დავხურე ღამურა-Batman Arkham Asylum. ყოველთვის მიყვარდა ეს გმირი და მასზე შექმნილი თამაშები, ეხლა კი კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს შეგრძნება, დენდიზე საკმაოდ ბევრი მაქვს დახურული, მგონი ყველა. ჯერჯერობით ჩელენჯები და მოსაძებნების მცირე ნაწილი დამრჩა ასაღები, საბოლოო შედეგი არ მაქვს დადებული მაგრამ მთლიანი თამაში ვითამაშე და 10 ქულიდან 9-ს დავუწერდი. ისიც გასათვალისწინებელია რომ თამაში 2009 წლისაა, ანუ დაახლოებით 10 წლის წინანდელია და დღესაც კი ბევრ თამაშს აჯობებს და ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.
სთორი - მოქმედება ხდება კუნძულზე, საგიჟეთში ძირითადად. მოსაძებნებს რომ პოულობ სხვადასხვა პერსონაჟების შესახებ დამატებით ინფორმაციებს იღებ, მაგალითად პირველად რომელ კომიქსში გამოჩნდა ეს გმირი, მისი თვისებები, რამ განაპირობა მისი ბოროტ პერსონაჟად ჩამოყალიბება და ა.შ. ვისაც ეს სამყარო უყვარს მათთვის მისწრებაა ეს ბონუს ინფორმაციები და პერსონაჟების შესახებ მინი დოსიე.
გეიმფლეი-ჯერჯერობით ყველა ილეთის ერთად გამოყენებას ვერ ვახერხებ მაგრამ სათითაოდ ყველა ილეთი დავამხეცე

გაჯეტების მრავალფეროვნება ძალიან მომეწონა ამ თამაშში, ყველა გაჯეტს თავისი დანიშნულება აქვს და გიმარტივებს თამაშს, ზოგიერთი მათგანის გამოყენების გარეშე კი თამაშში პროგრესი შეუძლებელია. ასევე საინტერესოა აფგრეიდები, სულ 20 აფგრეიდია და თითოეული რაღაცას აუმჯობესებს, მაგ: კომბატში გაძლიერებული დარტყმა, თავდაყირა ჩამოკიდება, ერთდროულად 3 ბეტ-ბუმერანგის გასროლა რომელიც ბოსების დროს ძალიან გეხმარება, განსაკუთრებით 2 ტიტანი და უამრავი ცუდი ბიჭი რომ მოგდევს
მუსიკა და ატმოსფერო - ბნელი სამყარო როგორც ეს ბეტმენს შეეფერება და საუნდტრეკები კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის თამაშს, განსაკუთრებული საუნდებით არ გამოირჩევა მაგრამ რაც არის ეგეც საკმარისია განწყობის შესაქმნელად.
პერსონაჟები - ეს სთორის შემადგენელი ნაწილია მაგრამ ცალკე გამოვყავი რადგან ჩემი ფავორიტი ანტიგმირებია და ძალიან გამიხარდა მათი თამაშში ხილვა, ჯოკერზე ნუ ყველა დამეთანხმება რომ ღამურას N1 მოწინააღმდეგეა, მაგრამ მე გამოვარჩევდი Poison Ivy-ს და ჰარლი ქვინს. როდესაც იღუპები, პატარა სასაცილო Over Line-ებია, მაგალითად ჰარლი ქვინი ლუზერს გიძახის და დაგცინის, ჯოკერი ხომ ათასნაირი ტექსტებით გამკობს და მასხრად გიგდებს (I salute my fallen enemy, Oh, isn't that cute? Little bat's a-sleepin! Someone finish him off და ა.შ.) Scarecrow არ გამომრჩეს, ძალიან გავერთე თამაშში მისი ეპიზოდებით.
ძალიან რომ არ გავწელო პოსტი ვიტყვი რომ 10-დან 10-ს იმიტომ არ ვუწერ რომ პატარა დეტალები იყო რამაც ნერვები მომიშალა 1) ბოსების წინ Cutscene-ებს ვერ ვჭრი და ბოსი რომ მკლავდა ყოველ ჯერზე ხელახლა ნახვა ნერვებს მაწიწკნიდა

2) ბოსები დავიწუნე, ერთფეროვანი იყო ბევრი მათგანი, 2 ტიტანი, ცუდი ბიჭები და ბლა ბლა ბლა
ფავორიტი ეპიზოდი თამაშში?
ეს იყო Killer Croc, საკანალიზაციო სისტემის ლაბირინთებში სიარული და მცენარის სპორის შეგროვება. ძალიან ვისიამოვნე მაგ ეპიზოდით, ასევე ძალიან სასიამოვნო იყო სთელსი, გარგოლიებიდან თვალს ვადევნებდი იარაღიან ტიპებს და მერე უცებ თავს დავეცემოდი, ზემოდან ვგეგმავდი თავდასხმას

Detective Mode მომეწონა კიდევ, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებოდა, მტრების მდებარეობის დადგენა, მოსაძებნების მიგნება და ა.შ. ფრენა ამ თამაშში ძაან დონეა, ერთი ტროფია სადაც 100 მეტრზე უნდა გაფრინდე და ერთადერთი ადგილიდანაა ეგ შესაძლებელი, საათის კოშკზე ადიხარ და მთელ ქალაქს ხედავ ჰორიზონტზე, მანდედან შესაძლებელია 100 მეტრის დაფარვა ფრენით

. შემდეგი ნაწილები კიდევ უკეთესიაო მეუბნებიან და კბილებს ვილესავ
თუ რამე გამომრჩა კომენტარებში ჩავამატებ, ბევრს გექნებათ ეს თამაში თავის დროზე დახურული და მივიწყებული, გავიხსენოთ, ე3-ზე მგონი სუპერმენის ანონსი იგეგმება



