ოღონდ აუცილებლად გამომძვრალი გქონდეთ კონსოლი შტეფსელიდან….
მოკლედ ღმერთმა გაშოროთ პრობლემები მარა თუ რამე ინგლისური არ ესმის ვინმეს შეგვიძლია ჩვენც ქართულად განგიმარტოთ და შევეცდებით პრობლემა გამოგასწორებიოთ.

წითელ ნათებაზე არაფერს არ დავწერ ეგ ისედაც გასაგებია

თქვენი კონსოლი მარტივად რო ვთქვათ იხრუკება და ტრაკის გადარჩენის მიზნით თავს ითიშავს…. (ნამეტანი არ გააწვალოთ თავისი გასჭირვებია)
This post has been edited by NVIDIA MAN on 21 Nov 2013, 01:11