Ocelot
მოგიძებნე და გადაიკითხე
spoler! ისტორიის ანალიზი
მიუხედავად იმისა რომ გარკვეუწილად სიუჟეტი ცვალებადია, მისი ძირითადი მოტივი უცვლელია. ძმის დაღუპვის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური ტრამვა, უზრუნველი, სასმელს მიტანებული მამაის მიერ დაშვებული ფატალური შეცდომა, უმწეობის განცდა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით კეთილი და გულთბილი ადამიანის სულზე დაილექა. სწორედ შემთხვევიდან გამომდინარე მოდის სახელწოდებაც ''თავსხმა წვიმა''. წვიმა უტოლდება სევდას, უბედურებას, მომაკვდინებელ ძალას.
მთელი აზრი ერთ სცენაში დევს, სცენაში სადაც მთავარი გმირი წარსულს იხსენებს:
Killer's identity
ინტერვიუში ნახსენები იყო მამაშვილური სიყვარული, სწორედ ესაა მთავარი მოტივი, სწორედ ამ განცდას ეძებს მთავარი პერსონაჟი, განცდას რომელიც თვითონ აკლდა.
გავიდა წლები და შელბი არჩევს ადამიანს რომელიც მზადაა თავი გაწიროს შვილის გადასარჩენად. უშედეგო ძებნა და მსხვერპლი მას სახელს უხვეჭს, ორიგამი კი უბრალო ხელწერაა, რომელიც განპირობებულია ბავშვობის გატაცებიდან. მძიმე ცხოვრებისა და გაჭირვების გამო, სწორედ ქაღალდისგან დამზადებული სათამაშოები იყო ძმების საუკეთესო გასართობი.
წარსულში პოლიციელის და აწმყოში პირადი გამომძიებლის სახელს ამოფარებული ადვილად ახერხებდა ადამიანების ნდობის მოპოვებას, იტაცებდა ბავშვს და ცდიდა მამის თავდადებას, შემდგომში მათ უკავშირდებოდა როგორც გამომძიებელი და ყოველგვარ კვალს შლიდა.
შელბი პოულობს ისეთ ადამიანს რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ეძებდა, ადამიანს რომელმაც უბედურება ერთხელ უკვე განიცადა, მის თავდადებაში დარწმუნებული დეტექტივი იტაცებს ბავშვს და მთელი თავგადასავალიც აქ იწყება. ამბავი ოსტატურადაა მოთხრობილი, შესაბამისად მკვლელის ვინაობა ბოლომდე შენიღბულია
ეს ის დეტალი რომელიც გაინტერესებდა!
What was up with Ethan's blackouts?: Before Shaun is kidnapped, the game's third chapter ends with Ethan putting his son to bed, then blacking out. He comes to in the middle of a street in a residential neighborhood. It's pouring rain, and he's holding a little origami figure in his hand. Not long after, Ethan has a second blackout, during which Shaun is kidnapped.
ქარნაბი სქვერში ცხოვრობდნენ ძმები, აქ დაიღუპა ერთი მათგანი, ეთანის ხილვაც ამ ქუჩაზეა, აქვე მოჩანს მატარებლის ხიდი, ორიგამის ყველა მსხვერპლი რკინიგზის ხაზთან ახლოსაა, მკვლელის მეხსიერებაში ჩარჩა მნიშვნელოვანი დეტალები: წვიმა, წყალი, მატარებელი, ორქიდეა, ორიგამი..
შემდგომ ეს რიტუალად იქცა: წვიმის წყალი მომაკვდინებელ ძალად, მატარებელი გარემოებად, ორქიდეა მსხვერპლთან გამომშვიდობებად, ორიგამი კი მიძღვნილ საჩუქრად, ამით ცდილობენ დაგვანახონ ორივე პერსონაჟის საეთო განცდა, ორივე დანაშაულს გრნობს და უმწეოა. შელბიმ იცოდა კომის შესახებ, იცოდა ტრაგედიაც, იცოდა მისი დამოკიდებულებაც, ამიტომ ცდილობდა მასზე ზეგავლენა მოეხდინა: გაზეთი, წერილი, ორიგამი, ამით მასში აღვივებდა დანაშაულის გრძნობას და აჯერებდა რომ შეიძლებოდა მისი ორსახოვნება რეალობა ყოფილიყო. იდეაში გათიშვა მაშინ ხდებოდა როცა ორიგამი და ეთანი იკვეთებოდნენ
GiorgiN
Pს4 ტექნიკური დემო ბიონდს მოაყოლეს, ბოლოში იყო ვიდეო
ამას უყურე, ცოტა ძველი, მაგრამ ძალიან საინტერესო დემოა )
http://m.youtube.com/watch?v=G0KTUysrwgQ This post has been edited by giola1 on 3 Dec 2013, 23:11