გამარჯობა ხალხო. ძველი პლეისტეიშენიკი ვარ, 1 და 2 მქონდა თავის დროზე იმის მერე კომპზე გადავედი საკაიფოდ რო მეთამაშა შესაბამისი მონაცემები სულ მქონდა და ახლაც მაქ მარა პლეისტეიშენს მაინც თავისი მუღამი აქ. ცალკე ხარჯია ცალკე სადაც მინდა იქ ვერ ვითამაშებ ცალკე თამაშებსაც ვერ გადმოვიწერ ტორენტიდან უფასოდ მარა მინდა მაინც.

ძაან გამიხარდა ასეთი აქტიური ფორუმი რო დამხვდა ქართული

ძირითადად ტექნიკა იქნება მანქანა თუ სხვა რამე რუსულ ფორუმებზე დავბოდიალობ რახანია, აი ჰოპ.ჯი და ნონე.ჯი რო ეჭიდავებოდა ერთმანეთს მაგ დროის მერე. მოკლედ ძაან გადავუხვიე თემას.
პლეისტეიშენ 2 რო მქონდა ვიყიდდი დისკს 10-20 ლარად ჩავდებდი და წავიდა... 3დან და 4ზეც უკვე როგორც გავიგე ასე არაა საქმე, უნდა დააინსტალირო ან სთორიდან გადმოწერო თამაში, არანაირი დაჩიპვა...
ხოდა მინდა ვიყიდო 4 სტანდარტი ან სლიმი. მონაცემებში სხვაობა არაა როგორც ვნახე და ენერგომოხმარება და ზომაწონა მკიდია. 4K ტელევიზორი მაქ მარა პრო მაინც არ მინდა თამაშებს არ აქო მხარდაჭერაო და 1080P მეყოფა ბეზ პრაბლემ. მაიმარკეტზე ბევრი ვარიანტი ვნახე მარა სლიმიო მატოვიო პრიალაო CUH 10 - 11 - 12 ვერსიები ყოფილა ყველას თავისი ქვე ვერსიები აქ პლუს ამას...
დამეხმარეთ რომ არ დავგოიმდე და წესიერი 4 ვიყიდო, ქუდს არ დავიხურავ და არ დავიკარგები მერე მეც გამოგადგებით რამეში

ტექნიკასთან ძაან ვძმაკაცობ პროსტა პლეისტეიშენით ბოლო 8-10 წელია არ დავინტერესებულვარ და აზრზე არ ვარ არაფრის.
1) სად ჯობია რომ ვიყიდო? მაღაზიაში მაიმარკეტზე თუ გამოვიწერო ებაი/ამაზონიდან?
2) მნიშვნელოვანია თუ არა ვერსიები CUH 10 -11 -12 და მათი ქვე ვერსიები.
3) ნამაიმუნარ FATს მოვკარი თვალი მაიმარკეტზე და ჩემი ვარაუდით ვინჩესტერს ეხება. ანუ ჩქარა ღლის ვინჩესტერს პს4 და დიდი ხნის ნახმარმა შეილება ტვინი მო>>ნას?
4) 500გბ / 1ტბ რამდენად საჭიროა 1ტბ და რამდენით მეტის გადახდა ღირს? ასევე რა ვინჩესტერი დევს SSD თუ HDD? ჩვეულებრივი ნოუთბუქის ზომაა 2.5იანი?
5) რამდენად მივაქციო ყურადღება დისკების მოყოლებას? ან ჩაწერილი როა პროსტა ვინჩესტერზე თამაშები ჩასართავად დისკი არ ჭირდება იმათ? კრეკის პონტში
6) როგორც ვიცი ექაუნთი გაქ შენი პს4ზე და მეორადის ყიდვისას ეს ექაუნთი კომპიუტერში რჩება თუ ლოგაუთს აკეთებს და მე ახლიდან დავრეგისტრირდები და შევალ? ასევე თუ შეიძლება რამე იმაიმუნოს პრაშივკაზე არ გამოუვიდეს და ონლაინი დაებლოკოს პს4ს სამუდამოდ?
7) ლაუნჩ ედიშენია კიდე თითქოს უკეთესია ისე აწერია ებაიზე და ეს რა პონტია?
სერიოზული სტატია გამომივიდა ვინც არ დაიზარა წაკითხვა ამისთვისაც მადლობა

მოკლედ თქვენი იმედი მაქ სიჩქარით კი არსად მეჩქარება. კაი იყოს შემარგოს და დეკემბერში იყოს
This post has been edited by N1_VIRUS on 12 Oct 2017, 02:31