Snesპროცესორთან და ფორმატთან დაკავშირებით გეთანხმები, სხვადასხვა წყაროებს რო გადავხედე, ყველგან სხვანაირად იყო ახსნილი პროცესორების ფუნქცია, ამიტომ რაც იყო ის დავწერე.
მაგრამ რაც შეეხება თამაშებს, მიზეზი თუ რატომ შეიძლება, რომ PS3 უკეთესი Framerate ჰქონოდა არის ( IMHO ) Cutscene-ები. PS3 ბლურეი წამკითხველი ჰქონდა რომელიც უფრო დიდი ზომის ფაილებს იტევს ვიდრე DVD. ხშირად უწევდათ დეველოპერებს ვიდეო სცენების კომპრესირება X360-ზე, მეხსიერების ნაკლებობის გამო, ერთერთი მაგალითი DMC4-ია, სადაც PS3 Scene ები 60FPS ია ხოლო 360-ზე 30fps. ასევე, FF XIII ორივე პლატფორმაზე იდენტურია, ნუუ, JRPG არის ამიტომ ზომითაც დიდია ხოდა ბლურეიზე უფრო კარგი უნდა იყოს. LA Noire-ზე ვერ გეტყვი, არ მითამაშია.
Original Dark Souls II რომ გამოვიდა, ორივე პლატფორმას ჰქონდა FPS პრობლემები მაგრამ X360 თითქმის ყოველთვის იჭერდა 30FPS ხოლო PS3 ვერსია მუდმივად 20-30FPS შორის დახტუნავდა, Metal Gear Rising-ში თითქმის იდენტური პრობლემა იყო, 360 უფრო მაღალი FPS ჰქონდა.
მთავარი პრობლემა თვით CELL იყო და მისი "ცუდი თავსებადობა" Nvidia-ს ვიდეო ბარათთან. ანუ, რას ვგულისხმობ. PS3 დეველოპმენტის დაწყებისას, უნდოდათ რომ Cell პროცესორი, ლოგიკური და გრაფიკული პროცესორიც ყოფილიყო, ანუ Cell უნდა ყოფილიყო რაღაც APU-ს მაგვარი. მაგრამ სადღაც 2004-05 წელს მიხვდნენ რომ ეს იდეა ძაან სარისკოა, რომ ჯერ Cell ზედმეტად კომპლექსურია და თან გრაფიკული ბიბლიოთეკაც რა იქნებოდა... ხოდა ამიტომ სასწრაფოდ Nvidia-სთან დაიწყეს თანამშრომლობა და რაც ჰქონდათ ის ვიდეო ჩიპი აიღეს, მაგრამ დედლაინი ახლოვდებოდა და CELL/RSX შორის დრაივერები თითქოს ბოლომდე ვერ დახვეწეს, რის გამოც დეველოპერები ფორუმებში წერდნენ "The gpu was sometimes broken".
ნუუ, რაც არ უნდა იყოს, მე მიყვარს ჩემი PS3. დავაპრაშივკე, ამოვშიგნე, რამდენი ექსპერიმენტი ჩავატარე სხვადასხვა მოდელზე, ჩემი აზრით ყველაზე "იაპონური კონსოლია" იაპონურ კონსოლებს შორის. რაღაც Sony's Spirits ატარებს რაც ძაან მევასება

ბრწყინვალე underrated კონსოლი