შაბათ-კვირას ზომბი ვიქენდი მქონდა და გავაღწიე იმ ადგილიდან სადაც გაჭედილი ვიყავი, ისეთ პრიმიტიულ რაღაცას შევალიე საათები ეხლა რომ ვფიქრობ მეცინება

მოკლედ მოგიყვებით რა და როგორ მოხდა, რამდენიმე სპოილერია და ვინც ახლო მომავალში აპირებთ RE Zero-ს თამაშს მაშინ გადაახტით ამ პოსტს

მეორე კრუგზე წავედი, ყველა ოთახის კუთხე-კუნჭული მოვიარე და ვერ ვპოულობდი ვერაფერს, ბოლოს შემთხვევით ბილის ინვენტარში აღმოვაჩინე სანთებელა, რომლითაც კარების წინ დანთებული სანთელი ავანთე და შევედი საიდუმლო ოთახში, სადაც კარადის უკან დამალული სიკეთის წიგნი ვიპოვე, მანამდე ჭადრაკის ფიგურების პაზლით ბოროტების წიგნი მქონდა ნაპოვნი. ანუ ეხლა მაქვს სიკეთის და ბოროტების წიგნი, ცალ ფრთიანი დემონი და ცალ ფრთიანი ანგელოზი, ცენტრალურ ოთახში სასწორია სადაც წერია რომ სიკეთე და ბოროტება უნდა დააბალანსო, დავდე ეს დემონი და ანგელოზი, არ დაბალანსდა, წიგნებს ვერ ვდებ, მესამე კრუგზე წავედი და ვერაფერი ვიპოვე, თურმე იმ წიგნები უნდა გადაფურცლო, გახსნა და მანდ იპოვი მეორე ფრთებს, ბოროტების წიგნში დემონის მეორე ფრთას და სიკეთის წიგნში ანგელოზის მეორე ფრთას, მერე უკვე მარტივია, ააწყობ და დააბალანსებ, გაიღება სურათი და გადახვალ ახალ ლოკაციებზე სადაც გიგანტური ობობები და დავირუსებული მაიმუნები მოგდევენ.
მთლად ყველაფერს აღარ დავწერ ეხლა მაგრამ აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ცხოველების პაზლი! მთელი 40 წუთი ვეწვალე, ჯერჯერობით რაც ვითამაშე (ანჩარტედები და ტომბ რაიდერი) ყველაზე საინტერესო პაზლი ეს იყო, თუ ძაფის გორგალს არ ჩავთვლით, მაგ თამაშზე ცალკე მოგახსენებთ რომ დავხურავ, ეხლა განტვირთვისთვის 1-1 საათი ვთამაშობ ხოლმე. მოკლედ 6 ცხოველია: ლომი, მგელი, ცხენი, ირემი, გველი და არწივი. თითოეულ ცხოველს აქვს პატარა ჯამი სადაც ზემოხსენებული სანთებელით შეგიძლია აანთო. კარებზე კი წერია რომ ცხოველების ანთება უნდა დაიწყო ყველაზე სუსტიდან. თავიდან ჩავთვალე რომ ლომი ცხოველების მეფეა და ბოლოში მოვიტოვე, აი მანდ შევცდი! დაახლოებით 50 კომბინაცია მოვსინჯე და კარები არ გაიღო, მერე დავუკვირდი და თითოეულ ცხოველზე პატარა მინიშნებაა, მაგალითად: არწივი ჭამს უფეხო არსებას, გველს თავისი შხამით შეუძლია მოკლას ცხოველების მეფე, ლომს ვერ გაასწრებს ყველაზე სწრაფი არსებაც კი, მგელი ჭამს რქებიან ცხოველს, ცხენი დარბის სწრაფად და ჩლიქებით იგერიებს ცხოველს...მოკლედ მიხვდით რა თანმიმდევრობაც იყო: ირემი, რომელსაც ჭამს მგელი, შემდეგ ცხენი რომელიც მგელს ჩლიქებით იგერიებს, ცხენი ვერ გაექცევა ლომს, ლომი კვდება გველის შხამით და არწივი წეწავს გველს

ასევე ავღნიშნავდი 1 ნივთის ორიგინალურ დამალვას, ბნელ ოთახში შედიხარ და კედელზე ირმის ფიტულია, არაფერი არ ჩანს, მაგრამ სინათლეს რომ აანთებ ირმის რქაზე რაღაც ბრჭყვიალებს, მაგიდას ჩააჩოჩებ-მიაჩოჩებ გაწევ-გამოწევ და ჩამოიღებ იმ ნივთს რომლის გარეშეც პროგრესი გამორიცხულია.
მესამე ბოსიც მოვკალი, ეს იყო გიგანტური ღამურა, რამდენჯერმე კი ამკენწლა და მაბურთავა მაგრამ საბოლოოდ მაინც მივასიკვდილე. ძალიან მომწონს ატმოსფერო, ღამით ვთამაშობ და ჩემი კატა რომ კარებს აწვალებს და ოთახში შემოსვლა უნდა მაჟრჟიალებს ხოლმე, ასე მგონია ზომბი შემომიხტება

კიდევ ბევრის დაწერა მინდა მაგრამ ამდენს ვინ წაიკითხავს

მოკლედ ლაბორატორიაში ვარ გაჩერებული და მიწევს Mimicry marcus-ების მოგერიება.



