ესეთი ჩამთრევი open world-ი რდრ 2-ის მერე არ გამოსულა. გუშინ სტატებში ვნახე და 18 საათს გადავაბიჯე უკვე. მეპის გახსნა საერთოდ არ გჭირდება, ისე საინტერესოდაა ლოკაციები გაკეთებული რომ სულ გინდება სიუჟეტს გადაუხვიო და ექსპლორინგით დაკავდე. უბრალო აუტპოსტებიც კი მთავარ სიუჟეტთანაა დაკავშირებული და როგორც რობოტები სხვადასხვა როლს ასრულებენ გარკევულ ლოკაციებში. პაზლებიც ბევრი დაემატა, ბრძოლებიც საკმაოდ გართულებულია, ჰარდ-ზე კი ვთამაშობ მარა რობოტები უფრო აგრესიულები არიან და ამჯერად უფრო მეტი მოძრაობა გიწევს, მითუმეტეს თუ 1-ზე მეტი მოწინააღმდეგეა.
სიუჟეტი როგორც პირველ ნაწილში აქაც ინარჩუნებს ინტრიგას. ამჯერად ბოლომდე აწვებიან sci-fi-ს, რევიუებში mass effect 2-ს ადარებდნენ და ნამდვილად ეტყობა ინსპირაცია. ჯერ შორს ვარ ფინალამდე მარა როგორც ჩანს ტრილოგია აქვთ დაგეგმილი

მინუსებიდან ტექნიკურ მხარეს გამოვყოფდი. პს5-ზე 4K 30ფპს რეჟიმი მშვენივრად გამოიყურება მარა 60 ფპს რეჟიმს (დინამიური 1800p checkerboarding-ით) პრობლემები აქვს. ხეები და ბალახი გეგონება სულ ციმციმებს, განსაკუთრებით შორ მანძილზე თუ დააკვირდები. გეგონება antialiasing საერთოდ არ აქვსო მარა კამერას თუ გააჩერებ ნორმას უბრუნდება ყველაფერი. სხვა თამაშებშიც მითამაშია checkerboard რეზოლუციით მარა აქ რო რაღაც აურიეს ფაქტია, იმედია გამოასწორებენ მალე პაჩით
PC-ზე როცა გამოვა უკვე წარმომიდგენია რა იქნება მაქს გრაფიკაზე. ძაან მაგარი ძრავაა რა Decima
ჩემი არაა სქრინი
This post has been edited by Levson on 21 Feb 2022, 15:42