დღეს დავამთავრე და იმ დასკვნამდე მივედი რომ ნამვდვილად არ იმსახურებს ამხელა ნეგატივს :დ შედევრიაო ვერ ვიტყვი მარა ასე თუ ისე საკმაოდ სერიოზული ნამუშევარი გამოუვიდათ დოგებს. პატარა რევიუს დავწერ 0 სპოილერებით სანამ ჯერ კიდევ ყველაფერი ახლად მაქვს თავში :დ
ტექნოლოგიურად ეს და RDR 2 უდაოდ ამ თაობის გამორჩეული პროექტებია. ერთი სიამოვნება იყო თამაშის განმავლობაში ყველა დეტალზე დაკვირვება და იმის შემჩნევა თუ რამხელა სამუშაო ჩადეს ყველა წერტილში, art direction-ზე ვინც იყო პასუხისმგებელი აი ბრავო რა, თამაში ხო ემოციურია მარა ლეველ დიზაინი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ ემოციებს. მიყვარს როცა დეველოპერები პროგრესს აკეთებენ თავიანთ თამაშებში და უბისოფტივით ერთ ადგილს არ ტკეპნიან წლები.
საუნდტრეკიც შესაქებია. პირველ ნაწილთან შედარებით აქ უფრო კარგათ არის საუნდი გეიმფლეისთან ინტეგრირებული რაც ხელს უწყობს უნიკალური ატმოსფეროს შექმნას. მომენტებში ისეთ დაძაბულობა იქმნება რომ სუნთქვა გეკვრის :დ
აი რაც საგრძნობლად შეიცვალა პირველი ნაწილითან შედარებით (გრაფიკას თუ არ ჩავთვლით) ეს არის გეიმფლეი. მედიუმზე დავხურე და რასაც ჰქვია ბოლომდე არ მომბეზრებია თამაში. იარაღის სროლა საინტერესოა, იქიდან გამომდინარე რომ ყველა იარაღი საკმაოდ განსხვავებულად იგრძნობა. სტელსიც ბევრად გაუმჯობესდა + მოწინააღმდეგის AI-იც საკმაოდ დაიხვეწა და ყველა შენ მოქმედეაბაზე ასე თუ ისე ადეკვატურად მოქმედებს. ძაღლების დამატებაც ჭკვიანური იყო, ხელს გიშლის კემპერობაში და გეიმფლეის ბევრად უფრო აქტიურს ხდის. მაღალ სირთულეზე ალბათ უფრო გაიხსნება ეს ასპექტი. სერაფიტები საერთოდ მაგარი ფრაქციაა AI-ის მხრივ

ამ ყველაფერს დავუმატოთ ანიმაციები, რაც უდაუოდ ინდუსტრიის სტანდარტია. ამათ დონეზე მარტო როქსტარი თუ მიდის. პაზლები ძალიან ცოტაა მარა რაც არის ლოგიკურად არის ჩასმული და არ გიწევს უაზროდ ნაგვის ურნების და კიბეების გადაადგილება ყოველ ნაბიჯზე :დ
რაც შეეხება სიუჟეტს აქ ბევრი წერა არაა რა საჭირო :დ ვერც გამოვა სპოილერების გარეშე. ისეთი თამაშია რომ უნდა ითამაშო და შენი აზრი გამოიტანო. მარტივი სიუჟეტიაო ვინმემ რომ თქვას ვერ შევეწინააღმდეგები, ასე თუ ისე იგრძნობა და ფაქტია რომ ბევრად უკეთესედაც შეიძლებოდა, ანუ შეიძლება საერთოდ არ გამოსულიყო მეორე ნაწილი და პირველი ნაწილი მაინც შედევრად დარჩებოდა და არც არაფერი დაიკარგებოდა :დ მარა რაც არის ის მაინც შეძლეს რომ მაქსიმალურად ემოციურად გადმოეცათ და აი ბოლო რამოდენიმე საათი რა ემოციებსაც იწვევს თამაში ალბათ ეგ იყო მთელი სიუჟეტის მიზანი. უბრალოდ ხვდები რა ამ ყველაფრის აზრს და ალბათ ეგეც საკმარისია. ებიც თავიდან არ მომოწონდა მარა რაღაც დონეზე შეძლეს ისე განევითარებინათ პერსონაჟი რომ სიმფპათია გამოეწვია. ცოტათი მარა მაინც :დ
ბოლოს ლგბტ თემასაც შევეხები ასე რომ აიკლეს მთელი ინტერენტი :დ რავი მე პირადად მაგარი წინაამღდეგი ვარ ამ ყველაფრის ძალით ჩატენვის თამაშებში, ფილმებში თუ სხვა დანარჩენ ნაწარმოებში მარა კერძოდ აქ რამეს გახვევენო თავზე ვერ ვიტყვი. ახლა ვინმეს თუ ძალით უნდა რომ ეს ყველაფერი დაინახოს დაინახავს მარა რაზე გაგიჟდა ამდენი ხალხი აზრზე არ ვარ ¯\_(ツ)_/¯ ტრანსგენდერობა საერთოდ საიდან მოიტანეს

პირველი ნაწილის DLC ნათამშები მქონდა და არაფერი არ იყო ჩემთვის მოულოდნელი :დ
ჯამში 8.5/10 და რა თქმა უნდა ველოდები დოგების შემდეგ პროექტს, იმედია ახალი IP იქნება რადგანაც რთულად წარმომიდგენია რითი შეიძლება მეორე ნაწილის ფინალი განავრცონ.
პ.ს ისე თამაში ძალიან დიდი გამოდგა. ორჯერ გავიფიქრე აჰა მორჩა, რაღა უნდა მოხდეს მეტი და ნურას უკაცრავად დინჯად გაგრძელდა ყველაფერი :დ ამიტომაც შეიძლება ისიც ითქვას რომ სულ ცოტათი გაწელილიც არის ეს ყველაფერი.
This post has been edited by Levson on 10 Dec 2020, 22:04